ნავთობპროდუქტები

ერაყის ნავთობის მინისტრი აცხადებს ქვეყანაზე ნავთობის მოპოვების გაზრდის მიზნით ზეწოლის შესახებ

ერაყი ზეწოლას განიცდიდა ნავთობის მოპოვების გაზრდის მიზნითე OPEC-ის შეთანხმებების მიღმა. ერაყის ნავთობის მინისტრის ი.ა.ჯაბარის ტელეარხ Al Arabiya-სთან მიცემულ ინტერვიუზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. მინისტრმა არ დაასახელა მხარე, რომელიც ერაყისგან ნავთობის მოპოვების გაზრდას ცდილობდა. ასევე მინისტრს არ დაუკონკრეტებია, თუ როდის გაიმართა ეს მოლაპარაკებები. ამავდროულად ჯაბარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ OPEC მზად არის უზრუნველყოს ნედლი ნავთობის მიწოდება ნებისმიერი დეფიციტის ასანაზღაურებლად.

Read More »

ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ რუსეთის ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულებას დაასრულებს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ რუსეთის ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულებას დაასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც ჯონსონმა ბრიტანეთის პარლამენტს განუცხადა, ქვეყნის მთავრობის პრიორიტეტები გრძელვადიანი უნდა იყოს, რადგან დიდი ბრიტანეთი ხვდება რუსეთის აგრესიის ეკონომიკურ ბიძგებს. მისივე თქმით, მთავრობის მხარდაჭერა გაჭირვებული ოჯახებისთვის ხელს შეუწყობს „პუტინის ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულების შეწყვეტას და გრძელვადიან პერსპექტივაში ენერგო იაფი იქნება“. ბორის ჯონსონი პირობას დებს, რომ ...

Read More »

მაღალი ფასის მიუხედავად, საქართველოში საწვავის იმპორტი და მოხმარება მატულობს

ნავთობპროდუქტების იმპორტი და მოხმარება იზრდება. 2022 წლის იანვარ-მარტი ამ მხრივ პოზიტიური აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ფასები რეკორდულად მაღალია, ადგილობრივ ბაზარზე საწვავის იმპორტი და მოხმარება მატულობს, რასაც აღმავალი ტრენდი აქვს და ეკონომიკურ სტაბილურობაზე მეტყველებს. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირშის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-მარტის  განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 257,2 ათასი ტონა, რაც 4,2 ათასი ტონით, ანუ 1,7%-ით მეტია გასული წლის ...

Read More »

ლიბიამ უმსხვილეს ნავთობსაბადოზე ფორს-მაჟორული მდგომარეობა გამოაცხადა

ლიბიამ გამოაცხადა ფორს-მაჟორი უმსხვილეს ნავთობსაბადოზე საწვავის მოპოვების შეჩერების გამო, ამ ვითარებას წინ უძღოდა საპროტესტო აქციები. ქვეყნის ნაციონალური ნავთობკორპორაცია NOC-ის განცხადებაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. „პიროვნებათა ჯგუფმა ზეწოლა მოახდინა ალ-შარარას ნავთობსაბადოზე მუშებზე, რამაც აიძულა ისინი თანდათან შეეწყვიტათ მოპოვება და შეუძლებელი გახადა NOC-ს სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულება. შესაბამისად, NOC ვალდებულია გამოაცხადოს ფორს-მაჟორი ალ-შარარას ნავთობსაბადოზე შემდგომ ცნობამდე“, – ნათქვამია განცხადებაში. ლიბიის ნავთობისა და ...

Read More »

საწვავის იმპორტში გადახდილი ფული იანვარ-მარტში 72%-ით გაიზარდა

იანვარ-მარტში საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 72%-ით ძვირი, $245 მლნ დაუჯდა, ეს მაშინ როცა, უშუალოდ იმპორტირებული საწვავის მოცულობა მხოლოდ 1.7%-ით 257 ათას ტონამდე გაიზარდა, საიდანაც 135 ათასი ტონა ბენზინი იყო და 122 ათასი ტონა დიზელი. იმპორტის 27% – 69.4 ათასი ტონა რუმინეთიდან განხორციელდა, 20.9% – 53.7 ათასი ტონა რუსეთიდან, 20.8% – 53.5 ათასი ტონა ბულგარეთიდან, 15.7% – ...

