ელექტროენერგია

ნათია თურნავა – აშშ-ის დახმარებით ვიწყებთ ხუთწლიან პროგრამას ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფისთვის

გორში, ქარის ელექტროსადგურის ტერიტორიაზე USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა. ხუთწლიან პროექტს „შპს დელოიტ ქონსალთინგი“ აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ახორციელებს. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრის ინფორმაციით, პროექტის ბიუჯეტი 15, 7 მილიონი აშშ დოლარია. მის მთავარ მიზანს წარმოადგენს, საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესება რეფორმების განხორციელებისა და ენერგეტიკული სექტორის მდგრადი განვითარების მიმართულებით, რომელიც ქვეყანას დაეხმარება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულებაში. ...

Read More »

“საქართველოში რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგია 2,8-ჯერ გაიზარდა”

განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, “ინტერ რაოს” ოფიციალური პრესრელიზის მიხედვით, 2021 წლის პირველ ნახევარში ელექტროენერგიის ექსპორტი 10,24 მლრდ კვტ/სთ-მდე გაზარდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე თითქმის ორჯერ მეტია. ‘რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის ყველაზე დიდი მატება ფიქსირდება ფინეთში, სადაც იმპორტი 2,4-ჯერ გაიზარდა, ბალტიის ქვეყნებში, სადაც ეს მაჩვენებელი 2,1-ჯერ არის გაზრდილი და საქართველოში, სადაც იმპორტმა 2,8-ჯერ იმატა, – აღნიშნავს კომპანია. ...

Read More »

ჩრდილოვანი მაინინგი – აფხაზეთში კრიპტოვალუტის გამომუშავების აკრძალვა ქაღალდზე დარჩა

აკრძალვის მიუხედავად, ოკუპირებულ აფხაზეთში ბიტკოინის მაინინგის პროცესმა ძალები უფრო მეტად მოიკრიბა, რასაც რეგიონში ელექტროენერგიის მოხმარების მოცულობის ზრდა ადასტურებს. საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკოს) სტატისტიკით, მიმდინარე წლის ივნისში „ენგურჰესის“ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია 635 მლნ კვტ/სთ შეადგინა. აქედან აფხაზეთმა 206 მლნ კვტ/სთ მოიხმარა, რითაც თბილისის მიერ დენის მოხმარების მონაცემს 20 მლნ კვტ/სთ-ით გადააჭრაბა. ენერგეტიკოსი გია არაბიძე მიზეზად აფხაზეთში მაინინგის გააქტიურებას მიიჩნევს და ...

Read More »

Tesla-ს კვარტალურმა შემოსავალმა 1 მილიარდს პირველად გადააჭარბა

Tesla-მ მეორე კვარტალში უკეთესი მოგება დააფიქსირა, ვიდრე ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ. ელექტრომანქანების გაყიდვებმა $1 მილიარდ წმინდა შემოსავალს მიაღწია, რაც 18 წლის კომპანიისთვის მნიშვნელოვანი ეტაპია. მთლიანი შემოსავალი ელექტრომობილების გაყიდვიდან – 10,21 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს. გასული წლის პანდემიური დახურვებიდან ავტომობილების გაყიდვების აღდგენის შემდეგ, კომპანიის მოგება გასამმაგდა და აქციაზე $1,45-მდე მიაღწია. ამან გადააჭარბა ანალიტიკოსთა შეფასების საშუალო 97 ცენტს. Tesla-მ ზედიზედ მერვე მომგებიანი კვარტალი აღნიშნა. ...

Read More »
"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" ზამთრის სეზონისთვის ემზადება

ივნისში ელექტროენერგიის ექსპორტმა 2020 წლის მთლიან მაჩვენებელს 27%-ით გაუსწრო

ელექტროენერგიის გამომუშავება ივნისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მკვეთრად 32.3%-ით 1.323 მლრ კვტ/სთ-მდე გაიზარდა, რის შედეგადაც ივნისის ექსპორტმა 195 მლნ კვტ/სთ, მთელი 2020 წლის მაჩვენებელს 27%-ით გაუსწრო. გასული წლის იბნისის მსგავსად, წელსაც თბოსადგურებს თითქმის არ უმუშავიათ. ქარის ელექტროსადგურის გამომუშავება 6.6 მლნ კვტ/სთ-დან 7.7 მლნ კვტ/სთ-მდე გაიზარდა, ჰიდროსადგურების კი 993 მლნ კვტ/სთ-დან 1.314 მლრდ კვტ სთ-მდე. ყველაზე მეტად – 75%-ით, 374 ...

