ელექტროენერგია

ეთერიუმის ღირებულება 2,100 დოლარს გასცდა

ეთერიუმი პარასკევს 6.2%-ით გაიზარდა და შაბათს რეკორდულ 2,144 დოლარს მიაღწია. წელს ეთერიუმის ღირებულება თითქმის გასამმაგდა. Bloomberg Galaxy Crypto Index– მა  კი პარასკევს დაახლოებით 3%-იანი ზრდა დააფიქსირა. გასულ კვირას Visa-მ განაცხადა, რომ მისი საგადახდო ქსელი  USD Coin-ს გამოიყენებს  ეთერიუმის გადახდების უზრუნველსაყოფად, რამაც ციფრული აქტივის მიმართ ოპტიმიზმის ზრდას ასევე შეუწყო ხელი. კონსტანტინე ანისიმოვი, კრიპტოვალუტის ბირჟის CEX.IO-ს აღმასრულებელი დირექტორი ვარაუდობს, რომ ამ ტენდენციის ფონზე, ეთერიუმმა უახლოეს ...

Read More »

რამდენად მომგებიანია კრიპტოვალუტების „ოჯახური მაინინგი“?

2021 წლის დასაწყისში კრიპტოვალუტების მკვეთრი გაძვირების ფონზე მაინინგისადმი ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა. მათ შორის ეს სახლის პირობებში მუშაობას ეხება. ექსპერტების თქმით, „ოჯახური ფერმის“ შექმნა შესაძლოა მსხვილ ცენტრებზე მომგებიანი აღმოჩნდეს, რადგანაც კაპიტალურ დანახარჯებს არ მოითხოვს. საშუალოდ, სახლში გახსნილი საწარმო მოგებაზე უკვე 6-8 თვეში გავა. დღეისთვის ამ ბიზნესში მცირე მეწარმეების წილი საკმაოდ დაბალია. 50 მეგავატის სიმძლავრის ერთი დატა-ცენტრი 5-10 ათას ოჯახურ ფერმას უდრის. ყველა ...

Read More »

საქართველოში პლასტმასის ნერჩენების გადამუშავებაზე 15-მდე საწარმო მუშაობს

დღესდღეობით საქართველოში პლასტმასის გადამუშავებაზე 15-მდე საწარმო მუშაობს, თუმცა ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალს არაერთი უცხოური კომპანია განიხილავს. მაგალითად, 2020 წლის ივლისში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განაცხადა, რომ ჩინელი ინვესტორები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან ხობში აპირებენ პლასტმასის გადამამუშავებელი მექანიკური ქარხნის გადმოტანას (ამ ინვესტორებმა 2020 წლის 20 იანვარს დაარეგისტრირეს შპს გლობალ რესაიკლინგი). ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის განმარტებით, თუ ეს საწარმოები მოახერხებენ ადგილობრივად წარმოებული ნარჩენებით სრული დატვირთვით ...

Read More »

ბიტკოინი უფრო სტაბილური ხდება

JPMorgan Chase-ის თანახმად, ბიტკოინის არასტაბილურობის ბოლოდროინდელმა კლებამ, შესაძლოა, კრიპტოვალუტის მიმართ ფინანსური ინსტიტუციების ინტერესის გაზარდოს. ”ბიტკოინის არასტაბილურობის ნორმალიზაციის სავარაუდო ნიშნები გამამხნევებელია. ჩვენი აზრით, ამ წერტილიდან ბიტკოინის არასტაბილურობის პოტენციური ნორმალიზაცია ხელს შეუწყობს მის მიმართ ინტერესის ზრდას”,- წერენ ბანკის სტრატეგისტები ანგარიშში. კრიპტოვალუტების სამ თვიანი მერყეობა თებერვალში 90%-დან 86%-მდე შემცირდა. ექვსთვიანი საზომი ამ ეტაპზე სტაბილურია და დაახლოებით 73% -ს შეადგენს. არასტაბილურობის კლებასთან ერთად კი, შესაძლოა ...

Read More »

გუშინ ნამახვანჰესის აშენების მოწინააღმდეგეებმა აქცია გამართეს

ნამახვანჰესის აშენების მოწინააღმდეგეებმა სოფელ გუმათში აქცია გამართეს. ისინი მოითხოვდენ, სავალი გზის ნაწილის განთავისუფლებას, რომელიც სამართალდამცველებს ორივე მხრიდან ჰქონდათ ჩაკეტილი და ავტომანქანებს გადაადგილების საშუალებას არ ეძლევდნენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, მათ სურდათ, რომ მოსახლეობას შეძლებოდა კარვებამდე გადაადგილება. ადგილზე მობილიზებული იყო დიდი რაოდენობით სამართალდამცველი. ასევე – წყლის ჭავლის მანქანა და სპეციალური დანიშნულების რაზმი. აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განმარტება სთხოვა პოლიციის სამმართველოს ხელმძღვანელს, თუ რატომა იყო ...

