ერაყი ზეწოლას განიცდიდა ნავთობის მოპოვების გაზრდის მიზნითე OPEC-ის შეთანხმებების მიღმა. ერაყის ნავთობის მინისტრის ი.ა.ჯაბარის ტელეარხ Al Arabiya-სთან მიცემულ ინტერვიუზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. მინისტრმა არ დაასახელა მხარე, რომელიც ერაყისგან ნავთობის მოპოვების გაზრდას ცდილობდა. ასევე მინისტრს არ დაუკონკრეტებია, თუ როდის გაიმართა ეს მოლაპარაკებები. ამავდროულად ჯაბარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ OPEC მზად არის უზრუნველყოს ნედლი ნავთობის მიწოდება ნებისმიერი დეფიციტის ასანაზღაურებლად.
Read More »