ინდოეთი სანქციების გვერდის ავლით რუსული ნავთობის რუპიებში ყიდვას არ გეგმავს

ინდოეთი არ განიხილავს რუსეთიდან ნავთობის ინდურ რუპიად შეძენას. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ორი ქვეყნის ცენტრალურ ბანკებს რუპების პირდაპირი გაცვლა რუბლებში დასავლური სანქციების გვერდის ავლაში დაეხმარება. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

„სახელმწიფო სექტორის ნავთობის საწარმოებს არ აქვთ არც კონტრაქტები და არც წინადადებები რუსეთიდან ან სხვა ქვეყნებიდან ნედლი ნავთობის ინდური რუპიით შესყიდვის შესახებ“, – თქვა ინდოეთის ნავთობის მინისტრის მოადგილემ, რამესვარ ტელმა.

მანამდე Financial Times-მა დაწერა, რომ ინდოეთის ცენტრალური ბანკი რუსეთის ფედერაციის ცენტრალურ ბანკთან ერთად განიხილავს პირდაპირი უცხოური ვალუტის შესაძლო სქემას. ამან შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების კონტექსტში ვაჭრობის შენარჩუნების საშუალება მისცეს. როგორც Financial Times წერდა, ინდოეთის საგარეო ვაჭრობის უცნობმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა Financial Times-ს, რომ რუპია-რუბლის გაცვლა ინდოეთს საშუალებას მისცემს განაგრძოს რუსული ენერგიის ყიდვა ნავთობის ემბარგოს შემთხვევაში.

წყარო: bfm.ge

Leave a Reply