26 ივლისის 23:14 საათისათვის სავაჭრო სესიის დროს ბიტკოინის ღირებულება 17.2%-ით გაიზარდა და 40 233 ათას აშშ დოლარს გადააჭარბა.
თუმცა, დღეისათვის ბიტკოინის ღირებულება კვლავ შემცირდა და 37 254.82 აშშ დოლარს შეადგენს.
ველაზე მაღალი ბიტკოინის ღირებულება მიმდინარე წლის აპრილში იყო. მან მაქსიმალურ ღირებულებას, 64,829.14 აშშ დოლარს მიაღწია.
ბოლო კვირების განმავლობაში ბიტკოინის ფასი აპრილის რეკორდიდან განახევრდა. ციფრულმა ვალუტამ რეკორდულ $65,000-იან ღირებულებას აპრილის შუა რიცხვებში მიაღწია, რაც ელონ მასკის მხრიდან ბიტკოინის ადვოკატირებას უკავშრდება, სანამ მან ბიტკოინის მოპოვების გარემოზე ზემოქმედება გააკრიტიკა.
ამავდროულად, გაერთიანებულ სამეფოში, Binance-ს ფინანსურმა დამკვირვებელმა ქვეყანაში რეგულირებადი ბიზნესის წარმოება აუკრძალა, რაც მარეგულირებლის მიერ დღემდე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია კრიპტო ინდუსტრიაში გლობალური რეგულაციების ფონზე.