მაისის თვეში საწვავის იმპორტი შემცირდა

რა ღირს დღეს საწვავი საქართველოში

საქართველოში საწვავის ფასი დღითი დღე იზრდება და ეს საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის საპროტესტო აქციის გამართვის მიზეზიც გახდა, ამიტომ ჩვენ დავინტერესდით ამ თემით და პერიოდულად მოგაწვდით ფასებს.

რა არის საწვავის ფასის ზრდის მიზეზი – ეს არის მთავარი კითხვა, რომელზე პასუხიც საზოგადოებას დღეს ყველაზე მეტად აინტერესებს. ისევე, როგორც სხვა პროდუქტებზე, საწვავის ფასზეც მოქმედებს უკრაინაში არსებული საომარი მდგომარეობა. თუმცა, გარდა ამისა, არსებობს სხვა ფაქტორები, რომელიც საწვავის ფასის დადგენისას არის გათვალისწინებული.

პირველ რიგში, საწვავის ფასზე მოქმედებს ბარელი ნავთობის ფასი მსოფლიო ბაზარზე და გადამუშავებული საწვავის საერთაშორისო ფასი (Platts). ასევე, მნიშვნელოვანია ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებით, რაც პირდაპირ პროპორციულად მოქმედებს ფასის დადგენაზე. ამას ემატება სახელმწიფო აქციზის გადასახადი,  დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ) და საოპერაციო ხარჯები.

შედარებისთვის, 2021 წლის მარტში ბარელი ნავთობის ფასი 60 დოლარამდე მერყეობდა,  წელს კი ეს რიცხვი 120 დოლარამდე გაიზარდა. შედეგად, გაიზარდა საწვავის სარეალიზაციო ფასი საქართველოშიც, სადაც ბენზინი ევროპიდან შემოდის.

დღეის მონაცემებით, საქართველოს ბაზარზე 5 ძირითადი  კომპანია ოპერირებს. ესენია „ვისოლი“, „სოკარი“ „რომპეტროლი“, „გალფი“ და „ლუკოილი“.  აღნიშნული კომპანიების მიერ დადგენილი ფასები დღეის მდგომარეობით იხილეთ ცხრილში.

წყარო: pia.ge

Leave a Reply