Read More »

აუცილებელი არ არის რუსულ ნავთობზე სანქციები ბლაგვი ინსტრუმენტი იყოს – მოსაზრება

წამყვანი გლობალური დემოკრატიები უკრაინაში რუსული ძალების მიერ ჩადენილი სისასტიკის მიმართ აღშფოთებას გამოხატავენ. თუმცა, ამავდროულად მოსკოვს ასობით მილიარდ დოლარს უხდიან, რომელიც ქვეყანამ შესაძლოა სამხედრო ძალისხმევაზე დახარჯოს. Bloomberg Economics-ის შეფასებით, გაზრდილი ფასების გამო, რუსეთი 2022 წელს ენერგორესურსების გაყიდვიდან $320 მილიარდს მიიღებს, რაც გასულ წელთან შედარებით მესამედით მეტია. მეორე მხრივ, მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების ტალღები არ იკლებს. უკრაინის მოთხოვნის საპასუხოდ, ნავთობმოვაჭრეებმა, როგორიცაა Vitol-ი და ...

Read More »

პრემიერის მოწოდების მიუხედავად, საწვავი 4 ლარზე მეტი ღირს

11 აპრილს, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მსოფლიოში ნავთობის ფასების შედარებით გაიაფების ფონზე, ნავთობიმპორტიორებს ფასების შემცირებიკენ მოუწოდა, თუმცა 4 დღის შემდეგ მძღოლებს ავზის შევსება ისევ იმდენი უჯდებათ რაც 4 დღით ადრე. მიზეზებზე და მოლოდინებზე სასაუბროდ კომერსანტი ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარეს ვანო მთვრალაშვილს დაუკავშირდა. საქართველოში ბრენდულ ავტოგასამართ სადგურებზე ყველაზე იაფი რეგულარის ტიპის ბენზინის ფასიც კი 3.75 ლარიდან იწყება, პრემიუმის ფასი 4.05 ლარს აღწევს, სუპერის 4.19-ს, ხოლო დიზელის 4.48 ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის 15 აპრილის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  111.70  (+  2.92)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  106.95  (+  2.70)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

რუსეთის ენერგეტიკის მინისტრი ნავთობის ფასის 150 დოლარამდე გაზრდას ვარაუდობს

რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის ნიკოლაი შულგინოვის აზრით, ნავთობის ფასი შეიძლება 150 დოლარამდე გაიზარდოს ბარელზე რუსეთიდან მიწოდების აკრძალვის შემთხვევაში. თუმცა, მიმდინარე პირობებში პროგნოზირების გაკეთება ადვილი არ არის, მიიჩნევს უწყების უფროსი. აღნიშნულის შესახებ “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” იუწყება. „ჩვენი ამოცანა არ მდგომარეობს იმაში, რომ გამოვიცნოთ, რამდენი ეღირება ნავთობი, არამედ ვუზრუნველვყოთ სანავთობო მრეწველობის ფუნქციონირება. ჩვენ მზად ვართ მივყიდოთ მეგობარ ქვეყნებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები ნებისმიერი ფასის ...

Read More »

რუსეთმა ნავთობის მოპოვებისა და ექსპორტის მონაცემები გაასაიდუმლოვა

რუსეთის „საწვავი-ენერგეტიკული კომპლექსის ცენტრალურმა გამანაწილებელმა ოფისმა“ (CDU TEK, ენერგეტიკის სამინისტროს ფილიალი) ნავთობის მოპოვებისა და ექსპორტის სტატისტიკის გამოქვეყნება შეწყვიტა. ეს მონაცემები შეიძლება გამოყენებულ იქნას კომპანიებზე და მთლიანად ბაზარზე ზეწოლისთვის, განუმარტა „ინტერფაქსს“ ენერგეტიკის სამინისტროს რუსეთის ენერგეტიკული სააგენტოს (REA) წარმომადგენელმა. „შეზღუდვების ქვეშ მყოფი ინდუსტრიის სტატისტიკა საკმაოდ მგრძნობიარეა მანიპულაციის მიმართ, რაც საფრთხეს უქმნის CDU-ს საწვავი-ენერგეტიკული კომპლექსის კონტრაგენტების საქმიანობას“, – აღნიშნა სპიკერმა. CDU ინფორმაციას რუსეთის ...

Read More »