გუშინ ნამახვანჰესის აშენების მოწინააღმდეგეებმა აქცია გამართეს

ნამახვანჰესის აშენების მოწინააღმდეგეებმა სოფელ გუმათში აქცია გამართეს. ისინი მოითხოვდენ, სავალი გზის ნაწილის განთავისუფლებას, რომელიც სამართალდამცველებს ორივე მხრიდან ჰქონდათ ჩაკეტილი და ავტომანქანებს გადაადგილების საშუალებას არ ეძლევდნენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, მათ სურდათ, რომ მოსახლეობას შეძლებოდა კარვებამდე გადაადგილება.

ადგილზე მობილიზებული იყო დიდი რაოდენობით სამართალდამცველი. ასევე – წყლის ჭავლის მანქანა და სპეციალური დანიშნულების რაზმი.

აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განმარტება სთხოვა პოლიციის სამმართველოს ხელმძღვანელს, თუ რატომა იყო გზა ჩაკეტილი, რის საპასუხოდაც, სულხან თამაზაშვილმა განუმარტა, რომ ამის მიზეზი მოქალაქეთა დიდი რაოოდენობა და ესკალაციის საფრთხე იყო. მისივე განმარტებით, გზა კანონის შესაბამისად, უსაფრთხოებიდან გამომდინარე გადაიკეტა.

Leave a Reply