ელექტროენერგია

ირანი აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტს იწყებს

ენერგოდეფიციტის შემცირების მიზნით, ირანმა ხუთშაბათს აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტი  დაიწყო. აღნიშნულის შესახებ განცხადება, ირანის ენერგეტიკის სამინისტროს სპიკერმა მოსტაფა რაჯაბი მაშჰადმა გააკეთა. მისი სიტყვებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელექტროქსელზე “მოღანის” ელექტროგადამცემი ხაზების მიერთებისთანავე დაიწყო ელექტროენერგიის იმპორტი: ”ამჟამად, ხსენებული გადამცემი ხაზიდან 73 მეგავატი ელექტროენერგია მიეწოდება ირანის შიდა ქსელს.” აღნიშნული გადამცემი ხაზიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა პიკური მოხმარების საათებში შეიძლება 130 მეგავატამდეც გაიზარდოს . ივნისის თვის დასაწყისში ...

Read More »

მასკი: როდესაც იქნება მტკიცებულება, რომ მაინერები სუფთა წყაროებიდან მიღებულ ენერგიას იყენებენ, Tesla ბიტკოინებით ტრანზაქციებს ისევ დაუშვებს

როდესაც “როდესაც გაჩნდება მტკიცებულება, რომ მაინერები სუფთა წყაროებიდან მიღებულ ენერგიას გონივრულად (დაახლოებით 50%) იყენებენ და ამას სამომავლო პოზიციური ტენდენცია ექნება, კომპანია Tesla ბიტკოინებით ტრანზაქციებს ისევ დაუშვებს”, – დაწერა მასკმა “ტვიტერში”. ამასთან მასკმა უარყო ინფორმაცია, რომ კომპანიამ კრიპტოვალუტაში არსებული აქტივები მოიცილა. მან დააზუსტა, რომ Tesla-მ ბიტკოინების მხოლოდ 10% “მოიშორა”. ბიტკოინის ფასი მნიშვნელოვნად დაეცა 13 მაისს მას შემდეგ, რაც მასკმა განაცხადა, რომ ...

Read More »

სალვადორმა ბიტკოინი კანონიერ საგადასახადო საშუალებად გამოაცხადა

სალვადორი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ბიტკოინი კანონიერ საგადასახადო საშუალებად გამოაცხადა. კონგრესმა პრეზიდენტის ინიციატივა ხმების უმრავლესობით დაამტკიცა. BBC-ის ინფორმაციით, გადაწყვეტილება ძალაში 90 დღეში შევა. კონგრესის გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ნებისმიერი ბიზნესი ქვეყანაში ვალდებული იქნება პროდუქციისა და მომსახურების სანაცვლოდ ბიტკოინი მიიღოს, გარდა იმ შემთხვევებისა თუ ის შესაბამისი ტექნოლოგიით აღჭურვილი არაა. პრეზიდენტს ნაიიბ ბუკელეს განცხადებით, ეს ისტორიული ნაბიჯია ქვეყნისთვის, სადაც მოსახლეობის 70 პროცენტს საბანკო ...

Read More »
დედაქალაქის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

დედაქალაქის ელექტრომომარაგება სრულად არის აღდგენილი

ამ დროისათვის, დედაქალაქის ელექტრომომარაგება სრულად არის აღდგენილი. მიმდინარეობის რეგიონებში მომხმარებლისთვის ელექტრომომარაგების აღდგენის სამუშაოები, – ამის შესახებ ინფორმაციას „სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ავრცელებს. მათივე ცნობით, 14 საათზე, ავარიულად გამოირთო 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთი” და ჰიდროელექტროსადგური „ენგურჰესი”, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს.

Read More »
სექტემბერში საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ენერგეტიკისთვის 3 უმნიშვნელოვანეს პროექტს დაასრულებს

ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთი” და ჰიდროელექტროსადგური „ენგურჰესი” ავარიულად გამოირთო

“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის ავარიულად გათიშვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: “დღეს, 14 ივნისს, 14:00 საათზე, ავარიულად გამოირთო 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთი” და ჰიდროელექტროსადგური „ენგურჰესი”, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს. ამ დროისათვის, ქვეყნის ელექტრომომარაგება სრულად არის აღდგენილი. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” ბოდიშს უხდის მომხმარებელს აღნიშნული შეფერხების გამო.” – ნათქვამია განცხადებაში.

