გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 6.87 მლნ ბარელით შემცირდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 6,87 მილიონი  ბარელით შემცირდა და შეადგინა 445,476 მლნ ბარელი, აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე  დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.

ბენზინის მარაგები შემცირდა 6,08 მილიონი ბარელით  და შეადგინა  233,542 მლნ ბარელი.
დისტილატების მარაგები გაიზარდა 1,62 მილიონი  ბარელით  და შეადგინა  138,692 მლნ ბარელი.
ნავთობის იმპორტი აშშ-ში კვირის განმავლობაში შემცირდა 1 მლნ ბარელით/დღე-ღამეში 4,9 მლნ ბარელამდე/დღე-ღამეში.

Leave a Reply