ნავთობპროდუქტები

ნავთობის ფასის სამომავლო ტენდენციები ბუნდოვანია

ნავთობისა და ბუნებრივი აირის უდიდესი კომპანიები მსოფლიოში

პანდემიის დროს მოთხოვნის ფაქტობრივად არარსებობის გამო ნავთობისა და ბუნებრივი აირის ინდუსტრია მნიშვნელოვნად დაზარალდა. ენერგიის მოხმარების მაჩვენებელი გლობალურად 4.5%-ით დაეცა 2019 წელთან შედარებით. ნავთობზე მოთხოვნა კი 9%-ით შემცირდა. მეტიც, 2020 წლის აპრილში იყო შემთხვევა, როდესაც WTI-ის ნავთობის ფიუჩერსების ფასი ნულსაც ჩამოსცდა, რაც 1983 წლის შემდეგ ყველაზე დიდი ყოველდღიური ვარდნა იყო. სფეროს ექსპერტები ამ პერიოდში ვარაუდობდნენ, რომ აღნიშნული ტენდენცია 2021 წელსაც გაგრძელდებოდა, ...

Read More »

ნოვაკი: “OPEC +”-მა 4 ნოემბრის შეხვედრაზე უცვლელი უნდა დატოვოს ნავთობის მოპოვების ზრდის ადრე მიღებული გეგმა

4 ნოემბერს დაგეგმილ ყოველთვიურ შეხვედრაზე “OPEC +”-ის ქვეყნების მინისტრებმა უცვლელი უნდა დატოვონ ნავთობის მოპოვების ზრდის ადრინდელი გადაწყვეტილება, განაცხადა  რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა. “OPEC+”-ის ქვეყნებმა ივლისის თვეში მიიღეს გადაწყვეტილება 2021 წლის აგვისტოს თვიდან ნავთობის მოპოვების ზრდის დაჩქარებასთან დაკავშირებით 400 ათასი ბარელით/დღე-ღამეში  ყოველთვიურად. ამავდროულად მინისტრები შეთანხმდნენ ყოველთვე შეკრებაზე, რათა გადაწყვეტილებები მოარგონ ბაზრის ვითარებას, მაგრამ ეცადონ გაანეიტრალონ შეზღუდვების მთელი მოცულობა 9.7 მილიონი ბარელის ოდენობით ...

Read More »
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების იმპორტზე აქციზის მოხსნასთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის

საწვავის ფასების მიმოხილვა ევროპის ქვეყნებში

ბოლო ორი კვირის განმავლობაში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი გაიზარდა 0,04  ხოლო  A-98 მარკის ბენზინის საშუალო ფასი გაიზარდა  – 0,03 ევროთი/ლიტრაზე, ასევე გაიზარდა დიზელის საწვავი – 0,04 ევროთი/ლიტრაზე. ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი გახლავთ ნიდერლანდებში, შვედეთში და ფინეთში. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს. 27 ოქტომბრის მდგომარეობით ნიდერლანდებში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის 27 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  84,58 (- 1,82)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  82,66 (- 1,99)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
ირანმა ევროპაში ნავთობის ექსპორტი აღადგინა

ირანის თქმით, ბენზინგასამართ სადგურებში შეფერხებები კიბერთავდასხმის შედეგია

ირანში ბენზინგასამართ სადგურებში ფართო მასშტაბით აღინიშნა შეფერხებები, რაც, სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, კიბერთავდასხმის შედეგი იყო. ტელევიზიას მოჰყავს ირანის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენლის სიტყვები იმის თაობაზე, რომ 26 ოქტომბერს თავდასხმა განხორციელდა ნავთობის გამანაწილებელ კომპიუტერულ სისტემაზე. შეფერხების შედეგად ბენზინგასამართ სადგურებთან მანქანების გრძელი რიგები გაჩნდა, ზოგიერთი კი დაიხურა. მანამდე სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ ინციდენტი „ტექნიკური პრობლემის“ შედეგი ...