Read More »

მერაბ ლომინაძე: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხეობის თითოეულმა მცხოვრებმა იგრძნოს ის სიკეთე, რომელსაც ეს ჰესი მოუტანს

დარწმუნებული ვარ, რომ იმ ადამიანებთან, ვისაც კითხვის ნიშნები აქვს პროექტისა და მისი მნიშვნელობის მიმართ, შევძლებთ საერთო ენის გამონახვას და შემდეგ უკვე საერთო მიზნების დასახვას და შესრულებას, – ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ პროექტის დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ განაცხადა. მისივე თქმით, „ნამახვანის“ პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია არამხოლოდ წყალტუბოს მუნიციპალიტეტისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. „დღეს არის პირველი დღე, როდესაც მე, როგორც გუნდის ახალი წევრი, ვუერთდები ჩემს თანამშრომლებს ...

Read More »

„ენკას“ ახალი დირექტორი: კაშხლისა და ძირითადი ობიექტების მშენებლობა არ დაიწყება მანამ, სანამ არ მოხდება კვლევების ვერიფიკაცია

„ჩვენ, ამ ეტაპზე, ვახორციელებთ მხოლოდ მოსამზადებელ სამუშაოებს. ძირითადი ობიექტების მშენებლობა, რომელთა მიმართაც არსებობს კითხვები – იქნება იქნება კაშხლის ტანი თუ სხვა, არ დაიწყება მანამ, სანამ არ მოხდება ჩვენს ხელთ არსებული კვლევების ვერიფიკაცია“, – განაცხადა ნამახვანი ჰესის ინვესტორი ნორვეგიულ-თურქული კომპანიის „ენკა რინიუებზის“ ახალმა დირექტორმა მერაბ ლომინაძემ ჟურნალისტებთან საუბარისას. დღეს ის, როგორც კომპანიის მენეჯერი, მოვალეობის შესრულებას შეუდგა. „დღეს ჩემთვის განსაკუთრებული დღეა. როგორც ...

Read More »

ENKA-მ სამუშაოები განაახლა

ნამახვანჰესის ინვესტორმა კომპნიამ ENKA-მ სამუშაოები განაახლა. მოსახლეობა სამუშაოების განახლებას აპროტესტებს და საპროექტო ტერიროტიაზე იკრიბება. მობილიზებულია პოლიციაც. დღეს სოფელში ENKA-ს ახალი დირექტორი მერაბ ლომინაძე ჩავიდა. ლომინაძემ მოსახლეობას უთხრა, რომ მოსამზადებელი სამუშაოები განახლდებოდა. რაც შეეხება ძირითად ობიექტებს, კერძოდ კაშხალსა და წყალსაცავს, მისი თქმით, მათი მშენებლობა მაშინ დაიწყება, როდესაც მოხდება არსებული კვლევების ვერიფიკაცია.

Read More »
საქართველოს დიდი ენერგოეფექტური რესურსი გააჩნია

საქართველო წლების განმავლობაში მზარდ ენერგოდეფიციტს განიცდის

ენერგეტიკოსების განმარტებით, საქართველო წლების განმავლობაში მზარდ ენერგოდეფიციტს განიცდის, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა ელექტროენერგიის მოთხოვნას საკუთარი რესურსებით (ქვეყნის შიგნით მოქმედი გენერაციის წყაროებით) ვერ იკმაყოფილებს და იმპორტს საჭიროებს. საბჭოთა პერიოდში საქართველო დღევანდელთან შედარებით, მეტ ელექტროენერგიას მოიხმარდა, მაგრამ ამ მოთხოვნას როგორც შიდა გენერაციით (ჰესები და თბოსადგურები), ისე იმპორტით იკმაყოფილებდა. მაშინ ფაქტობრივად, ქვეყანა რუსეთთან ერთიან სისტემაში მუშაობდა და შესაბამისად, დეფიციტს რუსეთიდან იმპორტით ივსებდა. “საქართველო მდიდარია განახლებადი ...

Read More »

„ენკას“ ახალი დირექტორი: ნებისმიერ დროს ვარ მზად, შევხვდე ადგილობრივებს და ყველა კითხვას ვუპასუხო

ნებისმიერ დროს ვარ მზად, შევხვდე ადგილობრივებს და ყველა კითხვას ვუპასუხო. ყველას მოვუწოდებ, დისკუსიები დიალოგის ფორმატში გავმართოთ, პროფესიულად, ყოველგვარი სპეკულაციის გარეშე, – ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ პროექტის დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ განაცხადა. „ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ დაველაპარაკებით ყველა მხარეს. მე ვაღიარებ, რომ იყო კომუნიკაციის ნაკლებობა და ამისთვის ვართ აქ შეკრებილები. მედიამ უნდა შეასრულოს მხარეებს შორის ხიდის ფუნქცია. ნებისმიერ დროს ვარ მზად, შევხვდე ადგილობრივებს ...

Read More »