ელექტროენერგია

როგორ იქცა საქართველო ბიტკოინების სამოთხედ

რამდენიმე დღის წინ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ წლიდან წლამდე იზრდება იმპორტირებული ელექტროენერგია და პროგნოზების მიხედვით ყოველ წელს მინიმუმ 100 მეგავატის სიმძლავრის ჰესი მაინც უნდა შენდებოდეს. მაშინ, როცა ქვეყნის მოსახლეობა ყოველწლიურად იკლებს, რატომ მოვიხმართ საქართველოში უფრო და უფრო მეტ ელექტროენერგიას, რომელსაც უცხოეთში ვყიდულობთ, თანაც საკმაოდ ძვირად და რატომ უძვირდება დენი მოსახლეობას? იმ შემთხვევაშიც კი, როცა ქვეყანაში მოსახლეობის რაოდენობა იკლებს, შეიძლება ელექტროენერგიის ...

Read More »

„არ არის აუცილებელი, მაინცდამაინც მინისტრები პასუხობდნენ კითხვებს“

ეკონიმიკის მინისტრმა ნათია თურნავამ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „რეალურ სივრცეის“ ეთერში განმარტება გააკეთა, თუ რატომ დატოვეს მინისტრებმა ქუთაისში ნამახვანჰესზე გამართული შეხვედრა განცხადებებისა და მედიასთან გაკეთებული კომენტარის შემდეგ. თურნავას განცხადებით, მინისტრები ქუთაისში ჩავიდნენ კონკრეტული შეთავაზებებითა და ჩაიყვანეს სპეციალისტები, რომლებსაც შეეძლოთ დაინტერესებული მხარეებისთვის, აქტივისტების კითხვებზე პასუხი გაეცათ. ნათია თურნავას განცხადებით, მას თავიდანვე დაგეგმილი ჰქონდა, რომ უფრო მეტი ხნით ის არ დარჩებოდა შეხვედრაზე. „ის ...

Read More »

სემეკში ღია კარის დღე გაიმართა

მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) ღია კარის დღე გაიმართა. სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, კომისიის წევრები და ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი მოქალაქეებს შეხვდნენ, მოისმინეს მათი შეფასება კომუნალური კომპანიების მიერ გაწეულ მომსახურებებზე. სემეკში ყოველკვირეულად ტარდება საჯარო სხდომები, სადაც სხვა საკითხებთან ერთად კომისია განიხილავს მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებულ დავებს. სადავო საკითხები, ძირითადად, ...

Read More »
პროექტი „ჯვარი-ხორგა“ ელექტროსისტემის ავტონომიურობას გაზრდის

“აზერბაიჯანული ელექტროენერგიის იმპორტი კონკურენტული ფასების გამო ყველაზე ხელსაყრელია”

მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში ელექტროენერგიის იმპორტი მკვეთრად გაიზარდა და 700 მილიონ კილოვატსაათს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ იმპორტის მკვეთრი მატება, ძირითადად ენგურჰესის გაჩერებამ განაპირობა. “ესკოს” (სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი) მონაცემებით, ელექტროენერგიის ძირითადი მომწოდებლები აზერბაიჯანი და რუსეთი არიან, – ამის საკითხზე ანდრია გვიდიანი საუბრობს. ეკონომისტი მიიჩნევს, რომ ელექტროენერგიის შესყიდვა ფასების გამო აზერბაიჯანიდან გაცილებით ხელსაყრელია. „ელექტროენერგიის იმპორტის თვალსაზრისით, აზერბაიჯანული ელექტროენერგიის შესყიდვა სხვა მომწოდებლებთან შედარებით, ...

Read More »

“მზად ვართ, „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით დიალოგი და დისკუსია გავაგრძელოთ”

მზად ვართ, „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით გავაგრძელოთ დიალოგი და დისკუსია, განსაკუთრებით იმ ოთხი გადაწყვეტილების ირგვლივ, რასაც ჩვენ მივაღწიეთ კომპანიასთან, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა. მან განმარტება გააკეთა გუშინ ქუთაისში გუშინ დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით, სადაც, როგორც ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, სამუშაო ფორმატში ექსპერტებისა და კონკრეტული მიმართულების სპეციალისტების ჩართულობით „ნამახვანჰესის“ ხელშეკრულების დეტალური განხილვა უნდა მომხდარიყო, თუმცა ოპონენტების გადაწყვეტილებით ...