Read More »
სომხეთში საქართველოსგან იაფფასიანი ელექტროენერგიის შეძენას განიხილავენ

დედაქალაქისა და რეგიონების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება

თბილისის რაიონების დიდ ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. როგორც საქართველოს პირველ არხს სს „თელასის“ პრესსამსახურში განუცხადეს, ელექტროენერგია არ მიეწოდება დედაქალაქის აბონენტების დაახლოებით ნახევარს. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ელექტრომომარაგება შეზღუდულია რეგიონების ნაწილშიც. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში გათიშვის მიზეზებზე განმარტება ჯერ არ გაკეთებულა.

Read More »

დირკ ბუშლე – შევთანხმდით, რომ „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით ვაწარმოებთ რისკების შეფასებას, ხოლო რიონის ხეობაში მოხდება პროტესტის მონაწილეების თავისუფალი გადაადგილება

შაბათს ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტის ცენტრის ხელმძღვანელის, დირკ ბუშლეს განცხადებით, „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე მხარეები რამდენიმე საკითხზე შეთანხმდნენ, მათ შორის პროექტის რისკების შეფასებაზე, ხეობაში პროტესტის მონაწილეების თავისუფალ გადაადგილებასა და საქართველოს ენერგოუსაფრთხოების გეგმებზე. „დღეს გაიმართა ძალიან ხანგრძლივი დისკუსია და შეხვედრა, რაც ნამდვილად პროდუქტიული იყო. მოხარული ვარ, რომ მოვახერხეთ დავასთან დაკავშირებული სამი ძირითადი პუნქტის განხილვა. ​ერთ-ერთი მთავარი ელემენტი ეხება თვით „ნამახვანის“ პროექტს. კერძოდ, ჩვენ ...

Read More »
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება

თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 14 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 14 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. სამგორის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 დასახლების III მიკრორაიონის და ილია სუხიშვილის ქუჩის მოსახლეობას. 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III მასივის IV, VI, VII, VIII, IX კვარტლების, ვარკეთილი-3 დასახლების IV მიკრორაიონის, კახეთის გზატკეცილის, შუამთის და კალოუბნის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან ...

Read More »

ილონ მასკმა Tesla-ს ახალი ელექტრომობილი წარადგინა

ელექტრომობილების მწარმოებელმა Tesla-მ ახალი და ყველაზე სწრაფი ელექტრომობილი Model S Plaid-ი წარადგინა. კალიფორნიის ქალაქ ფრიმონტში გამართულ პრეზენტაციას კომპანიის დამფუძნებელი ილონ მასკი უძღვებოდა. Model S Plaid-ის მაქსიმალური სიჩქარეა 320 კმ/სთ, 0-დან 100 კმ/საათამდე აჩქარებისთვის ელექტრომობილს დაახლოებით 2 წამი სჭირდება. ელექტრომობილის სიმძლავრეა 1020 ც.ძ., სრულად დატენილი ელემენტით კი ავტომობილი 640 კილომეტრს გადის. Model S Plaid-ის ფასი 129 900 დოლარი იქნება.

Read More »

„იანვარში ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება დაუშვებელია“ – აფბა

„იანვრის თვეში ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება დაუშვებელია და უკუშედეგს მოიტანს. ბირჟის მენეჯმენტის გათვლა, რომელიც, სამწუხაროდ, უკვე მთავრიბის დადგენილებაშია ასახული და ენერგეტიკული ბირჟის სრულფასოვნად ამოქმედებას 2022 წლის 1 იანვრიდან ითვალისწინებს, არის ნაჩქარევი გადაწყვეტილება და მხოლოდ ახალ პრობლემებს მოიტანს“ – ამის თაობაზე „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი. აფბას განცხადებაში აღნიშნულია ის მიზეზები, რომელთა გამოც ორგანიზაციას დაუშვებლად მიაჩნია ბირჟის იანვარში ...

Read More »