ელექტროენერგია

კახა კალაძე: ნენსკრაჰესი ქვეყნის ენერგეტიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია

კახა კალაძე: ნენსკრაჰესი ქვეყნის ენერგეტიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია

რამოდენიმე კვირის წინ ხელი მოეწერა ნენსკაჰესის საიმპლემენტაციო ხელშეკრულებას, რომელიც სვანეთში მდინარე ნენსკრაზე უნდა აშენდეს. ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, ნენსკრას ჰიდროელექტროსადგური ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ენერგოსექტორისთვის. „რაც შეეხება ნენსკრა ჰესს, გეტყვით, რომ აღნიშნული სადგური ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის განვითარებისთვის და ზოგადად ეკონომიკის განვითარებისთვის.“ კალაძის განცხადებით ნენსკრას პროექტი, ასევ, ძალიან მნიშვნელოვანია დასაქმების კუთხითაც. „ხაზგასასმელია ის, რომ აღნიშნული კომპანია 1 ...

Read More »
საქართველოში დენის გრაფიკების დრო აღარასდროს დაბრუნდება

კახა კალაძე: საქართველოში დენის გრაფიკების დრო აღარასდროს დაბრუნდება

ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, გარკვეული დაჯგუფებები მიზანმიმართულად ავრცელებენ დეზინფორმაციას, რომ ზამთარში საქართველოში ელექტროენერგია არ იქნება და მოსახლეობას ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდება. „მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს დრო საქართველოში აღარასდროს დაბრუნდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ. კითხვაზე, შეგიძლიათ დარწმუნებით გვითხრათ, რომ ზამთარში გრაფიკი არ გვექნება, კალაძემ აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით არანაირი პრობლემა არ არსებობს. „სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ამ მიმართულებით არანაირი პრობლემა არ ...

Read More »
ტყიბულის ქვანახშირის თბოსადგურს ჩინური კომპანია “Dongfang Electric” ააშენებს

ტყიბულის ქვანახშირის თბოსადგურს ჩინური კომპანია “Dongfang Electric” ააშენებს

ტყიბულის 150 მეგავატიანი თბოელექტროსადგურის მშენებლობაში ერთ-ერთი უმსხვილესი ჩინური კორპორაცია “Dongfang Electric”-ი ერთვება- შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და კორპორაციის გენერალურ დირექტორს სი ზეფუსა შორის დალიანში დღეს გაიმართა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსთვის თბოელექტროსადგურის პროექტის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების ხარისხის გაზრდას, ადგილობრივი ნახშირმომპოვებელი ინდუსტრიის განვითარებას და ელექტროენერგიის საექსპორტო პოტენციალის ზრდას. პროექტი, რომელსაც “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი” “Dongfang Electric”-ის დაფინანსებით განახორციელებს, ითვალისწინებს ტყიბულის ...

Read More »
"გარდაბნის თბოსადგურზე" ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია გაიცა

“გარდაბნის თბოსადგურზე” ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია გაიცა

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 7 სექტემბრის საჯარო სხდომაზე შპს „გარდაბნის თბოსადგურზე “ ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია გასცა. ლიცენზიის შესაბამისად, თბოსადგურმა უნდა განახორციელოს ელექტროენერგიის წარმოების საქმიანობა და მიაწოდოს ელექტროენერგია კვალიფიციურ სუბიექტებს „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად. გარდაბანში მდებარე ახალი თბოსადგური ექსპლუატაციაში 2015 წლის აგვისტოში შევიდა. მისი დადგმული სიმძლავრე 231.2 მგვტ-ია, ხოლო ექსპლუატაციის ვადა – 25 წელი. აირი-ორთქლის კომბინირებული ციკლის ტიპის ...

Read More »

ირინა მილორავა: თბილისელები დენის გაზრდილ ტარიფს ოქტომბრიდან გადაიხდიან

სემეკის გადაწყვეტილებით თბილისის მოსახლეობა გაზრდილ ტარიფს ოქტომბრიდან გადაიხდის საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის ირინა მილორავას განცხადებით, ტარიფების ზრდა გარდაუვალი იყო. როგორც მან კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ელექტროენერგიის შესყიდვის საფასური თითქმის 5 თეთრზე მეტით გაიზარდა, შესაბამისად, ეს კომპანია „თელასის“ ტარიფში აუცილებლად უნდა ასახულიყო, სხვა შემთხვევაში „თელასი“ ელექტროენერგიის შესყიდვას უბრალოდ ვერ შეძლებდა. მისივე თქმით, დღეს კომისიამ პრაქტიკულად ...

