მოქალაქეები რესპუბლიკის მოედანზე, საწვავის გაძვირებასთან დაკავშირებით აქციას მართავენ.აქციის ორი მთავარი მოთხოვნა საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმება და დღგ-ს გადასახადის მცურავ რეჟიმზე გადაყვანაა, რაც აქციის მონაწილეების განცხადებით, 80-90 თეთრით გააიაფებს საწვავის ფასს.
აქციის ორგანიზატორები მოითხოვენ, რომ შესაბამისი კომპეტენტური პირები 16:00 საათამდე შეხვდნენ და მათ მოთხოვნაზე პასუხი გასცენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მსვლელობას აანონსებენ.