ელექტროენერგია

დედაქალაქის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ელექტროენერგიის იმპორტი 42%-ით გაიზარდა – მთავარი მომწოდებელი რუსეთია

2021 წლის 11 თვეში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ელექტროენერგიის იმპორტი 41.5%-ით გაიზარდა. ელექტროენერგიის მთავარი მომწოდებელი რუსეთია. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) მონაცემებით, იანვარ-ნოემბერში საქართველომ სულ 1 მლრდ 798 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია იყიდა, საიდანაც დაახლოებით 61.6%, ანუ 1 მლრდ 108 მლნ კვტ.სთ რუსეთზე მოდიოდა. აღსანიშნავია, რომ რუსეთიდან გაზრდილი იმპორტი მათ შორის ოკუპირებული აფხაზეთის გაზრდილ მოხმარებას უკავშირდება. რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიიდან 909 მლნ ...

Read More »

90 წლებიდან გააქტიურდა ჰესების წინააღმდეგ პროპაგანდა, რაც ჰიბრიდული ომის ნაწილია

ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში ენერგოდამოუკიდებლობის კონტექსტში ჰესების მნიშვნელობასა და ქვეყანაში არსებული მწვანე რესურსების მაქსიმალურ გამოყენებაზე ისაუბრა. „არაერთხელ გვითქვამს, რომ ენერგეტიკა ჩვენი ეკონომიკური განვითარების ქვაკუთხედია. ამ დარგში ორი სტრატეგიული ამოცანა გვაქვს – პირველი ეს არის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცება საკუთარი მწვანე რესურსის მაქსიმალური გამოყენების გზით, ხოლო მეორეა, უწყვეტად უზრუნველვყოთ ჩვენი მოსახლეობა ბუნებრივი აირით. ამ ამოცანების გადაწყვეტისას ჩვენი მთავრობები ისტორიულად ...

Read More »
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება

ელექტროენერგიის წარმოება შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 2020 წელს, წინა წელთან შედარებით, 5.9 პროცენტით შემცირდა და 11 159.8 მილიონი კილოვატსაათი შეადგინა. საქსტატის ცნობით, ელექტროენერგიის წარმოების შემცირება ძირითადად განპირობებული იყო (მშრალი) კლიმატური პირობებით და შემცირებული წყალმოდინებით. ენერგორესურსების მოხმარების სტრუქტურაში 38.5 პროცენტი მოდის ბუნებრივ გაზზე. შედარებით მაღალი წილით ხასიათდება აგრეთვე ნავთობპროდუქტები (29.3 პროცენტი) და ელექტროენერგია (22.0 პროცენტი). წლის განმავლობაში ...

Read More »

“2022 წელს მოსალოდნელია 10 ახალი ჰესის ექსპლუატაციაში შესვლა”

2022 წელს გაგრძელდება ახალი პროექტები ენერგეტიკის სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის: მოსალოდნელია 10 ახალი ჰიდროელექტროსადგურის ექსპლუატაციაში შესვლა – დაახლოებით 30 მგვტ დადგმული სიმძლავრით; ეს არის 120 მლნ ლარზე მეტის ინვესტიცია, – Report.ge-ის ცნობით, ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. „ასევე იგეგმება ახალი კომბინირებული ციკლის თბოსადგურის მშენებლობის დაწყება. დასრულდება კვლევა და გადავალთ პილოტირებაზე უახლესი ტექნოლოგიის მწვანე წყალბადის გამოყენების მიმართულებით. ...

Read More »

დღეს, თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 17 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. საბურთალოს რაიონი – 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის და ინტენსიფიკაციის ქუჩის მოსახლეობას. სამგორის რაიონი – 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორხევის დასახლების მოსახლეობას. გლდანის რაიონი – 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II მიკრორაიონის, გლდანის ხევის ...

Read More »
როგორ დგება ელექტროენერგიის ფასი და რატომ ითხოვს "თელასი" ტარიფის ზრდას?!

