ნავთობპროდუქტები

ოპეკი ნავთობის ფასის ზრდას გეგმავს

“OPEC +” მაისში ნავთობის მოპოვების 432 ათას ბარელამდე გაზრდას გეგმავს

ხუთშაბათს გაიმართა “OPEC+”-ის ათწუთიანი მინისტრთა კონფერენცია. შედეგად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მაისში ნავთობის მოპოვების აღდგენასთან დაკავშირებით. იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. “OPEC+”-ის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ მაისის თვეში საწვავის მოპოვების დონის შეცვლაზე. ერთობლივი კორექტირება შეთანხმებულია 0,432 მლნ ბარელის ოდენობით  დღე-ღამეში. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ფუნდამენტურად ახლა ბაზარი სტაბილურ მდგომარეობაშია. თუმცა, გეოპოლიტიკური ფაქტორები იწვევს ფასების ცვალებადობას. “OPEC+”-ის მორიგი შეხვედრა 5 მაისს არის დაგეგმილი.

Read More »

ბაიდენი აშშ-ში საწვავის ფასების ზრდაზე: ამის მიზეზი პუტინის ომია

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა აშშ-ში საწვავის ფასების ზრდა რუსეთის უკრაინაში შეჭრას დაუკავშირა. თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის ლიდერმა აღნიშნა, რომ აშშ-ში ერთი გალონი საწვავი საშუალოდ 4.20 დოლარი ღირს მაშინ, როდესაც წლის დასაწყისში 3.30 დოლარი ღირდა. „ამის მიზეზი პუტინის ომია. ახლა მსოფლიოს მასშტაბით ბევრი ადამიანი აღარ ყიდულობს რუსულ ნავთობს. მე ავკრძალე რუსული ნავთობის იმპორტი ამერიკაში. „რესპუბლიკელებმა“ და „დემოკრატებმა“ კონგრესში მხარი დაუჭირეს ...

Read More »

რუსული ნავთობის იმპორტის გაზრდის გამო ინდოეთი სანქციების რისკის ქვეშაა

რუსული ნავთობის იმპორტის გაზრდის გამო ინდოეთი სანქციების „გაზრდილი რისკის“ ქვეშ მოექცევა, წერს სააგენტო Reuters-ი ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით. 8 მარტს აშშ-მ რუსული ნავთობის იმპორტზე ემბარგო გამოაცხადა. წყაროს თანახმად, აშშ ახალი შემზღუდავი ზომების მიღებას აპირებს, რაც მესამე ქვეყნებს რუსული ნავთობის გაზრდილი მოცულობით შესყიდვას გაურთულებს. ინდოეთი ნავთობის სიდიდით მესამე იმპორტიორი და მომხმარებელია. იმ ფონზე, როცა რუსულ ნავთობზე უარს სულ უფრო მეტი დასავლური ქვეყანა ამბობს, 24 თებერვლის ...

Read More »
გაზის დამატებითი მოცულობის მიღების შესახებ ხელშეკრულება "სოკართან" დღეს გააფორმდება

SOCAR-მა მ/წელს ნავთობის გადამუშავების მოცულობა 11%-ზე მეტით გაზარდა

მიმდინარე წლის პირველი ორი თვის განმავლობაში აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ (SOCAR) გადაამუშავა 1,044 მილიონი ტონა ნავთობი. აღნიშნულის შესახებ “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” იუწყება”. SOCAR-ის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის იანვარ-თებერვლის თვეებში ზრდამ შეადგინა 11,3%. ცნობისათვის, გასული წლის იანვარ-თებერვლის თვეებში გადამუშავდა 937,9 ათასი ტონა ნავთობი. ამ ხნის განმავლობაში სოკარის მიერ გადამუშავებული ნავთობიდან მიღებული სანავთობის ბიტუმის მოცულობა გაიზარდა 64,3%-ით, ტექნიკური ბუტანის – 59%-ით, საღუმელე მაზუთის ...

