საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება პირველ კვარტალში 1.8%-ით გაიზარდა

თბილისის რამდენიმე რაიონს დღს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 16 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, ვაშლიჯვრის დასახლების, აღმაშენებლის ხეივნის, დიდგორის, გოგიშვილის, სარაჯიშვილის, ემხვარის, კვანტალიანის და გოძიაშილის ქუჩების მოსახლეობას. 12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლვოვის, კანდელაკის, ტაშკენტის, ცხინვალის, ლევანდოვსკის, გამრეკელის, ლომონოსოვის, ბუდაპეშტის, ონიაშვილის, გელოვანის და გაგარინის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, დემეტრე თავდადებულის, შალვა ახალციხელის, მეფე არჩილის, სანდრო მირიანაშვილის და ნიკოლოზ სვანიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭირნახულის,  ჯავახეთის და თვალჭრელიძის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

ისნის რაიონი – 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ) და სულაქველიძის ქუჩის მოსახლეობას.

გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შეშელიძის, ჯანჯღავას და კაჭარავას ქუჩების მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“,- აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.

Leave a Reply