უკრაინაში ევროკავშირიდან ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა. ამის შესახებ უკრაინული მედია ოფიციალურ ინფორმაციაზედაყრდნობით წერს.
უკრაინის ენერგეტიკულმა კომპანიამ, ქვეყნის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ენერგომიმწოდებელმა, სატესტო რეჟიმში სლოვაკეთიდან 1 მეგავატი სიმძლავრის ელექტროენერგია შეიტანა.
„ევროპიდან უკრაინაში ელექტროენერგიის იმპორტის ტექნიკური შესაძლებლობა, კიდევ ერთი ინსტრუმენტია ჩვენი ენერგეტიკული სისტემის სტაბილიზაციისთვის“, – აცხადებენ კომპანიაში.
10 ოქტომბრის შემდეგ რუსეთმა 300-ზე მეტი დარტყმა განახორციელა უკრაინის ელექტროსადგურებზე, რამაც დააზიანა ქვეყნის ელექტროსადგურების 30%.