Read More »

აშშ-ს სტრატეგიული რეზერვიდან ნავთობის გაცემის გეგმამ ბაზრებზე ფასები შეამცირა

ხუთშაბათს ნავთობის ფასები მკვეთრად დაეცა, როდესაც ცნობილი გახდა, რომ შეერთებული შტატები თავისი სტრატეგიული მარაგიდან 180 მილიონი ბარელი ნავთობის გაცემაზე ფიქრობს. სტრატეგიული მარაგის თითქმის 50 წლიანი ისტორიის მანძილზე, ეს ყველაზე დიდი მოცულობა იქნება. მაისისთვის „ბრენტის“ ვადიანი გარიგებები 6.95 დოლარით, ანუ 6.13 პროცენტით 106.6 დოლარამდე შემცირდა. მაისის კონტრაქტი ხუთშაბათს მთავრდება და ყველაზე აქტიური ვაჭრობა მიმდინარეობდა ივნისის ვადიან გარიგებებზე, რომელზეც ფასი 6.66 დოლარით, ...

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 3.4 მლნ ბარელით გაიზარდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 3.4 მილიონი  ბარელით გაიზარდა და შეადგინა 409.9 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები  გაიზარდა  0.8   მილიონი ბარელით  და შეადგინა  238.8  მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  გაიზარდა 1.4  მილიონი ბარელით და შეადგინა  113.5 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში გაიზარდა 100 ათასი  ბარელით  და შეადგინა 11,7 ...

Read More »
ნავთობის ფასი 6-წლიან მინიმუმამდე დაეცა

ამერიკელების ნაწილი იაფი ბენზინის საყიდლად მექსიკაში მიდის

აშშ-ში ბენზინის ფასები კვლავ იზრდება, ამიტომ ამერიკელები ეძებენ უფრო იაფ გზებს ავზების შესავსებად, მათ შორის სხვა ქვეყნებში. კალიფორნიის შტატის მცხოვრებლები, სადაც ბენზინის ფასები სტაბილურად ერთ-ერთი ყველაზე ძვირია, საწვავის ხარჯების დასაზოგად აშშ-მექსიკის საზღვართან მიდიან. რუსეთი ნავთობის სიდიდით მესამე მწარმოებელია მსოფლიოში და კონფლიქტმა გამოიწვია ბენზინის ფასის შეერთებულ შტატებში და სხვაგან ზრდა. ამ თვის დასაწყისში, ამერიკული საავტომობილო ასოციაციის (AAA) თანახმად, ბენზინის საცალო გალონის ...

Read More »
საუდის არაბეთმა რუსული ნავთობის წინააღმდეგ ბრძოლა ახალი ბრძოლა დაიწყო

არაბეთის გაერთიანებული საემიროების მრეწველობის მინისტრის აზრით, ნავთობზე მოთხოვნილება პანდემიამდელ დონეს წლის ბოლოსთვის დაუბრუნდება

ნავთობზე მოთხოვნის დაბრუნება კორონავირუსამდელ დონემდე შესაძლებელია მოხდეს მიმდინარე წლის ბოლო კვარტალში, მიიჩნევს, არაბეთის გაერთიანებული საემიროების მრეწველობის მინისტრისა  და ამავე დროს აბუ დაბის სახელმწიფო ნავთობკომპანია ADNOC-ის ხელმძღვანელ სულთან ალ-ჯაბერის განაცხადებაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. „სავარაუდოდ, ნავთობზე მოთხოვნილება კორონავირუსამდელ დონეს დაუბრუნდება მიმდინარე წლის ბოლო კვარტალში. უახლოეს პერიოდში მიწოდება მოთხოვნილებასთან შედარებით კლებას დაიწყებს“, – განაცხადა მან არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში გლობალურ ენერგეტიკულ ფორუმზე ...

Read More »

რუსული ნავთობის გასაღების ძირითად ბაზრად, სავარაუდოდ, აზია იქცევა

რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობისა და საერთაშორისო საზოგადოების მიერ ოკუპანტი ქვეყნისთვის მკაცრი ეკონომიკური სანქციების დაწესების ფონზე, ენერგეტიკული სექტორში გლობალური ტენდენციები მკვეთრად იცვლება. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რუსული ნავთობის გასაღების ძირითად ბაზრად აზია იქცევა. ამჟამად რუსული ბუნებრივი რესურსების, მათ შორის ნედლი ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის ძირითადი სარეალიზაციო ბაზარი ევროკავშირია, რომლის ენერგეტიკული მოთხოვნის თითქმის 45%-ს რუსეთის ფედერაცია აკმაყოფილებს. რუსეთის უკრაინაში შეჭრამ ოკუპანტი ქვეყნის ენერგორესურსების მიმართ ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის 30 მარტის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  113.92 (+3.56)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  108.05 (+3.81)  დოლარი/ბარელზე.

Read More »