ელექტროენერგია

ჰიდროენერგეტიკის გამოწვევები და მისი განვითარების ისტორია

GREDA: საქართველოს ჰიდროენერგიას 50 მლრდ. კვტ.სთ-ის ათვისების პოტენციალი აქვს

საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის ინფორმაციით, ქვეყანას მხოლოდ ჰიდროენერგიის თვალსაზრისით 50 მილიარდი კილოვატ საათის ათვისების პოტენციალი აქვს, თუმცა დღეს მის მხოლოდ 20%-ს იყენებს. როგორც “ბიზნესპარტნიორთან” ორგანიზაციის პროექტების მენეჯერი, მატა გორდეზიანი განმარტავს, განახლებადი ენერგიების რესურსის სრულად ათვისების შემთხვევაში საქართველო ელექტროენერგიის ექსპორტიორ ქვეყნად იქცევა. “საქართველოს განახლებადი ენერგიების მიმართულებით ძალიან დიდი რესურსი აქვს. მხოლოდ ჰიდროენერგიის თვალსაზრისით, რომელიც ასევე ნულოვან დაბინძურებას გულისხმობს, 50 მილიარდი ...

Read More »

რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი 31,6%-ით გაიზარდა

საქართველოში რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი 31,6%-ით გაიზარდა. კერძოდ, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) სტატისტიკის მიხედვით, მარტში რუსეთიდან დენის იმპორტმა 323.858 მლნ კვტ/სთ შეადგინა, მაშინ როცა ამ მაჩვენებელმა თებერვალში – 221.488 მლნ კვტ/სთ, ხოლო იანვარში – 291.493 მლნ კვტ/სთ შეადგინა. აღსანიშნავია, რომ მარტში რუსეთიდან იმპორტირებული 323.858 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიიდან 191.120 მლნ კვტ/სთ დენი აფხაზეთის უზრუნველყოფას მოხმარდა. ამასთან, გასულ თვეში საქართველოში დენის იმპორტი განხორციელდა ...

Read More »

აბრამიშვილი: წყალქვეშა გადამცემი კაბელი საშუალებას მოგვცემს მწვანე ენერგია ევროკავშირს მივაწოდოთ

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დაკვეთითა და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, შავი ზღვის ფსკერზე მაღალი ძაბვის გადამცემი კაბელისა და ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტკაბელის ეკონომიკური დასაბუთებისთვის კვლევა ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაცია მსოფლიო ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. პროექტი საქართველოსა და რუმინეთს შორის მაღალი ძაბვის 1,195 კმ სიგრძისა და 1 გვტ სიმძლავრის კაბელის მშენებლობას ითვალისწინებს. უკვე ჩატარებულია წინასწარი შეფასებები პროექტის როგორც ეკონომიკურ, ისე ტექნიკურ ასპექტებზე, რომელთა შედეგების მიხედვით, მსგავსი ...

Read More »

დავით ნარმანიამ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის კურსის მონაწილეებისთვის ენერგეტიკული ბიზნესის შესახებ ლექცია წაიკითხა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ენერგეტიკისა და წყალმომარაგების რეგულირების კურსის მონაწილეებისთვის ლექცია წაიკითხა.  სემეკის თავმჯდომარის სალექციო თემა ენერგეტიკის ბიზნესს შეეხებოდა, რომლის მოდელიც სპეციალურად კურსის მონაწილეებისთვის შეიქმნა. დავით ნარმანიამ ლექციის ფარგლებში ისაუბრა ენერგეტიკის სექტორზე როგორც ეკონომიკისათვის  ერთ-ერთ წამყვან მიმართულებაზე, მიმოიხილა ენერგეტიკული ბიზნესის სუბიექტები, ყურადღება გაამახვილა ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმირების პროცესზე, სახელმწიფოს როლზე ...

