ნამახვანჰესის სამშენებლო სამუშაოების აღდგენის თხოვნით აქცია გაიმართა სოფელ ჟონეთში. ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ ჰესის აშენება რიონის ხეობის გადარჩენის ერთადერთი გზაა. მათივე ინფორმაციით, საპროტესტო აქციებმა სამუშაო პროცესი შეაჩერა და ასობით ადამიანი პანდემიის დროს უმუშევარი დარჩა. მოსახლეობის თქმით, პროექტის აშენების პარალელურად კომპანია მოაწესრიგებს ინფრასტრუქტურას, განვითარდება ტურიზმი, გაჩნდება სამუშაო ადგილები და სოფლების დაცლის პროცესი შეჩერდება. რიონის ხეობის მოსახლეობა ხელისუფლებას დახმარებას და ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ...
Read More »ელექტროენერგია
ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე ახალი რეგულაციები ამოქმედდება
2021 წელს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე ახალი რეგულაციები ამოქმედდება. კერძოდ, წესების ამოქმედება 1-ლი ივლისიდან იგეგმება. რეგულაციები მოიცავს ერთი დღით ადრე, დღიური, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესებს, რომლითაც ენერგეტიკულ ბირჟაზე ელექტროენერგიით ვაჭრობა დარეგულირდება. წესები ეხება როგორც ელექტროსადგურების მფლობელებს, მსხვილ მომხმარებლებს და ტრეიდერებს, ასევე ელექტროენერგიის მიმწოდებლებს. რეგულაცია გულისხმობს ელექტროენერგიით საათობრივი ვაჭრობის დანერგვასაც, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს, ელექტროენერგია საათობრივი ფასის მიხედვით შეისყიდოს.
Read More »20 იანვრიდან “ენგურჰესი” ჩერდება
20 იანვრიდან “ენგურჰესი” ჩერდება. ამის შესახებ შპს „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან მებონიამ განაცხადა. მისივე თქმით, რეაბილიტაციის პროცესი დაწყებიდან, დაახლოებით, სამ თვეში – აპრილის ბოლოს დასრულდება. საუბარია, საქართველოს უდიდესი ჰიდროელექტროსადგურის დერივაციული გვირაბის 2018-2019 წლებში გადადებულ რეაბილიტაციაზე. გვირაბის სიგრძე 15,5 კილომეტრია, დიამეტრი კი – 9,5 მეტრი. სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობისას გვირაბი დაშრება, რაც იმას ნიშნავს, რომ “ენგურჰესის” ხუთივე აგრეგატი სრულად გაჩერდება. ამ ...
Read More »კრიპტოვალუტის მომპოვებელი ადამიანები საქართველოში
მაინერები ფულის შოვნას უკვე დიდი ხანია რაც მთელ მსოფლიოში ცდილობენ. ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ მაინინგით თვეში საშუალოდ 900 დოლარს გამოიმუშავებდნენ, საქართველოშიც მოიძებნებიან, თუმცა მათი გამოცდილება, ამ ბაზარზე მიმდინარე პროცესები და სპეციალისტების მოსაზრებები მოწმობს, რომ ეს ფულის შოვნის არცთუ ისე ურისკო გზაა. რა არის კრიპტოვალუტა და რა არის მაინინგი? ციფრული ვალუტები ელექტრონული ვაჭრობისთვის გამოიყენება. ისინი საბანკო სისტემის ალტერნატივას ქმნიან. ერთ-ერთი ყველაზე ...
Read More »თურნავა: “გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოს ელექტროენერგიის იმპორტი კორუფციული გარიგებებით ხორციელდება, სრული სიცრუე და ცილისწამებაა”
მიზანმიმართულ დისკრედიტაციად ვაფასებთ ზოგიერთ მედია საშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს საქართველოს ელექტროენერგიის იმპორტი კორუფციული გარიგებებით ხორციელდება და მათი წყალობით იზრდება ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი, რაც სრული სიცრუე და ცილისწამება , – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. „ასევე კატეგორიულად არ ვადასტურებთ ელექტროენერგიის იმპორტის პროცესში ბიზნესმენ უჩა მამაცაშვილის მონაწილეობას. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებ ყველას, რომ თავი შეიკავონ ცილისწამებლური განცხადებებისგან“ ,- ...
