გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 1,017 მლნ ბარელით გაიზარდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 1,017 მილიონი  ბარელით გაიზარდა და შეადგინა 434,02 მლნ ბარელი, აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.

ბენზინის მარაგები შემცირდა 603 ათასი ბარელით  და შეადგინა  211,393 მლნ ბარელი.

დისტილატების მარაგები  შემცირდა 1968 ათასი ბარელით და შეადგინა  121,717 მლნ ბარელი.

ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში გაიზარდა 100 ათასი  ბარელით  და შეადგინა 11,4 მლნ ბარელი/დღე-ღამეში.

Leave a Reply