Read More »

საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრის მიიჩნევს, რომ აშშ-მა უნდა შეზღუდოს საწვავის ექსპორტი და არ მოუწოდოს “OPEC +”-ს ნავთობის მოპოვების გაზრდისკენ

აშშ-ში ბენზინზე მაღალი ფასები გამოწვეულია შიდა პრობლემებით, ნავთობის იმპორტის ზრდა მათ მოგვარებას არ შეუწყობს ხელს, განაცხადა საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა, პრინცმა აბდულაზიზ ბენ სალმანმა Bloomberg-თან ინტერვიუში, რითაც პასუხობს აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ბრალდებას ენერგომატარებლებზე ფასის ზრდაში. იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. “მირჩევნია ამაზე რეაგირება არ მოვახდინო. მაგრამ, როგორც ჩემი საქმის მცოდნეს, საქმე მაქვს ტექნიკურ საქმეებთან. ბენზინზე ფასები მაღალია, რადგან მისი შერევა ...

Read More »

აზერბაიჯანიდან დიზელის საწვავის იმპორტი იზრდება

მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის თვეების განმავლობაში საქართველომ აზერბაიჯანიდან ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი გაზარდა. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში, აზერბაიჯანიდან საქართველოში  168,5 ათასი ტონა საწვავი შემოვიდა. წინა წელთან შედარებით აზერბაიჯანიდან ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ზრდამ  19,7% შეადგინა. ამასთან, ქვეყნისთვის დიზელის საწვავის ყველაზე დიდი მომწოდებელი აზერბაიჯანი გახდათ. აზერბაიჯანის წილი საქართველოს მთელი დიზელის საწვავის იმპორტში 41,2%-ს შეადგენს.

Read More »
რუსეთისა და საუდის არაბეთის შეთანხმების შედეგად ნავთობი გაძვირდა

სად არის “შავი ოქროს” ყველაზე დიდი მარაგი

საუდის არაბეთი მეორე ქვეყანაა მსოფლიოში ნავთობის დადასტურებული მარაგებიით. მის ტერიტორიაზეა 267,1 მლრდ. ბარელი, რაც მსოფლიო მარაგების 17, 2%- ს შეადგენს. ამ დროისთვის მსოფლიოში ნავთობის დადასტურებული მარაგი 1,5 ტრლნ.ბარელს შეადგენს. საუდის არაბეთის ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყნის ტერიტორიაზე ნავთობის მოპოვების პოტენციალი 2020 წელს 0, 003%, ანუ, 9 მლნ. ბარელით გაიზარდა. მთელი ამ ნავთობის მხოლოდ ნაწილია დღეს აქტიური მოპოვების პროცესში. საუდის არაბეთზე მოდის ...

Read More »

Goldman Sachs: 2021 წლის ბოლოსთვის Brent ტიპის ნავთობის ფასმა შესაძლოა 90 დოლარს გადააჭარბოს

ამერიკული საინვესტიციო ბანკი Goldman Sachs მიიჩნევს, რომ ნავთობზე მსოფლიო მოთხოვნილების აქტიური აღდგენის ფონზე Brent მარკის ნავთობის ფასმა შესაძლოა გადააჭარბოს 90 დოლარს/ბარელზე. იუწყება  “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბანკის აზრით, ნავთობზე მოთხოვნილება მალე მიაღწევს პანდემიამდელ ოდენობას და კვლავ გახდება 100 მილიონი ბარელი/დღე-ღამეში. გარდა ამისა, მწარმოებელი კომპანიების გადასვლამ გაზიდან ნავთობზე შესაძლოა გაზარდოს მოთხოვნილება მინიმუმ 1 მილიონი ბარელით/დღე-ღამეში. „ეს არ არის ჩვენი საბაზისო სცენარი, მაგრამ ...

Read More »

ნათია თურნავამ იაპონურ ენერგოკომპანიასთან TEPCO Renewable Power სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ იაპონიის მსხვილი ენერგეტიკული კომპანიის TEPCO Renewable Power (TEPCO RP) მაღალი რანგის მენეჯმენტის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლის დროსაც იაპონური კომპანიის საქართველოში საქმიანობის გაფართოებისა და სხვა ენერგეტიკულ ობიექტებში შესაძლო ინვესტირების საკითხი განიხილეს. ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ TEPCO Renewable Power – ი უკვე ფლობს 31,4 პროცენტიან წილს დარიალი ჰესში. ეს აქტივობა TEPCO RP – ს ...

Read More »