ელექტროენერგიის გადახდის ვადები იცვლება

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიის გადახდის ვადები იცვლება. კომპანია თელმიკოში აცხადებენ, რომ მოსახლეობა ელექტროენერგიის ქვითარს ყოველი მომდევნო თვის პირველ რიცხვებში მიიღებს. ხოლო კომპანია თელასი მრიცხველებს ყოველი თვის ბოლო ოთხი დღის განმავლობაში წაიკითხავს. მოსახლეობას ელექტროენერგიის გადასახადის გადახდა ქვითრის მომზადებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში შეეძლებათ. გარდა ამისა, მათივე ცნობით, პენსიონერები, სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახები გადახდის საშეღავათო პერიოდით ისარგებლებენ. პენსიონრები ...

Read More »
„ენგურჰესი” ჩამქრალი ენერგოსისტემის აღდგენას შეძლებს

შესაძლოა, 5-6 დღეში ენგურჰესი გაჩერდეს

დაახლოებით ექვს დღეში ენგურჰესი შესაძლოა გაჩერდეს. როგორც ენგურჰესის გენერალურმა დირექტორმა ლევან მებონიამ „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადა, თუ აფხაზური მხარე ელექტროენერგიის მოხმარებას არ შეამცირებს, ენგურჰესი გაჩერდება. მისი განმარტებით, პრობლემა არასაკმარის წყლის რესურსს უკავშირდება. „ამ დროისათვის აფხაზური მხარის მოხმარება 400 მეგავატია. 5-6 დღის შემდეგ, როდესაც წყალსაცავი თავის რესურსს ამოწურავს, ენგურჰესი 80-100 მეგავატზე მეტის მიწოდებას ვერ შეძლებს. მოკლედ, აფხაზური მხარე ან შეზღუდავს მოხმარებას, ან ...

Read More »
"ენგურჰესზე" ქართველი და აფხაზი ენერგეტიკოსების შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ენერგომომარაგება – კრიზისის საფრთხე ქვეყნისთვის

ოკუპირებულ აფხაზეთსა და საქართველოს სხვა რეგიონებს შორის ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტრო ენერგიის 40/60 თანაფარდობით განაწილება წლის ბოლომდე უნდა აღდგეს. ელექტროენერგიის ამ სქემით განაწილების ზეპირი შეთანხმება, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, მუდმივად ირღვეოდა და ენგურჰესის გამომუშავების დიდი ნაწილი აფხაზეთს ეხმარდებოდა. ენგურჰესის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან მებონია იმედოვნებს, რომ „ამჯერად ჩვენი წილი ელექტროენერგიის დროულად წამოღება მოხერხდება.“ თუ შეთანხმება ამჯერადაც დაირღვა, საქართველოს იმპორტის გაზრდა მოუწევს, რადგან ენერგოდეფიციტი გარდაუვალი იქნება. 40/60 – „ჯენტლმენური შეთანხმება” ქართულ და აფხაზურ მხარეებს ...

Read More »
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება პირველ კვარტალში 1.8%-ით გაიზარდა

თბილისის რამდენიმე რაიონს დღს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 16 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, ვაშლიჯვრის დასახლების, აღმაშენებლის ხეივნის, დიდგორის, გოგიშვილის, სარაჯიშვილის, ემხვარის, კვანტალიანის და გოძიაშილის ქუჩების მოსახლეობას. 12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლვოვის, კანდელაკის, ტაშკენტის, ცხინვალის, ლევანდოვსკის, გამრეკელის, ლომონოსოვის, ბუდაპეშტის, ონიაშვილის, გელოვანის და გაგარინის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 18:00 საათამდე ...

Read More »
ელექტროენერგიის ფასები საქართველოსა და თურქეთში

ენერგეტიკის განვითარების ყველა გზა ჩიხში შევიდა

ენერგოსექტორის განვითარებაში დიდი კრიზისი და შეფერხებაა. უმთავრესი მიზეზი მოსახლეობის მწვავე პროტესტია. სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას აზრით, მოსახლეობას მარტივ და გასაგებ ენაზე უნდა ავუხსნათ, რა გველოდება იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში გენერაციის ახალი ობიექტები არ აშენდება. საუბარია, როგორც ჰიდრო, ისე მზის და ქარის ენერგიების ათვისებაზე. „მოსახლეობის ინფორმირებულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ამაზე ყველა დაინტერესებულ მხარესთან, დონორებთან დაგვჭირდება მუშაობა, რომ მოვიზიდოთ დამატებითი რესურსები, რათა რაც შეიძლება მეტი ...

Read More »