ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიის გადახდის ვადები იცვლება. კომპანია თელმიკოში აცხადებენ, რომ მოსახლეობა ელექტროენერგიის ქვითარს ყოველი მომდევნო თვის პირველ რიცხვებში მიიღებს. ხოლო კომპანია თელასი მრიცხველებს ყოველი თვის ბოლო ოთხი დღის განმავლობაში წაიკითხავს.
მოსახლეობას ელექტროენერგიის გადასახადის გადახდა ქვითრის მომზადებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში შეეძლებათ. გარდა ამისა, მათივე ცნობით, პენსიონერები, სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახები გადახდის საშეღავათო პერიოდით ისარგებლებენ. პენსიონრები ელექტროენერგიის საფასურის დაფარვას ყოველის თვის 16 რიცხვამდე, ხოლო სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახები ყოველი თვის 22 რიცხვამდე შეძლებენ.