“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის ავარიულად გათიშვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
“დღეს, 14 ივნისს, 14:00 საათზე, ავარიულად გამოირთო 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთი” და ჰიდროელექტროსადგური „ენგურჰესი”, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს. ამ დროისათვის, ქვეყნის ელექტრომომარაგება სრულად არის აღდგენილი.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” ბოდიშს უხდის მომხმარებელს აღნიშნული შეფერხების გამო.” – ნათქვამია განცხადებაში.