„ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით, მესამე, ტრანზიტული ქვეყნების გავლის გარეშე, საქართველოს ევროკავშირთან პირდაპირ დაკავშირება სწორედ საქართველოს ინიციატივაა. პროექტმა საკმაოდ დიდი მოწონება და მხარდაჭერა ჰპოვა, ევროკავშირის მხრიდან უკვე მხარდაჭერილია. ესაა პროექტი, რომელსაც რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობა აქვს, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „ქრონიკის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ამ პროექტში უკვე სხვადასხვა დაინტერესებული მხარეც ჩაერთო.
„ასეთი ქვეყანაა აზერბაიჯანი, რომელთანაც ენერგეტიკულ სფეროში, ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს. ათწლეულების წინ დაწყებული პროექტები საქართველოს ენერგოუსაფრთხოებას დღეს ნამდვილად ეხმარება. აზერბაიჯანი თავად გეგმავს, რომ აქცენტები განახლებადი ენერგიის წყაროებზე ექნება. მათი დაინტერესებაა, არა მხოლოდ თავიანთი ეკონომიკისთვის აწარმოონ, არამედ ევროკავშირშიც გაიტანონ ექსპორტზე“, – აცხადებს ლევან დავითაშვილი.