ამერიკული საინვესტიციო ბანკი Goldman Sachs მიიჩნევს, რომ ნავთობზე მსოფლიო მოთხოვნილების აქტიური აღდგენის ფონზე Brent მარკის ნავთობის ფასმა შესაძლოა გადააჭარბოს 90 დოლარს/ბარელზე. იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.
ბანკის აზრით, ნავთობზე მოთხოვნილება მალე მიაღწევს პანდემიამდელ ოდენობას და კვლავ გახდება 100 მილიონი ბარელი/დღე-ღამეში. გარდა ამისა, მწარმოებელი კომპანიების გადასვლამ გაზიდან ნავთობზე შესაძლოა გაზარდოს მოთხოვნილება მინიმუმ 1 მილიონი ბარელით/დღე-ღამეში.
„ეს არ არის ჩვენი საბაზისო სცენარი, მაგრამ ასეთი ვითარების შენარჩუნება აღმავალ რისკებს შეიცავს ჩვენი პროგნოზისთვის, რომლის მიხედვითაც წლის ბოლოსთვის Brent მარკის ნაავთობის ფასი მიაღწევს 90 დოლარს/ბარელზე “, – განაცხადეს ბანკის ანალიტიკოსებმა.
ადრე საინვესტიციო ბანკის ანალიტიკოსები აღნიშნავდნენ, რომ ნავთობი შეიძლება გაიზარდოს 90 დოლარამდე/ბარელზე, თუ მოახლოებული ზამთარი ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ჩვეულებრივთან შედარებით ცივი იქნება.