ნავთობპროდუქტები

ხანძარმა კანადაში ნავთობი გააძვირა

კანადა არის პირველი ქვეყანა, რომელიც რუსულ ნავთობზე უარს ამბობს

კანადა დიდი შვიდეულის პირველი ქვეყანაა, რომელიც რუსეთისგან ნედლი ნავთობის იმპორტს აკრძალავს. ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრიუდომ განაცხადა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. მისი თქმით, ნავთობის ინდუსტრიას დიდი სარგებელი მოაქვს პრეზიდენტ პუტინისა და მისი ოლიგარქებისთვის. „აღნიშნულ ინდუსტრიაზე რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის შემოსავლის მესამედზე მეტი მოდის. მიუხედავად იმისა, რომ კანადას ბოლო წლებში იმპორტირებული აქვს ძალიან მცირე რაოდენობა. ეს გადაწყვეტილება არის ძლიერი გზავნილი. ის, ვისაც კავშირი ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი 100 დოლარიან ნიშნულს ჩამოსცდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 7,11 აშშ დოლარით შემცირდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 97,93 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »
ნორვეგიელი მუშების გაფიცვამ ნავთობის ფასი გაზარდა

რუსეთს ნორვეგიის $1,3 ტრილიონიანი ნავთობის ფონდიც ტოვებს

ნორვეგიის $1,3 ტრილიონი ნავთობის ფონდი რუსულ ინვესტიციებს გაყიდის. აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინის მხარდაჭერის ფართო პაკეტის ნაწილია, რომელიც ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გაჰრ შტორემ გამოაცხადა. პრემიერის განცხადებით, ნორვეგიის ცენტრალური ბანკი დაუყოვნებლივ გაყინავს ყველა ახალ ინვესტიციას რუსეთში და რუსული აქტივების გაყიდვას დაიწყებს. Bloomberg-ის თანახმად, ფონდი 2020 წლის ბოლოს რუსეთში $3,3 მილიარდის აქციებსა და ობლიგაციებს ფლობდა. ამასთან, ნორვეგიამ განაცხადა, რომ სანქციები მოახდენს რუსეთს ფინანსურ იზოლაციას „ცენტრალურ ბანკზე დარტყმით და ...

Read More »
ახალგორიდან მილსადენის გატანის დამუშავებული პროექტი არსებობს

BP და Equinor „როსნეფტიდან“ გადიან

ნორვეგიული ნავთობისა და გაზის კომპანიის Equinor-ის (ყოფილი Statoil-ის) დირექტორთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება რუსეთში ერთობლივი საწარმოებიდან გასვლისა და იქ ახალი ინვესტიციების შეჩერების შესახებ. ამის შესახებ კომპანიის განცხადებაში არის ნათქვამი, რასაც რუსული მედია ავრცელებს. „რუსეთში Equinor-ის მონაწილეობით ერთობლივი საწარმოებიდან გასვლის პროცესი დაიწყო,“ – აცხადებენ ნორვეგიელები. Equinor რუსეთში 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ოპერირებს. 2021 წლის ბოლოსთვის კომპანიის გრძელვადიანი აქტივები ქვეყანაში 1,2 მლრდ ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2022 წლის 25 თებერვლის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემციირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 97,93 (- 1,15)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  91,59  (- 1,22)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ლიზ ტრასი რუსეთის ენერგომატარებლებზე წვდომის შეზღუდვას მოითხოვს

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა კვირას განაცხადა, რომ „დიდი შვიდეულის“ შეხვედრაზე მოითხოვს რუსეთის წინააღმდეგ ზომების გამკაცრებას, კერძოდ, მისი გაზისა და ნავთობის მარაგებზე წვდომის შეზღუდვას. „საქმე ამით არ სრულდება,“ უთხრა ტრასმა Times Radio-ს. „დღეს ‘დიდ შვიდეულში’ პარტნიორებს ვხვდები და შეხვედრაზე მოვითხოვ, გავამკაცროთ რუსეთის წინააღმდეგ ზომები, მათ შორის – რუსეთის ნავთობსა და გაზზე წვდომა,“ თქვა ტრასმა. იგულისხმება რუსეთიდან ენერგომატარებლების იმპორტზე ...