Read More »დენის გაზრდილი ტარიფი მცირე ბიზნესს ახალ პრობლემებს უქმნის
2021 წლის 1 იანვრიდან საქართველოში დენი გაძვირდა. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომპანიის გადაწყვეტილებით, ტარიფი გაიზარდა როგორც სამომხმარებლო, ასევე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის. სამომხმარებლო ტარიფი გაიზარდა 3,5 თეთრით, არასაყოფაცხოვრებო კი – 10,8 თეთრიდან 14,6 თეთრამდე. იანვრიდან ელექტროენერგიის გაძვირება რომ დამატებით ფინანსურ ხარჯებს წარმოშობს, ეს უკვე დაზუსტებით იცის კახეთში ერთ-ერთი სწრაფი კვების ობიექტის მფლობელმა, მიხეილ ჩაკვეტაძემ. მან ბიზნესი კორონავირუსის პანდემიის პირობებში დაიწყო, ამიტომ, მისი თქმით, ...
Read More »თურნავა: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს მოცემულობა არცერთმა ოჯახმა არ იგრძნოს
ეკონომიკის მინისტრი ახალ წელს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ეროვნულ სადისპეტჩერო ცენტრს ეწვია და ღამის ცვლაში მომუშავე თანამშრომლებს ახალი წელი მიულოცა. სადისპეტჩერო ცენტრში ნათია თურნავა მართვის ფარის მუშაობას გაეცნო, რომელიც უახლესი ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი და ენერგოსისტემის ოპერატიულ მართვაზეა პასუხისმგებელი. ეროვნულ სადისპეტჩერო ცენტრში 24-საათიანი უწყვეტი მორიგეობაა – ცვლაში მორიგეობს სამი დისპეტჩერი, რომლებიც ახორციელებენ მეზობელი ქვეყნების ელექტროენერგეტიკულ სისტემებთან ოპერატიულ მოლაპარაკებებს; ელექტროსადგურების, ქვესადგურების და მაღალი ...
Read More »„ელექტროენერგიის სუბსიდირების ტენდეცია თუ სამომავლოდ გაგრძელდა, ეს მიგვიყვანს იმ მდგომარეობამდე, რომელიც შევარდნაძეს პერიოდში გვქონდა“
„ელექტროენერგიის სუბსიდირების ტენდეცია თუ სამომავლოდ გაგრძელდა, ეს მიგვიყვანს იმ მდგომარეობამდე, რომელიც შევარდნაძეს პერიოდში გვქონდა“, – განაცხადა ეკონომისტმა აკაკი ცომაიამ მთავრობის მიერ ელექტროენერგიის სუბსიდირების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, გრძელვადიან პერიოდში ელექტროენერგიის სუბსიდირება მის დეფიციტს გამოიწვევს. „ენერგო სექტორის დახმარება და მისი ბიუჯეტზე ჩამოკიდებას თუ სამომავლოდაც გაგრძელდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს დარგი გახდება დეფიციტური და ელექტროენერგიის სექტორი, რომელიც ერთ დროს იყო ეფექტიანი, ...
Read More »სემეკში ბაზრის მონიტორინგის დეპარტამენტი შეიქმნა
აღნიშნულთან დაკავშირებით ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია ინფორმაციას საკუთარ Facebook გვერდზე აქვეყნებს: “კომისიაში ბაზრის მონიტორინგის დეპარტამენტი შეიქმნა. განპირობებულია „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად კომისიის ახალი ფუნქციების განსახორციელებლად, რათა კომისიამ უზრუნველყოს ენერგეტიკულ ბაზარზე ეფექტიანი კონკურენციის არსებობისა და განვითარებისთვის სათანადო პირობების შექმნა, მათ შორის ენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენციის შემზღუდველი ქმედებების დროულად გამოვლენა და აღმოფხვრა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხვენების შესაბამისად. ბაზრის ...
Read More »TOP-20 ინვესტორი, რომელმაც საქართველოში ენერგეტიკაში ფული ჩადო
საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის მესამე კვარტალში საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 23.6%-ით შემცირდა და $302.6 მილიონი დოლარი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 128.3 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 42.4%-ია. მეორე ადგილზე იმყოფება ენერგეტიკის სექტორი – 37.1 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე – დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 36.6 მლნ. აშშ დოლარით. ჯამურად, ...
Read More »