Read More »

ბიტკოინის ღირებულებამ $40 000-ს გადააჭარბა

26 ივლისის 23:14 საათისათვის სავაჭრო სესიის დროს ბიტკოინის ღირებულება 17.2%-ით გაიზარდა და 40 233 ათას აშშ დოლარს გადააჭარბა. თუმცა, დღეისათვის ბიტკოინის ღირებულება კვლავ შემცირდა და 37 254.82 აშშ დოლარს შეადგენს. ველაზე მაღალი ბიტკოინის ღირებულება მიმდინარე წლის აპრილში იყო. მან მაქსიმალურ ღირებულებას, 64,829.14 აშშ დოლარს მიაღწია. ბოლო კვირების განმავლობაში ბიტკოინის ფასი აპრილის რეკორდიდან განახევრდა. ციფრულმა ვალუტამ რეკორდულ $65,000-იან ღირებულებას აპრილის შუა რიცხვებში მიაღწია, რაც ელონ ...

Read More »
როგორ დგება ელექტროენერგიის ფასი და რატომ ითხოვს "თელასი" ტარიფის ზრდას?!

დღეიდან ელექტროენერგიის საფასურის გადახდის წესი იცვლება

ეელქტროენერგიის მომხმარებლებს კომუნალური გადასახადის გადახდის წესი ხვალიდან შეეცვლებათ. სწრაფი გადახდისა და ინტერნეტ-ბანკინგის შესაბამის ველებში ელექტროენერგიის მიმწოდებელი ახალი კომპანიები აისახება. “ენერგო-პრო ჯორჯიას” მომხმარებლები გადასახადის გადახდას “ეპ ჯორჯია მიწოდებას” ანგარიშზე შეძლებენ, ხოლო “თელასის” მომხმარებლებმა ელექტროენერგიის საფასური “თელმიკოს” ანგარიშზე უნდა გადაიხადონ. აბონენტის ნომრებში ცვლილება არ შესულა. მომხმარებლები იგივე საიდენტიფიკაციო ნომრით ისარგებლებენ

Read More »

აზერბაიჯანიდან საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი გაიზარდა

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველოში აზერბაიჯანიდან 505 მილიონი კილოვატსაათის ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა. ESCO-ს მიერ მომზადებული ანგრიშის თანახმად, აღნიშნული მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 21.4%-ით აჭარბებს. საერთო ჯამში, საანგარიშო პერიოდში, საქართველოში 1,706,1 მილიონი კილოვატსაათის ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა, საიდანაც 29,6% აზერბაიჯანზე მოდის. საანგარიშო პერიოდში საქართველომ რუსეთიდან 1 039,9 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია შემოიტანა, ხოლო თურქეთიდან 48,2 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია.  

Read More »
ელექტროენერგიის ექსპორტის ნახევარი თურქეთზე მოდის

თბილისის რამდენიმე რაიონს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

დღეს, 27 ივლისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. გლდანის რაიონი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავჭალის გზატკეცილის, თიანეთის გზატკეცილის, გლდანის ხევის დასახლების, დავით სარაჯიშვილის გამზირის, ულიანოვის, ელეფთერ ანდრონიკაშვილის, მიხაკო წერეთელის, მოძვის, ქერჩის, კრუპსკაიას, მორის ფოცხიშვილის, დავით სარაჯიშვილის, ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძის, ჯანაშვილის, კაჭარავას, ჯანჯღავას, იპოლიტოვ-ივანოვის, გმირ კურსანტთა, გელა ჭედიას, ლაზოს, მეგობრობის, გლდანულას და გლდანის ხევის  ქუჩების ...

Read More »
ნავთობიმპორტიორებმა საწვავის ფასი ისევ გააძვირეს

ანალიტიკოსების ინფორმაციით, აშშ-ში ბუნებრივი აირის ფასები იზრდება ადმინისტრაციის წარუმატებელი მცდელობების გამო, შეაჩერონ Nord Stream 2-ის მშენებლობა

ანალიტიკოსების აზრით, შეერთებულ შტატებში ბუნებრივი აირის ფასები იზრდება, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარუმატებელი მცდელობების გამო, შეაჩერონ Nord Stream 2-ის მშენებლობა. Ycharts–ის ექსპერტების ინფორმაციით, ბუნებრივი აირის ფასები წელიწადში 40%–ზე მეტად გაიზარდა, იანვრიდან კი ერთი გალონის (3,78 ლიტრი) ფასი 2,46 დოლარიდან 3,24 დოლარამდე გაიზარდა, რაც იმის მაჩვენებელია, რომ  ბაიდენის მმართველობის პერიოდში, ღირებულება თითქმის 32%–ით არის გაზრდილი. აღინიშნა, რომ ბუნებრივი აირის ფასები იზრდება ...

Read More »