ნავთობპროდუქტები

OPEC-ის შეხვედრა გადაიდო

OPEC+-ის მინისტრების მონიტორინგის ჯგუფის შეხვედრები ორი დღით გადადო. სხდომის გადადების მიზეზი კორონავირუსის ახალი, “ომიკრონის” შტამის ნავთობის ბაზარზე არსებული გავლენის შესწავლაა. მათივე ინფორმაციით, ტექნიკური მონიტორინგის კომიტეტის სხდომა, რომელიც თავდაპირველად 29 ნოემბერს იყო დაგეგმილი,  1 დეკემბერს გაიმართება. ტექნიკური კომიტეტის ექსპერტები ტრადიციულად ანგარიშს მოამზადებენ, რომელშიც მომავალი თვეების განმავლობაში ნავთობის წარმოების მოცულობის საკითხი იქნება განხილული. შეგახსენებთ, შეერთებულმა შტატებმა აზიის რამდენიმე ქვეყანას სთხოვა ნავთობის სტრატეგიული მარაგები გაეთავისუფლებინათ, რათა ...

Read More »

ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის 29 ნოემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  73.44 (+ 0.72)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  69.95 (+ 1.80)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

OPEC + ნავთობზე ფასების შემცირებას გაუმკლავდება

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 26 ნოემბერს ნავთობის ფასების შემცირების შემდეგ, უახლოეს დღეებში ყველა  მზერა OPEC + მონაწილეების რეაქციაზე იქნება მიმართული – შეთანხმება მისი მოპოვების შეზღუდვის შესახებ. გასული კვირის ბოლო ვაჭრობის დღეს Brent ნავთობის ფასი  8%-ით დაეცა. ოპეკის ნავთობის კარტელის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები და მათი მოკავშირეები გამართავენ შეხვედრების სერიას, რომლებზეც ისინი დაადგენენ თავიანთ სამომავლო პოლიტიკას. კარტელის წევრები 1 დეკემბერს შეხვდებიან, 2 ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირებას განაგრძობს

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის 26 ნოემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  72.72 (- 9.53)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  68.15 (- 10.24)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
საწვავი 12–15 თეთრით გაძვირდა – ფასების ზრდა შესაძლოა, მომავალშიც გაგრძელდეს

ყველაფერი, რაც ბენზინის ფასზე უნდა ვიცოდეთ

ბენზინის ფასი ახალ რეკორდულ ნიშნულზეა. საქართველოში მოქმედ ავტოგასამართ სადგურებზე ბოლო თვე ნახევარში საწვავის ფასები საშუალოდ ლიტრზე 10-15 თეთრით გაიზარდა, რაც თითქმის 4%-იანი მატებაა. ნავთობიმპორტიორები ამბობენ, რომ ფასების ზრდა კიდევ გაგრძელდება. რა აძვირებს საწვავს? საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის ფასი ბოლო 4 წლის მაქსიმუმზეა. Brent ტიპის ბარელი ნავთობის ფასი $82-ს გადასცდა. ფასი 2020 წლის ოქტომბერთან შედარებით $43-ით არის მომატებული. გლობალურ ბაზრებზე ნავთობზე მოთხოვნა ...

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 1,017 მლნ ბარელით გაიზარდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 1,017 მილიონი  ბარელით გაიზარდა და შეადგინა 434,02 მლნ ბარელი, აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები შემცირდა 603 ათასი ბარელით  და შეადგინა  211,393 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  შემცირდა 1968 ათასი ბარელით და შეადგინა  121,717 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში გაიზარდა 100 ათასი  ბარელით  და შეადგინა 11,4 მლნ ...

Read More »

თურქეთი შავ ზღვაში მორიგ ბურღვით სამუშაოებს იწყებს

2022 წლის პირველ კვარტალში Fatih-ის ხომალდი შავ ზღვაში  კიდევ ერთ საძიებო  ბურღვით სამუშაოებს განახორციელებს. ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, ფატიჰ დონმეზმა ანკარაში ნახშირწყალბადების მოპოვებისა და წარმოების შესახებ მე-13 საკონსულტაციო შეხვედრაზე განაცხადა. მინისტრმა აღნიშნა, რომ თურქეთმა გადაწყვიტა, საბადოების შესასწავლად ძალისხმევა გააძლიეროს და ამ მხრივ განსაკუთრებული როლი ენიჭება მეოთხე მე-7 თაობის საბურღ გემს, რომელიც მუშაობას მომავალ ზაფხულს დაიწყებს. „მსოფლიოში მხოლოდ ხუთი ასეთი ხომალდია. ...

Read More »

კორონავირუსის ახალი ვარიანტის აღმოჩენის შემდეგ ნავთობი 10%-ით გაიაფდა

სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი ვარიანტის გამო ახალი შეზღუდვების შესაძლო დაწესების შესახებ ცნობების ფონზე ნავთობის ფასი ბოლო ორი თვის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა. ინფორმაციას ამის შესახებ CNBC ავრცელებს. Brent-ის მარკის ნავთობის ერთი ბარელის ფასი ლონდონის ბირჟაზე 10,4%-ით დაეცა და 73,6 დოლარი შეადგინა. სამხრეთ აფრიკაში მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია ...

Read More »

ოპეკი ელოდება, რომ მარაგებიდან გამოთავისუფლებული ნავთობი ბაზარზე ჭარბი მიწოდების შექმნას გამოიწვევს

ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია (OPEC) პროგნოზირებს, რომ სტრატეგიული მარაგებიდან  ნავთობის გამოთავისუფლებულმა წილმა შესაძლოა გამოიწვიოს მსოფლიო ბაზარზე  ნავთობის მიწოდების მნიშველოვანი გაზრდა. ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში. დოკუმენტის თანახმად, იმ პირობით, რომ თუ სტრატეგიული მარაგებიდან დაახლოებით 66 მილიონი ბარელი გაიყიდება, მომდევნო ორი თვის განმავლობაში ნავთობის ჭარბი რაოდენობა შესაძლოა დღეში 1,1 მილიონი ბარელით გაიზარდოს. OPEC-ის რამდენიმე დელეგატმა აღნიშნა, რომ ისინი განიხილავენ გააუქმონ მოპოვების დაგეგმილი ზრდა იანვარის თვეში, გამოშვებული მარაგებით ...

Read More »

ჩინეთი საჭიროების შემთხვევაში მზად არის ეროვნული მარაგებიდან ნავთობი გაყიდოს

ჩინეთის ხელისუფლებას შეუძლია ნავთობის გაყიდვა ეროვნული მარაგებიდან „საკუთარი საჭიროებების გათვალისწინებით“. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელის ჩჟაო ლიცზიანის განცხადებაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. „ჩინეთს შეუძლია ნავთობის გაყიდვა ეროვნული რეზერვებიდან, ქვეყანაში არსებული სიტუაციისა და საკუთარი საჭიროებების გათვალისწინებით“, – განაცხადა მან ბრიფინგზე. როგორც ჩინელმა დიპლომატმა დააზუსტა, პეკინი მზადაა მიიღოს “სხვა ზომები ბაზრის მხარდასაჭერად”. „ჩვენ დაუყოვნებლივ შეგატყობინებთ მსგავსი გადაწყვეტილებების შესახებ“, – დასძინა ...

Read More »