სექტემბერში საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ენერგეტიკისთვის 3 უმნიშვნელოვანეს პროექტს დაასრულებს

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა 235 მლნ ლარის მოგებაზეა

სახელმწიფო ელექტროსისტემა (სსე) 234.8 მლნ ლარის მოგებაზე გავიდა (2021). ფინანსური ანგარიშგებით, 2020 წლის 48 მლნ ლარის ზარალი ჰქონდა.

პანდემიის პირველ წელთან შედარებით კომპანიას 23.8%-ით, 45.8 მლნ ლარამდე ეზრდება დაკარგული ელექტროენერგიის თვითღირებულება.

კომპანიას 7.5%-ით გაეზარდა აქტივები და 1.5 მლრდ ლარი შეადგინა.

სახელმწიფო ელექტროსისტემის 2020 წლის ანგარიშში, კომპანიის კაპიტალი 93 მლნ ლარის ზარალზე იყო, რაც განპირობებული იყო დაგროვილი დეფიციტის 769.9 მლნ ლარის ზარალით. 2021 წელს კომპანიამ დაგროვილი დეფიციტი შეამცირა 30.5%-ით (535.1მლნ ლარამდე), რის შედეგადაც კომპანიის კაპიტალმა 151.6 მლნ ლარს მიაღწია.

2021 წელს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ თანამშრომლების ხელფასებსა და ანაზღაურებაში გადახდილმა თანხამ 33.2 მლნ ლარი შეადგინა, რაც 18.6%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ელექტროენერგიის გადაცემა. 2020 წლის 28 თებერვალს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კომპანიის უშუალო მშობელი კომპანიის სს „საპარტნიორო ფონდის“ აქციები გადაეცა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. ამ გადაწყვეტილებით კომპანიის საბოლოო მფლობელი არის საქართველოს მთავრობა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელით.

კომპანიის დირექტორი გიორგი გიგინეიშვილია.

სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა 2021 2020
შემოსავალი 297.2 181.9
აქტივები 1,490.3 1,386.6
კაპიტალი 151.6 (93)
მოგება/ (ზარალი) 234.8 (47.9)
ხელფასები და ანაზღაურება (33.2) (28)

წყარო: gbc.ge

Leave a Reply