Read More »

ERRA-ს პრეზიდენტსა და სემეკის წევრს, მაია მელიქიძეს უკრაინის მარეგულირებელი კომისია მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

უკრაინის ენერგეტიკისა და კომუნალური მომსახურების სფეროს მარეგულირებელი  ეროვნული კომისია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული  კომისიის წევრს მაია მელიქიძეს ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციის ERRA-ს პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევას ულოცავს და მადლობას უხდის, ასოციაციაში უკრაინისთვის გაწეული დახმარებისათვის. უკრაინის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის წერილში ხაზგასმულია  იმ მხარდაჭერის მნიშვნელობა, რომელიც  მაია მელიქიძის ხელმძღვანელობით ასოციაციამ გამოიჩინა უკრაინის მიმართ. წერილში აღნიშნულია ERRA-ს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამების მნიშვნელობა ...

Read More »

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 15 აპრილს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, ვაკის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება უნივერსიტეტის და ლორთქიფანიძის ქუჩების მოსახლეობას. კრწანისის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება კრწანისის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. დიდუბის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ...

Read More »

ქალაქში QARI-ს ახალი მიკროელექტრო მანქანები გამოჩნდა

ქალაქში Qari-ს ახალი მიკროელექტრო მანქანები გამოჩნდა. “დღეიდან ჩვენი ახალი მიკრო–ელექტრო მანქანები სატესტო რეჟიმში გაეშვა” – წერს კომპანია Qari Electric-ი სოციალურ ქსელში. როგორც ჩანს, საწყის ეტაპზე მანქანები მხოლოდ თბილისში იმოძრავებენ. შეგახსენებთ, რომ Qari Electric-ის ელექტრომოპედების გაზიარების სერვისია. ინფორმაციისთვის, რუსეთ-უკრაინის ომმა შეაფერხა უკრაინის ბაზარზე Qari Electric-ის შეტანაც. კომპანიას ლიცენზია უკვე მოპოვებული ქონდა და ელექტრომოპედების გაზიარების სერვისის გაშვებას მიმდინარე წელს გეგმავდა.

Read More »
აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგებისთვის გაწეული მილიონობით ლარი ჩამოიწრება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 14 აპრილს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, ვაკის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 09:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. გლდანის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გლდანის მასივის VII მიკრორაიონის და ხიზანიშვილის ქუჩის მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის, ...

Read More »

გიორგი ფანგანმა ენერგეტიკის კიბერუსაფრთხოების შესახებ USAID-ის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრმა, გიორგი ფანგანმა მონაწილეობა მიიღო  USAID-ის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაში, რომელიც შეეხებოდა საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში კიბერუსაფრთხოების მმართველობითი მოდელის დანერგვას. გიორგი ფანგანმა სიტყვით მიმართა ღონისძიების მონაწილეებს და ხაზი გაუსვა ენერგეტიკის სექტორისათვის კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობას. „ენერგეტიკის სექტორისათვის კიბერუსაფრთხოების მმართველობითი მოდელის დანერგვა აუცილებელი და მნიშვნელოვანია უსაფრთხო გარემოს შექმნისთვის. სემეკში, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა კიბერუსაფრთხოების პროგრამების დანერგვისა და გაუმჯობესების ...

Read More »

სემეკის წევრი მაია მელიქიძე ERRA-ს მეორე ვადით უხელმძღვანელებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრი მაია მელიქიძე ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციის (ERRA) პრეზიდენტი მეორე ვადით გახდა. ასოციაციის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა გენერალური ასამბლეის სხდომაზე მაია მელიქიძე ასოციაციის ხელმძღვანელად ხმათა უმრავლესობით აირჩიეს. სემეკის მხრიდან სხდომას ესწრებოდნენ სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია და კომისიის წევრი, გოჩა შონია, რომლებმაც  სემეკის სახელით სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს მაია მელიქიძის კანდიდატურას. ასოციაციის წევრებმა დადებითად შეაფასეს ...

Read More »