Read More »

შუახევი ჰესზე იყო ზედამხედველობის პრობლემა, ვფიქრობთ, ნამახვანჰესზე სხვანაირად ავაწყოთ

ნათია თურნავამ საქართველოში არსებულ იმ ჰესებთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელსაც ექსპლუატაციის პროცესში პრობლემა შეექმნა. მინისტრის თქმით, შუახევი ჰესთან დაკავშირებით შეიქმნა ზედამხედველობის პრობლემა, რის გამოსწორებასაც სამინისტრო ნამახვანჰესის შემთხვევაში გეგმავს. „რაც შეეხება შუახევს, რაც შეეხება სხვა რამდენიმე ჰესის შემთხვევას, ავარიები, რა თქმა უნდა, ყველგან ხდება. არ არის აუცილებელი, რომ ეს ჰიდროსადგურზე მოხდეს, თბოსადგურზე, მაგალითად, შეგახსენებთ მე-10 ბლოკის აფეთქება და ა.შ. ეს არასდროს არ ...

Read More »

ნათია თურნავა: ზემო ნამახვანის კვლევებში მოსახლეობას აქტიურად ჩავრთავთ

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ზემო ნამახვან ჰესის პროექტირება-შესწავლაში ადგილობრივი მოსახლეობა და მათთვის სანდო ექსპერტები ჩაერთვებიან. ამასთან, მისი თქმით, პროექტის განმახორციელებელ კომპანიას მოსთხოვენ, რომ ადგილობრივი მოსახლეობა გადაამზადონ და მაღალანაზღაურებად პოზიციებზე დაასაქმონ. „მოსახლეობას პირობა მივეცით, რომ მეტი ჩართულობა იქნება ზემო ნამახვანის პროექტირება-შესწავლაში, მათი სანდო ექსპერტები ჩაერთვებიან. ზემო ნამახვანზე ჯერჯერობით ნებართვა გაცემული არ არის. კვლევები ახლა მიმდინარეობს. ქვემო ნამახვანს თუ რაიმე კომუნიკაცია ...

Read More »

ქუთაისში ნამახვანჰესების კასკადის მოწინააღმდეგეების აქცია გაიმართა

გუშინ ნამახვანჰესების კასკადის მოწინააღმდეგეების აქცია გაიმართა ქუთაისში, სადაც ცენტრალურ მოედანზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა. აქციის მონაწილეები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩავიდნენ. აქციაში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ასევე უფლებადამცველები მონაწილეობენ. აქციას მონიტორინგს სახალხო დამცველი წარმომადგენლები უწევენ. „ჩვენ თავიდან ხუთი ადამიანი ვიყავით და დღეს ვდგავართ ათასობით ადამიანი, რადგან ჩვენ დავდექით სიმართლის მხარეს და სიმართლემ გაზარდა ჩვენი რაოდენობა. რაც უნდა ძლიერი იყოს მტერი, რომელიც გვიპირისპირდება, აუცილებლად სიმართლით ...

Read More »

ნათია თურნავა – „ნამახვანჰესი“ არის ჩვენი და ჩვენი მომავალი თაობების საერთო სიკეთე

„ნამახვანჰესი“ არ არის პროექტი, რომელიც ეკუთვნის ერთ რომელიმე კომპანიას. მიუხედავად იმისა, რომ ჰესს უცხოელი ინვესტორი აშენებს, ეს არის ქართული პროექტი, საქართველოს კუთვნილი ენერგეტიკული ობიექტი, ჩვენი და ჩვენი მომავალი თაობების საერთო სიკეთე, რომელსაც ყველა ერთად შევქმნით, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ „ნამახვანჰესის“ პროექტის შესახებ ოთხი ახალი ინიციატივის დაანონსების დროს განაცხადა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. ნათია თურნავას ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მიერ ჰესის ...

Read More »

ნათია თურნავა: კომუნიკაციას აუცილებლად გავაგრძელებთ შემდეგი კვირიდან

რადგანაც არსებობს ინფორმაცია, რომელთაგან ზოგი არაფერს ეფუძნება, მაგრამ არის შფოთი, კაშხლის მშენებლობას ვაჩერებთ, ვიწვევთ ქართველ სპეციალისტებს. მოდი, ჩვენი ადგილობრივი ძალები, მათ შორის, დამოუკიდებელი ექსპერტები ვინც აპროტესტებს, ჩავრთოთ, შევამოწმოთ კლიმატის, მეწყერის, სეისმოლოგიის მიმართულებით და მხოლოდ ამის შემდეგ შევუდგეთ კაშხლის მშენებლობას, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა. მინისტრის თქმით, ...

Read More »