სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 2020 წელს, წინა წელთან შედარებით, 5.9 პროცენტით შემცირდა და 11 159.8 მილიონი კილოვატსაათი შეადგინა.
საქსტატის ცნობით, ელექტროენერგიის წარმოების შემცირება ძირითადად განპირობებული იყო (მშრალი) კლიმატური პირობებით და შემცირებული წყალმოდინებით.
ენერგორესურსების მოხმარების სტრუქტურაში 38.5 პროცენტი მოდის ბუნებრივ გაზზე. შედარებით მაღალი წილით ხასიათდება აგრეთვე ნავთობპროდუქტები (29.3 პროცენტი) და ელექტროენერგია (22.0 პროცენტი). წლის განმავლობაში მოხმარებული ენერგიის 5.1 პროცენტს შეადგენს ბიოსაწვავი და ნარჩენები, ხოლო დარჩენილი 5.1 პროცენტი მოდის ქვანახშირზე და გეოთერმულ ენერგიაზე.