ელექტროენერგია

ლაშა ხუციშვილი: ზამთარი არ არის საუკეთესო პერიოდი იმისთვის, რათა ენერგეტიკულმა ბირჟამ ფუნქციონირება დაიწყოს

საკმაოდ ღრმა ანალიზის საფუძველზე მიიღო ქვეყანამ გადაწყვეტილება, რომ ზამთარი არ არის საუკეთესო პერიოდი იმისთვის, რათა ენერგეტიკულმა ბირჟამ ფუნქციონირება დაიწყოს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მან განმარტა, თუ რატომ ვერ დაიწყო ფუნქციონირება აღნიშნულმა ბირჟამ. „ენერგეტიკული ბირჟის გადავადება მოხდა, თუმცა, ჩვენი სქემა ითვალისწინებს სწორედ იმას, რომ ენერგეტიკული ბირჟა უნდა არსებობდეს, ღია უნდა იყოს, საბაზრო პრინციპებით ...

Read More »

რუსეთის მიერ განხორციელებული იერიშების გამო, ენერგოდარის მოსახლეობის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

რუსეთის მიერ განხორციელებული იერიშების გამო, ენერგოდარის მოსახლეობის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ინფორმაციას უკრაინული მედია, ენერგოდარის მერზე დაყრდნობით ავრცელებს. „დილა ოკუპანტებმა დაიწყეს პროვოკაციებით. რუსების იერიშების გამო ქალაქის ნაწილიელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი“, – წერს დიმიტრი ორლოვი ტელეგრამში. მერის ინფორმაციით, სპეციალური სამსხურები ენერგოინფრასტრუქტურისთვის მიყენებული ზიანის შეფასებასა და ხარვეზის გამოსწორებაზე მუშაობენ.

Read More »

ლევან დავითაშვილი: უახლოეს დღეებში საქართველოს, აზერბაიჯანის, უნგრეთისა და რუმინეთის წარმომადგენლები ევროკავშირისთვის ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეთანხმებას ხელს მოაწერენ

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში საქართველოს, აზერბაიჯანის, უნგრეთისა და რუმინეთის წარმომადგენლები ევროკავშირისთვის ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეთანხმებას ხელს მოაწერენ. დავითაშვილის თქმით, ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით, მესამე, ტრანზიტული ქვეყნების გავლის გარეშე, საქართველოს ევროკავშირთან პირდაპირ დაკავშირება საქართველოს ინიციატივაა. ამასთან, ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ პროექტი ევროკავშირის მხრიდან უკვე მხარდაჭერილია. „უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა თავად გააკეთა განცხადება, რომ მათ აინტერესებთ ...

Read More »

უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთმა კიევის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო დარტყმა მიიტანა, რამდენიმე რაიონში წყლისა და ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდულია

რუსეთმა კიევის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო დარტყმა მიიტანა. შედეგად, უკრაინის დედაქალაქის რამდენიმე რაიონში წყლისა და დენის მიწოდება შეზღუდულია. ამის შესახებ უკრაინული მედია კიევის მერ ვიტალი კლიჩკოსა და კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროს ალექსეი კულებაზე დაყრდნობით იუწყება. გავრცელებული ცნობით, დღეს დილიდან კიევში ათამდე აფეთქების ხმა გაისმა. მათი ნაწილი დედაქალაქის შემოგარენიდან ისმოდა. მედიის ცნობით, აფეთქებები იყო ასევე ვინიცის, პოლტავის, კიროვოგრადისა და ოდესის ოლქებშიც. უკრაინული მედიის ...

Read More »

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 31 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. საბურთალოს რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ) და სამხედრო გზატკეცილის მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გოთუას, შარტავას და თაბუკაშვილის ქუჩების მოსახლეობას. ჩუღურეთის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), ...

Read More »

კლიჩკო: დედაქალაქს ელექტროენერგია რეგულარულად სავარაუდოდ, 2-3 კვირაში მიეწოდება

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ კიევს ელექტროენერგიის დეფიციტი (20-დან 50%-მდე) ემუქრება. მისივე თქმით, ელექტროენერგიის ნორმალურად მიწოდება შესაძლოა, მალე აღდგეს, თუმცა იმ პირობით, რომ რუსეთი არ გააგრძელებს უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშს. კლიჩკოს თქმით, კიევმა მიიღო საჰაერო თავდაცვის ახალი აღჭურვილობა, რაც აჩენს იმედს, რომ კამიკაძე-დრონებით თავდასხმები აღარ იქნება. რუსეთის ძალების იერიშის შემდეგ, მათ შორის დედაქალაქზე, ელექტროსადგურების 30% დაზიანდა, რის გამოც უკრაინას ...