Read More »

ბრიტანეთის მთავრობამ BP-ის „როსნეფტში“ წილის გაყიდვა მოთხოვა

BP ბრიტანელი პოლიტიკოსების ზეწოლის ქვეშ არის, რომ რუსულ ენერგეტიკულ ჯგუფ „როსნეფტში“თავისი წილი გაყიდოს და მასთან კავშირი გაწყვიტოს. ამის შესახებ The Financial Times წერს. გაერთიანებული სამეფოს ბიზნესის დეპარტამენტის მდივანმა, კვასი კვარტენგმა BP-ის აღმასრულებელი დირექტორი, ბერნარდ ლუნი ე.წ. კრიზისულ თათბირზე მას შემდეგ დაიბარა, რაც კომპანიას ოპოზიციონერმა დეპუტატებმა „როსნეფტის“ წილის გაყიდვა მოთხოვეს. ბიზნესმდივანმა „როსნეფტში“ BP-ის ჩართულობით შეშფოთება გამოთქვა და ბერნარდ ლუნის მოსთხოვა, გაემართა ...

Read More »

საფრანგეთი უკრაინას თავდაცვით აღჭურვილობასთან ერთად საწვავის მარაგს გაუგზავნის

საფრანგეთი უკრაინას თავდაცვით აღჭურვილობასთან ერთად საწვავის მარაგს უგზავნის, რათა მხარი დაუჭიროს ქვეყანას რუსეთის შემოჭრის წინააღმდეგ, – აღნიშნულია ელისეს სასახლის განცხადებაში, რომელიც ეროვნული თავდაცვის საბჭოს შეხვედრის შემდეგ გავრცელდა. განცხადებაში დამატებითი დეტალები თავდაცვითი აღჭურვილობის შესახებ მითითებული არ არის, თუმცა წყარომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს შეიძლება მოიცავდეს ტანკსაწინააღმდეგო იარაღს. ეროვნული თავდაცვის საბჭო ასევე დასთანხმდა რუსების ფინანსური აქტივების გაყინვას და გამოაცხადა ზომები „რუსული მედიის პროპაგანდის ...

Read More »

უკრაინა რუსულ ნავთობზე გლობალური ემბარგოს დაწესებას ითხოვს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი მსოფლიოს მოუწოდებს, შეწყვიტოს რუსული ნავთობის ყიდვა. “მსოფლიოსგან მოვითხოვ, მთლიანად მოახდინოს რუსეთის იზოლაცია, განდევნოს ელჩები, დაწესდეს ნავთობის ემბარგო, გაანადგუროს მისი ეკონომიკა. შეაჩერეთ რუსი ომის დამნაშავეები!”, – წერს დმიტრო კულება Twitter-ზე. ჯერჯერობით დასავლეთის სანქციები რუსეთის ენერგეტიკულ სექტორს არ შეხებია.

Read More »

ჩინეთმა რუსეთისგან ნავთობის შესყიდვა შეაჩერა, რუსულ ნავთობზე ფასი რეკორდულად ეცემა

ჩინეთის ნავთობტრეიდერებმა, რომლებიც რუსული ნავთობის ყველაზე მსხვილი შემსყიდველები არიან, რუსული ნავთობის შესყიდვა შეაჩერეს. ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს. აღნიშნულის მიზეზი რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შედეგად ამოქმედებული დასავლური ფინანსურ-ეკონომიკური სანქციებია. შემსყიდველები, რომლებიც რუსულ ნავთობს აღმოსავლეთის პორტებში ყიდულობდნენ, აცხადებენ, რომ სანამ სანქციების მოქმედებას ნათელი არ მოეფინება, აჩერებენ ნავთობის შესყიდვას. მათივე განცხადებით, შიშობენ, რომ რუსული ნავთობის შესყიდვის შემთხვევაში, თავადაც არ მოხვდნენ სანქციების სიაში. რუსული ...

Read More »