ნავთობპროდუქტები

რუმინეთი საწვავის უმსხვილეს მომწოდებლად რჩება

თბილისში მოქალაქეები საწვავის ფასთან დაკავშირებით აქციას მართავენ

მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი რეს­პუბ­ლი­კის მო­ე­დან­ზე, საწ­ვა­ვის გაძ­ვი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით აქ­ცი­ას მარ­თა­ვენ.აქ­ცი­ის ორი მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნა საწ­ვავ­ზე აქ­ცი­ზის გა­და­სა­ხა­დის გა­უქ­მე­ბა და დღგ-ს გა­და­სა­ხა­დის მცუ­რავ რე­ჟიმ­ზე გა­დაყ­ვა­ნაა, რაც აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის გან­ცხა­დე­ბით, 80-90 თეთ­რით გა­ა­ი­ა­ფებს საწ­ვა­ვის ფასს. აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი მო­ი­თხო­ვენ, რომ შე­სა­ბა­მი­სი კომ­პე­ტენ­ტუ­რი პი­რე­ბი 16:00 სა­ა­თამ­დე შეხ­ვდნენ და მათ მო­თხოვ­ნა­ზე პა­სუ­ხი გას­ცენ, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში კი მსვლე­ლო­ბას აა­ნონ­სე­ბენ.

Read More »

ნავთობდამოკიდებულება: რუსეთის ავადმყოფობის ისტორია

ნავთობზე დამოკიდებულებამ ერთხელ უკვე დაღუპა რუსეთის საბჭოთა იმპერია, რომელსაც გასული საუკუნის 60-იან წლებში აღმოჩენილმა საბადოებმა არ მისცა გეგმურ ეკონომიკაში თავისუფალი ბაზრის ელემენტების შეტანისა და ეკონომიკის მოდერნიზების საშუალება. როგორც ჩანს, ნავთობდამოკიდებულება სასიკვდილო საფრთხეს შეუქმნის პოსტსაბჭოთა რუსეთსაც, რომელსაც, წლების წინ, სენატორმა მაკკეინმა ბენზინგასამართი სადგური უწოდა. საბჭოთა კავშირის ეკონომიკა ნავთობის გაიაფებამ დაანგრია, დაანგრევს თუ არა რუსეთს ნავთობის ემბარგო? რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტში ...

Read More »

შემცირების შემდეგ ნავთობის ფასი კვლავ გაიზარდა

2022 წლის 25 მარტის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზრდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  120.19 (+0.97)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  113.68 (+1.35)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
ხანძარმა კანადაში ნავთობი გააძვირა

კანადა გაზრდის ნავთობის ექსპორტს, რათა ჩაანაცვლოს ნედლეული რუსეთიდან ევროკავშირში

კანადის ბუნებრივი რესურსების მინისტრის თქმით, წლის ბოლომდე ოტავას შეუძლია ნავთობისა და გაზის ექსპორტი დღეში დაახლოებით 300 000 ბარელით გაზარდოს, რათა “რუსული ნავთობი და გაზი ჩაანაცვლოს”. კანადას, უკრაინაში რუსეთის ომის ფონზე, სურს გაზარდოს ნავთობის ექსპორტი დაახლოებით 5 პროცენტით, რათა დაეხმაროს ევროკავშირს სწრაფად შეეშვას რუსული ენერგიის იმპორტს. ამის შესახებ კანადის ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ჯონათან ვილკინსონმა განაცხადა. “წლის ბოლომდე, კანადის ინდუსტრიას აქვს შესაძლებლობა, ...

Read More »
რუმინეთი საწვავის უმსხვილეს მომწოდებლად რჩება

რა ღირს საწვავი საქართველოში – ქართულ ბაზარზე მოქმედი ძირითადი კომპანიების ფასები

საქართველოში საწვავის ფასი საგრძნობლად გაიზარდა და ამას უკვე ყველა ამჩნევს. ეს ფაქტი, პირველ რიგში, გლობალურ ბაზარზე ფასების მატებითაა გამოწვეული. ზოგადად, საწვავის ფასის დადგენისას რამდენიმე ფაქტორია მნიშვნელოვანი. მათ შორის, გადამუშავებული საწვავის საერთაშორისო ფასი (Platts), ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებით. ასევე, საწვავის ფასზე მოქმედებს სახელმწიფო აქციზის გადასახადი, დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ) და საოპერაციო ხარჯები. 2021 წლის მარტის პერიოდში, ბარელი ნავთობის ფასი ...