Read More »
ხუდონჰესის გამომუშავებული ენერგია მთელი წელი საქართველოში დარჩება

ხუდონჰესის გამომუშავებული ენერგია მთელი წელი საქართველოში დარჩება

ხუდონჰესის პროექტთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის შენიშვნები არსებობს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შენიშვნა იყო ის, რომ ინვესტორ კომპანიას გამომუშავებული ენერგიის საქართველოში დატოვების მხოლოდ 3 თვიანი ვალდებულება ჰქონდა. თუმცა ცვლილებების პაკეტის საფუძველზე ივნესტორი იღებს ვალდებულებას, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გამომუშავებული ენერგიის საქართველოს ენეერგეტიკაში დატოვებას გულისხმობს “ხუდონჰესის” პროექტში ცვლილება შედის. თუ ინვესტორი აქამდე ვალდებული იყო, გამომუშავებული ელექტროენერგია 3 თვის განმავლობაში საქართველოში დაეტოვებინა, ცვლილების შემდეგ მოუწევს, ...

Read More »
ანდრია გვიდიანი: თელასის ტარიფის ზრდა თბილისში დენზე გრაფიკებს გამორიცხავს

ანდრია გვიდიანი: თელასის ტარიფის ზრდა თბილისში დენზე გრაფიკებს გამორიცხავს

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – „აფბა“ ეხმაურება თბილისში ელექტროენერგიის ტარიფის კორექტირების საკითხს. „აფბაში“ მიიჩნევენ, რომ თელასისთვის სამომხმარებლო ტარიფის ზრდა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე გარდაუვალი აუცილებლობით იყო გამოწვეული. თბოსადგურებისთვის გენერაციის ტარიფის ზრდამ ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიებისთვის ბუნებრივია, დღის წესრიგში დააყენა დენის სამომხმარებლო ტარიფის გადახედვის საკითხი. თავის მხრივ, თბოსადგურების გამომუშავებული ელექტროენერგიის ფასის ზრდა კი ბოლო დროს ლარის მიმართ დოლარის გამყარებამ გამოიწვია. თბოსადგურებს ბუნებრივი ...

Read More »
თბილისის მოსახლეობას დენის ტარიფი გაეზარდა

თბილისის მოსახლეობას დენის ტარიფი გაეზარდა

ლარის გაუფასურების გამო ივლისის თვეში თბოსადგურებს ელექტროენერგიის გენერაციის ტარიფი გაეზარდათ. ამ მოვლენამ რა თქმა უნდა, ჯაჭვური რეაქცია გამოიწვია, რაც შემდგომში, ბუნებრივია დენის სამომხმარებლო ტარიფზეც აისახა. პირველ რიგში დენის სამომხმარებლო ტარიფი 3,95 თეთრით გაეზარდა “ენერგოპრო ჯორჯიას” ქსელში მიერთებულ რეგიონის მოსახლეობას. შემდგომ კი ჯერი თბილისზე დადგა და თელასმა მარეგულირებელ კომისიას ტარიფის კორექტირების მოთხოვნით მიმართა. კომისიამ აგვისტოს თვეში განიხილა თელასის ტარიფში შემავალი ყველა კომპონენტი ...

Read More »
მარიამ ვალიშვილი: თბილისში ელექტროენერგიაზე სუბსიდირების აუცილებლობა დადგება

მარიამ ვალიშვილი: თბილისში ელექტროენერგიაზე სუბსიდირების აუცილებლობა დადგება

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი ფიქრობს, რომ თბილისში ელექტროენერგიაზე სუბსიდირების აუცილებლობა დადგება. ამის შესახებ მარიამ ვალიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას სუბსიდირების რა მონახაზზეა საუბარი თბილისთან დაკავშირებით, იმ შემთხვევაში თუ ტარიფი გაიზრდება. “როგორც თქვენთვის ცნობილია, მიმდინარეობს სემეკ-ის სხდომა. საბოლოო შედეგი ჩემთვისაც უცნობია, თუმცა გარკვეული კომპონენტების დეტალური განხილვა ამ კვირების განმავლობაში მიდიოდა და ბუნებრივია, წარმოდგენა გვაქვს თუ რაზე შეიძლება იყოს საუბარი. ...

Read More »
რევაზ არველაძე: სავარაუდოდ, თბილისში ტარიფი 4-5 თეთრით მოიმატებს

რევაზ არველაძე: სავარაუდოდ, თბილისში ტარიფი 4-5 თეთრით მოიმატებს

სემეკ-მა “თელასს” დენის შესყიდვის ფასად 11,173 თეთრი უკვე განუსაზღვრა, რაც ადრინდელზე თითქმის 6 თეთრით მეტია. ეს კი ნიშნავს, რომ თბილისში დენის სამომხმარე­ბლო ტარიფიც აუცილებლად გაიზრდება და სპეციალისტების გათვლებით, მატება 4-5 თეთრის ფარგლებში იქნება. ლარის გაუფასურების შემდეგ ენერგოკომპანიებმა სემეკ-ს ტარიფის გადახედვის მოთხოვნით რამდენიმე თვის წინ მიმართეს. 1-ლი აგვისტოდან, “ენერგო-პროს” მოთხოვნის საფუძველზე, ელექტროენერგია რეგიონებში 3,95 თეთრით გაძვირდა. უფრო ადრე, თე­ბერვალში,­ ტარიფის გაზრდა ...

Read More »