ენერგოდეფიციტის შემცირების მიზნით, ირანმა ხუთშაბათს აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტი დაიწყო. აღნიშნულის შესახებ განცხადება, ირანის ენერგეტიკის სამინისტროს სპიკერმა მოსტაფა რაჯაბი მაშჰადმა გააკეთა. მისი სიტყვებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელექტროქსელზე “მოღანის” ელექტროგადამცემი ხაზების მიერთებისთანავე დაიწყო ელექტროენერგიის იმპორტი: ”ამჟამად, ხსენებული გადამცემი ხაზიდან 73 მეგავატი ელექტროენერგია მიეწოდება ირანის შიდა ქსელს.” აღნიშნული გადამცემი ხაზიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა პიკური მოხმარების საათებში შეიძლება 130 მეგავატამდეც გაიზარდოს . ივნისის თვის დასაწყისში ...
Read More »