Read More »

ხორავა: საწვავი კიდევ გაძვირდება

„ვისოლის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა აცხადებს, რომ აპრილის დასაწყისში საწვავის ფასი საქართველოში კიდევ გაიზრდება, თუმცა რამდენით, დაკონკრეტება უჭირს. ხორავას განმარტებით, საწვავის ფასი საერთაშორისო ბაზრებზე ზრდის ტრენდს აჩვენებს, შესაბამისად მას შემდეგ, რაც ადგილობრივ იმპორტიორებს საწვავის დაგროვილი მარაგები ამოეწურებათ და ახალ შესყიდვებს გააკეთებენ, იძულებულები იქნებიან ფასთა სხვაობა საწვავის საბოლოო ფასზეც ასახონ. „საქართველოში საწვავის გაძვირების მთავარი მიზეზი არის საერთაშორისო ფასების მკვეთრი ზრდა. ლარში თუ ...

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 2.5 მლნ ბარელით შემცირდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 2.5 მილიონი  ბარელით შემცირდა და შეადგინა 413.4 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები  შემცირდა  2.9  მილიონი ბარელით  და შეადგინა  238.0 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  შემცირდა  2.1 მილიონი ბარელით და შეადგინა  112.1 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში გაიზარდა 200 ათასი  ბარელით  და შეადგინა 11,6 ...

Read More »

24 თებერვლიდან დღემდე ბენზინი 60 თეთრით, დიზელი 85 თეთრით გაძვირდა

ბოლო რამდენიმე თვეა საწვავის საერთაშორისო ფასი მზარდი ტენდენციით ხასიათდება, თუმცა მას შემდეგ რაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, საწვავის საერთაშორისო ფასების მკვეთრი ზრდა დაიწყო. საერთაშორისო ფასები უკვე აისახა ადგილობრივ ბაზარზე. უფრო კონკრეტულად, 24 თებერვლიდან დღემდე ადგილობრივ ბაზარზე პრემიუმის მარკის საწვავი 64 თეთრით, რეგულარი – 60 თეთრით, ხოლო ევრო დიზელი 85 თეთრით გაძვირდა. ნავთობიმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი აცხადებს, რომ ფასების მკვეთრი ზრდა ...

Read More »

ვანო მთვრალაშვილი: ომის პირობებში გადასახადების გადახედვა საწვავს 90 თეთრით გააიაფებს

ნავთოპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი  მთავრობას რეკომენდაციით მიმართავს და ისეთ  ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როგორშიც ახლა მსოფლიოა (ომის პირობებში) საწვავზე გადასახადების  დროებით გადახედვას  ურჩევს. მისივე განცხადებით, ერთადერთი ბერკეტი, რითაც შეიძლება საწვავზე ფასების ზრდა შეკავდეს გადასახადების შემცირებაა. ამის მაგალითად მთვრალაშვილს პოლონეთი მოჰყავს. ანალოგიურ მოდელს განიხილავს ავსტრია, ჩეხეთი და გერმანიც. „პოლონეთმა თებერვალში დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ) 23%-დან 7%-მდე შეამცირა. შესაბამისად, გადასახადების შემცირებით, შიდა ...

Read More »

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მიმდებარედ გაჩენილი ხანძრები ლოკალიზებულია

ამჟამად ჩერნობილის ზონაში ხანძრების უმეტესობა ლოკალიზებულია, – ამის შესახებ უკრაინის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა რუსლან სტრელესმა განაცხადა. „ბოლო ორი კვირის განმავლობაში 30-ზე მეტი ხანძარი დაფიქსირდა. ბოლო კვირაში დაფიქსირდა დამატებითი 5 ხანძარი. ამ ხანძრების უმეტესობა ლოკალიზებულია. ჯერ კიდევ არის მცირე უბნები, სადაც წვა გრძელდება“, – განაცხადა სტრელესმა. შეგახსენებთ, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური რუსულმა ჯარებმა 24 თებერვალს აიღეს. რამდენიმე დღის წინ უკრაინის ...

Read More »