Read More »

ლევან დავითაშვილი: ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით, ტრანზიტული ქვეყნების გავლის გარეშე, საქართველოს ევროკავშირთან პირდაპირ დაკავშირება სწორედ საქართველოს ინიციატივაა

„ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით, მესამე, ტრანზიტული ქვეყნების გავლის გარეშე, საქართველოს ევროკავშირთან პირდაპირ დაკავშირება სწორედ საქართველოს ინიციატივაა. პროექტმა საკმაოდ დიდი მოწონება და მხარდაჭერა ჰპოვა, ევროკავშირის მხრიდან უკვე მხარდაჭერილია. ესაა პროექტი, რომელსაც რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობა აქვს, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „ქრონიკის“ ეთერში საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ამ პროექტში უკვე სხვადასხვა დაინტერესებული მხარეც ჩაერთო. „ასეთი ...

Read More »
სექტემბერში საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ენერგეტიკისთვის 3 უმნიშვნელოვანეს პროექტს დაასრულებს

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა 235 მლნ ლარის მოგებაზეა

სახელმწიფო ელექტროსისტემა (სსე) 234.8 მლნ ლარის მოგებაზე გავიდა (2021). ფინანსური ანგარიშგებით, 2020 წლის 48 მლნ ლარის ზარალი ჰქონდა. პანდემიის პირველ წელთან შედარებით კომპანიას 23.8%-ით, 45.8 მლნ ლარამდე ეზრდება დაკარგული ელექტროენერგიის თვითღირებულება. კომპანიას 7.5%-ით გაეზარდა აქტივები და 1.5 მლრდ ლარი შეადგინა. სახელმწიფო ელექტროსისტემის 2020 წლის ანგარიშში, კომპანიის კაპიტალი 93 მლნ ლარის ზარალზე იყო, რაც განპირობებული იყო დაგროვილი დეფიციტის 769.9 მლნ ლარის ...

Read More »

უკრაინამ ევროკავშირიდან ელექტროენერგიის იმპორტი პირველად განახორციელა

უკრაინაში ევროკავშირიდან ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა. ამის შესახებ უკრაინული მედია ოფიციალურ ინფორმაციაზედაყრდნობით წერს. უკრაინის ენერგეტიკულმა კომპანიამ, ქვეყნის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ენერგომიმწოდებელმა, სატესტო რეჟიმში სლოვაკეთიდან 1 მეგავატი სიმძლავრის ელექტროენერგია შეიტანა. „ევროპიდან უკრაინაში ელექტროენერგიის იმპორტის ტექნიკური შესაძლებლობა, კიდევ ერთი ინსტრუმენტია ჩვენი ენერგეტიკული სისტემის სტაბილიზაციისთვის“, – აცხადებენ კომპანიაში. 10 ოქტომბრის შემდეგ რუსეთმა 300-ზე მეტი დარტყმა განახორციელა უკრაინის ელექტროსადგურებზე, რამაც დააზიანა ქვეყნის ელექტროსადგურების 30%.

Read More »

„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი”-ს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის დეტალების განხილვის მიზნით, იტალიური საკონსულტაციო კომპანია CESI-ს წარმომადგენლებისა და სსე-ის თანამშრომლების ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველო-რუმინეთის დამაკავშირებელი „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი”-ს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის დეტალების განხილვის მიზნით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა”-ში იტალიური საკონსულტაციო კომპანია CESI-ს წარმომადგენლებისა და სსე-ის თანამშრომლების ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. კომპანია CESI საქართველო-რუმინეთის დამაკავშირებელი წყალქვეშა კაბელის და ციფრული კავშირის მშენებლობის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას ახორციელებს, რომლის შედეგად დადგინდება პროექტის პრაქტიკული განხორციელების შესაძლებლობები და საუკეთესო გზები. საკონსულტაციო კომპანიამ კვლევა 2022 წლის 11 მაისს დაიწყო და ...

Read More »