ნავთობპროდუქტები

რუსეთმა ნავთობის მოპოვების ტექნოლოგიები დაკარგა: მეხუთე კომპანია, რომელმაც რუსეთში მუშაობა შეაჩერა

უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო, კანადურმა ნავთობპროდუქტების მომსახურების კომპანია Calfrac Well Services-მა გამოაცხადა ყველა ინვესტიციის შეჩერებისა და რუსეთში აღჭურვილობის ყველა მიწოდება გააუქმის შესახებ. Calfrac Well Services აცხადებს ყველა ინვესტიციის შეჩერებას რუსეთის ფედერაციაში. Calfrac ასევე აუქმებს რუსეთში სათადარიგო ნაწილებისა და აღჭურვილობის ნებისმიერ მიწოდებას“, – აცხადებენ კომპანიაში. აღნიშნულია, რომ დირექტორთა საბჭო და Calfrac-ის ხელმძღვანელობა “ღრმად იმედგაცრუებულია უკრაინის კონფლიქტით”. წყარო: bfm.ge

Read More »
კახა კალაძე - ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობები

კალაძე – საწვავის ფასზე: გამოსავალი არის ერთი – რაც შეიძლება მალე დასრულდეს ომი

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საწვავის ფასის დარეგულირების ერთადერთი გზა უკრაინაში ომის მალე დასრულებაა. როგორც მან ჟურნალისტებთან საწვავის ფასის მატებასა და საპროტესტო აქციაზე საუბრისას განაცხადა, მას ესმის ადამიანების, რომელთაც პროტესტი აქვთ, რადგან ის მათი ოჯახებისთვის გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს. „საწვავის ფასის ზრდა ცხადია. ამის მიზეზები არსებობს. ეს არის ომი, საერთაშორისო ბაზარზე ფასების ზრდა, რაც ძალიან ცუდია. მესმის ადამიანების, ბენზინის ფასმა მოიმატა ...

Read More »
მაისის თვეში საწვავის იმპორტი შემცირდა

რა ღირს დღეს საწვავი საქართველოში

საქართველოში საწვავის ფასი დღითი დღე იზრდება და ეს საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის საპროტესტო აქციის გამართვის მიზეზიც გახდა, ამიტომ ჩვენ დავინტერესდით ამ თემით და პერიოდულად მოგაწვდით ფასებს. რა არის საწვავის ფასის ზრდის მიზეზი – ეს არის მთავარი კითხვა, რომელზე პასუხიც საზოგადოებას დღეს ყველაზე მეტად აინტერესებს. ისევე, როგორც სხვა პროდუქტებზე, საწვავის ფასზეც მოქმედებს უკრაინაში არსებული საომარი მდგომარეობა. თუმცა, გარდა ამისა, არსებობს სხვა ფაქტორები, ...

Read More »

უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის ძალებმა როვნოს ოლქში ნავთობბაზაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს

რუსეთის ძალებმა როვნოს ოლქში ნავთობბაზაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ვიტალი კოვალზე დაყრდნობით ავრცელებს. კოვალის თქმით, სარაკეტო დარტყმის ადგილისკენ საგანგებო სამსახურები გაემართნენ. როგორც ვიტალი კოვალმა აღნიშნა, განგაში გრძელდება, ამიტომ მან მოსახლეობას თავშესაფრებში ჩასვლისკენ მოუწოდა. ბოლო რამდენიმე დღეა, რუსეთის ძალები აქტიურად ბომბავენ უკრაინაში ნავთობობიექტებს. 26 მარტს სარაკეტო დარტყმები ლვოვში მდებარე ნავთობბაზაზე განხორციელდა, ხოლო 27 მარტს ლიცკის სანავთობო ბაზაზე, სადაც გაჩენილ ხანძარს ამ დრომდე ებრძვიან.

Read More »

ინდოეთი სანქციების გვერდის ავლით რუსული ნავთობის რუპიებში ყიდვას არ გეგმავს

ინდოეთი არ განიხილავს რუსეთიდან ნავთობის ინდურ რუპიად შეძენას. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ორი ქვეყნის ცენტრალურ ბანკებს რუპების პირდაპირი გაცვლა რუბლებში დასავლური სანქციების გვერდის ავლაში დაეხმარება. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება. „სახელმწიფო სექტორის ნავთობის საწარმოებს არ აქვთ არც კონტრაქტები და არც წინადადებები რუსეთიდან ან სხვა ქვეყნებიდან ნედლი ნავთობის ინდური რუპიით შესყიდვის შესახებ“, – თქვა ინდოეთის ნავთობის მინისტრის მოადგილემ, რამესვარ ტელმა. მანამდე Financial ...

