ნავთობპროდუქტები

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის ადმინისტრირების ახალი წესი 3 000 ლიცენზიანტს შეეხება

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის ადმინისტრირების ახალი წესი 3 000-ზე მეტ ლიცენზიანტს შეეხება, – ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. სამსახურის ცნობით, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის ადმინისტრირების გაუმჯობესების პროექტი პირველ ეტაპზე მიზნად ისახავს სსიპ „წიაღის ეროვნული სააგენტოს“ მიერ გაცემულ ლიცენზიებზე მოსაკრებლის ადმინისტრირების პროცესის სრულყოფას. როგორც შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ბუნებრივი რესურსების მოსაკრებლის ადმინისტრირების პროცესის ეფექტიანობის გაუმჯობესებას და საბიუჯეტო შემოსავლების ზრდას, ასევე ...

Read More »

Saudi Aramco ათობით მლრდ დოლარის აქტივებს გაყიდის

საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია Saudi Aramco ათობით მლრდ დოლარის აქტივების გაყიდვას აპირებს. ამის შესახებ Bloomberg-ს კომპანიის კორპორაციული განვითარების ვიცე-პრეზიდენტ აბდულ აზიზ ალ გუდაიმმა განუცხადა. 2020 წელს, პანდემიის პიკის დროს, როცა ნავთობის ფასი მკვეთრად შემცირდა, Saudi Aramco-ში პორტფელის შეფასების ახალი გუნდი შეიქმნა, რომელმაც მიმიდნარე წლის აპრილში, კონსორციუმის ნავთობსადენში თავისი წილი 12,4 მლრდ დოლარად გაყიდა. ალ გუდაიმის თქმით, უახლოეს წლებში კომპანია აქტივების ...

Read More »

„საწვავზე ფასების შემცირება გამორიცხულია“ – ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე

„ფასების შემცირება გამორიცხულია, ყველაზე იდეალური მოცემულობა იქნება, თუნდაც, ფასები შენარჩუნდეს“, – ამის შესახებ საწვავის ფასების მატების შესახებ საინფორმაციო სააგენტო Pia.ge-ს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ვანო მთვრალაშვილმა განუცხადა. ვანო მთვრალაშვილი იმ მიზეზებზე საუბრობს, თუ რით არის გამოწვეული საწვავის მატება. ამასთან, მისივე თქმით, ვერც გამყარებულმა ლარის კურსმა ვერ შეძლო, რომ საწვავის ფასები არ გაზრდილიყო. „ასეთი ვითარება გვაქვს, ბოლო წლებში ბენზინის და დიზელის საწვავის ...

Read More »
ახალგორიდან მილსადენის გატანის დამუშავებული პროექტი არსებობს

BP: კორონავირუსის პანდემიამ ყველა იქამდე არსებული გლობალური კრიზისი დაჩრდილა

ნავთობის გიგანტი BP ყოველწლიურ მიმოხილვაში წერს, რომ  კორონავირუსის პანდემიამ  ყველა იქამდე არსებული გლობალური კრიზისი დაჩრდილა. ნავთობისა და გაზის გიგანტის მიმოხილვაში, რომელიც ეძღვნება ინდუსტრიაში არსებულ ვითარებას, ნათქვამია, რომ 70 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ენერგეტიკის სექტორში  მრავალი კრიზისი შეიქმნა. მათ შორის,  სუეცის კრიზისი 1956 წელს, 2011 წლის  კატასტროფა ფუკუშიმაზე. ”ყველა ეს მოვლენა დიდი შოკი იყო გლობალური ენერგეტიკისთვის. მაგრამ გასული წლის მოვლენებმა ყველაფერი დაჩრდილა”, – განაცხადა ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი ისევ გაიზარდა

“Azeri LT CIF”-ის ნედლ ნავთობზე, რომელსაც აზერბაიჯანი მსოფლიო ბაზარს აწვდის, ფასი 0,46 აშშ დოლარით (0,62%) გაიზარდა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს. Azeri Light-ის მარკის ერთი ბარელი ნავთობის ფასი ამ დროისათვის 74,60 აშშ დოლარს შეადგენს. ცნობისთვის, ყველაზე დაბალი ფასი, 2020 წლის 21 აპრილს დაფიქსირდა, იმ დროისთვის 1 ბარელი “Azeri LT CIF”-ის ნედლი ნავთობი 15,81 აშშ დოლარი ღირდა, ხოლო მაქსიმალური ფასი 2008 წლის ივლისში 149,66 დოლარი იყო.

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 6.87 მლნ ბარელით შემცირდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 6,87 მილიონი  ბარელით შემცირდა და შეადგინა 445,476 მლნ ბარელი, აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე  დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები შემცირდა 6,08 მილიონი ბარელით  და შეადგინა  233,542 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები გაიზარდა 1,62 მილიონი  ბარელით  და შეადგინა  138,692 მლნ ბარელი. ნავთობის იმპორტი აშშ-ში კვირის განმავლობაში შემცირდა 1 მლნ ბარელით/დღე-ღამეში 4,9 მლნ ...

Read More »
სახელმწიფო კომპანიებისგან საწვავს 1.33–დან 1,47 ლარამდე ფასად შეიძენს

საწვავი კიდევ 5-10 თეთრით გაძვირდა

საქართველოში საწვავის ფასი ზრდას განაგრძობს. როგორც “ბიოლის” დამფუძნებელი, რუსუდან რამაზაშვილი აცხადებს, საწვავის ფასმა კიდევ 5-10 თეთრით მოიმატა და ფასების ზრდა უახლოეს მომავალშიც გაგრძელდება. “ვფიქრობ, მომდევნო კვირაში კიდევ 5 თეთრით მოგვიწევს გაძვირება. სავარაუდოდ, დიზელიც და ევრო რეგულარიც მოიმატებს. იმედი გვაქვს, რომ პრემიუმის ფასს ორი კვირა მაინც შევინარჩუნებთ”,- აცხადებს რუსუდან რამაზაშვილი “ბიზნეს ფორმულასთან” საუბრისას. რაც შეეხება საწვავის გაძვირების მიზეზებს, ფასის მატებას ძირითადად საერთაშორისო ...

Read More »
ამერიკელი ტრეიდერი ნავთობის ფასის 90 დოლარამდე ზრდას პროგნოზირებს

მცირედით შემცირების შემდეგ, ნავთობის ფასი გაიზარდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ჩნობით, 2021 წლის 8 ივლისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  74,12 (+  0,69) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  72,94 (+ 0,74)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

SOCAR-მა 2020 წელი $1,02 მილიარდიანი ზარალით დაასრულა

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) შემოსავლებმა 2020 წელს 49 მილიარდ 607 მილიონი მანათი შეადგინა, წმინდა ზარალი 1 მილიარდ 734 მილიონი მანათით განისაზღვრა (ამჟამინდელი კურსით 1,02 მილიარდი დოლარი). 2019 წელს კომპანიის წმინდა მოგებამ 651 მილიონი მანათი შეადგინა. აღნიშნული მონაცემები წარმოდგენილია კომპანიის 2020 წლის კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში. SOCAR–ის 2020 წლის ფინანსური საქმიანობის აუდიტი IFRS–ის შესაბამისად ჩაატარა Ernst & Young–მა. 2020 წელს, 2019 წელთან ...

Read More »

მსოფლიო ტენდენციების ფონზე, აზერბაიჯანული ნავთობის ფასი 74 დოლარამდე შემცირდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 2,55%-ით, 1,94 აშშ დოლარით გაიზარდა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 74,14 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »