„ენკას“ ახალი დირექტორი: ნებისმიერ დროს ვარ მზად, შევხვდე ადგილობრივებს და ყველა კითხვას ვუპასუხო

ნებისმიერ დროს ვარ მზად, შევხვდე ადგილობრივებს და ყველა კითხვას ვუპასუხო. ყველას მოვუწოდებ, დისკუსიები დიალოგის ფორმატში გავმართოთ, პროფესიულად, ყოველგვარი სპეკულაციის გარეშე, – ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ პროექტის დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ განაცხადა.

„ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ დაველაპარაკებით ყველა მხარეს. მე ვაღიარებ, რომ იყო კომუნიკაციის ნაკლებობა და ამისთვის ვართ აქ შეკრებილები. მედიამ უნდა შეასრულოს მხარეებს შორის ხიდის ფუნქცია. ნებისმიერ დროს ვარ მზად, შევხვდე ადგილობრივებს და ყველა კითხვას ვუპასუხო. ყველას მოვუწოდებ, დისკუსიები დიალოგის ფორმატში გავმართოთ, პროფესიულად, ყოველგვარი სპეკულაციის გარეშე. პირველ რიგში უნდა ვიყოთ ჩვენი ქვეყნისადმი ლოიალურები და ვისწრაფოდეთ დამოუკიდებლობისკენ. ჩვენ ამ ეტაპზე მოსამზადებელ სამუშაოებს ვატარებთ. ძირითადი სამუშაოები, რომლის მიმართაც არსებობს კითხვები, არ დაიწყება, სანამ ჩვენ ხელთ არსებული კვლევები არ იქნება ვერიფიცირებული“, – განაცხადა ლომინაძემ.

Leave a Reply