ახალგორიდან მილსადენის გატანის დამუშავებული პროექტი არსებობს

BP: კორონავირუსის პანდემიამ ყველა იქამდე არსებული გლობალური კრიზისი დაჩრდილა

ნავთობის გიგანტი BP ყოველწლიურ მიმოხილვაში წერს, რომ  კორონავირუსის პანდემიამ  ყველა იქამდე არსებული გლობალური კრიზისი დაჩრდილა.

ნავთობისა და გაზის გიგანტის მიმოხილვაში, რომელიც ეძღვნება ინდუსტრიაში არსებულ ვითარებას, ნათქვამია, რომ 70 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ენერგეტიკის სექტორში  მრავალი კრიზისი შეიქმნა. მათ შორის,  სუეცის კრიზისი 1956 წელს, 2011 წლის  კატასტროფა ფუკუშიმაზე.

”ყველა ეს მოვლენა დიდი შოკი იყო გლობალური ენერგეტიკისთვის. მაგრამ გასული წლის მოვლენებმა ყველაფერი დაჩრდილა”, – განაცხადა BP-ის მთავარმა ეკონომისტმა, სპენსერ დეილმა.

პანდემიის გამო, ნავთობის გლობალური წარმოება დღეში 6,6 მილიონი ბარელით შემცირდა, რაც რეკორდული ვარდნაა.

პანდემიის დასაწყისში – 2020 წლის გაზაფხულზე ნავთობზე მოთხოვნა მინიმუმამდე შემცირდა. აპრილში მოთხოვნა უპრეცედენტოდ იყო შემცირებული.

BP იხსენებს, რომ OPEC + ფორმატის შეთანხმებები 2020 წლის მარტში ნავთობის მოპოვების შესახებ არ შედგა. შედეგად, ინდუსტრია გარკვეული დროის განმავლობაში ფასების ომის წინაშე აღმოჩნდა.

2020 წელს Brent-ის ტიპის ნავთობის საშუალო ფასი ბარელზე 41,84 აშშ დოლარს შეადგენდა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2004 წლის შემდეგ. დაეცა გაზზე ფასებიც. მასზე მოთხოვნა 81 მილიარდი კუბური მეტრით, 2.3%-ით შემცირდა.

წყარო: report.ge

Leave a Reply