სემეკში ბაზრის მონიტორინგის დეპარტამენტი შეიქმნა

აღნიშნულთან დაკავშირებით ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია ინფორმაციას საკუთარ Facebook გვერდზე აქვეყნებს:

“კომისიაში ბაზრის მონიტორინგის დეპარტამენტი შეიქმნა.

განპირობებულია „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად კომისიის ახალი ფუნქციების განსახორციელებლად, რათა კომისიამ უზრუნველყოს ენერგეტიკულ ბაზარზე ეფექტიანი კონკურენციის არსებობისა და განვითარებისთვის სათანადო პირობების შექმნა, მათ შორის ენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენციის შემზღუდველი ქმედებების დროულად გამოვლენა და აღმოფხვრა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხვენების შესაბამისად.

ბაზრის მონიტორინგის დეპარტამენტის ფუნქციები იქნება:

• ენერგეტიკულ ბაზარზე რეგულირებული საწარმოების საქმიანობის და ანგარიშგების წესების მოთხოვნებთან შესაბამირობის კონტროლი;

• ენერგეტიკული ბაზრებზე კონკურენტული, თავისუფალი, გამჭვირვალე და სამართლიანი ვაჭრობისა პრინციპების დაცვის უზრუნველყოფა;

• ენერგეტიკულ ბაზრებზე კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულების უზრუნველყოფა;

• ინფორმაციის შეგროვება-ანალიზი, ენერგეტიკულ ბაზრებზე გამოვლენილ ტენდენციებსა და ხარვეზებზე რეაგირება და კომპეტენციის ფარგლევბში სხვა ღონისძიებების განხორციელება.

საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის ახალი სტრუქტურისა და სავაჭრო მექანიზმების ამოქმედებასთან ერთად, მნიშვნელოვანია ჩამოყალიბდეს ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგის პრინციპები, მიზნები, ბაზრის ანალიზის მეთოდოლოგიური საფუძვლები და შესაბამისი პროცედურები, რათა უზრუნველყოფილ იქნეს საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობა, ეფექტიანი კონკურეცია და ყველა ბაზრის მონაწილის სამართლიანი ინტერესების დაცვა.

აღნიშნული პროცესი კომისიაში უკვე დაწყებულია, რომელიც ენერგეტიკული ბაზრის მონაწილეების აქტიური ჩართულობით მიმდინარეობს.”

Leave a Reply