Read More »

ნავთობის ფასი მკვეთრად შემცირდა

2022 წლის 28 მარტის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  113.90 (-6.75)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  107.15 (-6.75)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ლევან დავითაშვილი: საწვავზე ფასების კლებას ველოდებით

მთავრობა საწვავზე ფასების კლებას პროგნოზირებს. ლევან დავითაშვილის განმარტებით, იმპორტიორებს არსებული მარაგები პიკურ პერიოდში აქვთ შეძენილი, რაც არსებულ მაჩვენებლებს განაპირობებს. მინისტრი აქვე ამბობს, რომ საწვავზე გადასახადის გაუქმება არ განიხილება. “მთავრობაში დაზღვევის მექანიზმებზე ვმსჯელობთ. შეიძლება გამოვიყენოთ სხვადასხვა ინტერვენცია. საწვავზე გადასახადების გაუქმება არ არის ადეკვატური ზომა. დავაკვირდებით სიტუაციას. ძალიან ფრთხილად უნდა მივუდგეთ ასეთ საკითხებს, რათა ამას არ ჰქონდეს პრეცენდენტული სახე და იმოქმედოს ქვეყნის ...

Read More »

ლაშა ხუციშვილი საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმებას და დღგ-სთან დაკავშირებულ ცვლილებას ამ ეტაპზე შეუძლებლად მიიჩნევს

საწვავის ფასი ბუნებრივია დამოკიდებულია საერთაშორისო ბირჟებზე ვაჭრობიდან გამომდინარე არსებულ ფასზე. დღეს გვაქვს სიტუაცია, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში საწვავის ფასი დაახლოებით 15-20%-ით არის გაზრდილი. საქართველო არ არის ნავთობის მწარმოებელი ქვეყანა და შესაბამისად სრულად დამოკიდებულია იმპორტზე, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. „მეორე საკითხია ის, თუ რა შეიძლება იყოს გრძელვადიანი პასუხი საგადასახადო თუ სხვა პოლიტიკის მიმართულებით ...

Read More »
ირაკლი ღარიბაშვილი: ეკოლოგიის კუთხით თბილისში კატასტროფა გვაქვს

ირაკლი ღარიბაშვილი – არც გაზის მწარმოებელი ვართ და არც ნავთობის მომპოვებელი ქვეყანა, მიუხედავად ამისა, მსოფლიოში საწვავის ფასების მიხედვით მე-100 ადგილზე ვართ

საწვავის ფასებს რაც შეეხება, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ მე-100 ადგილზე ვართ მსოფლიოში საწვავის ფასების მიხედვით, მით უმეტეს მაშინ, ყველას შევახსენებ, რომ არც გაზის მწარმოებელი ვართ და არც ნავთობის მომპოვებელი და მწარმოებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერმა მოქალაქეებს მოუწოდა, რომ ნუ აყვებიან პროვოკაციებს. „ჩვენ ვართ იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა. კიდევ ერთხელ მინდა ჩვენს მოქალაქეებს მივმართო, რომ ...

Read More »

ჩინური ნავთობკომპანია Sinopec რუსეთში 500 მლნ დოლარის საინვესტიციო პროექტს აჩერებს

ჩინეთის სახელმწიფო კომპანია Sinopec Group-მა რუსეთში მსხვილ ნავთობქიმიურ და გაზის მარკეტინგულ ინვესტიციებზე მოლაპარაკებები შეაჩერა. ექსკლუზიურ ინფორმაციას წყაროზე დაყრდნობით Reuters ავრცელებს. სააგენტოს შეფასებით, დასავლეთის მზარდი სანქციების გამო, ჩინეთის მთავრობამ კომპანიებს სიფრთხილისკენ მოუწოდა, რაც Sinopec-მა გაითვალისწინა. Sinopec-მა, რომელსაც ოფიციალურად „China Petroleum and Chemical“ ჰქვია, რუსეთის გაზის ქიმიურ ახალ ქარხანაში 500 მლნ დოლარის ინვესტიციაზე მოლაპარაკებები შეაჩერა. გეგმა რუსეთის უმსხვილეს ნავთობქიმიურ მწარმოებელ Sibur-თან გაერთიანებას ...

Read More »