ნავთობზე მოთხოვნის დაბრუნება კორონავირუსამდელ დონემდე შესაძლებელია მოხდეს მიმდინარე წლის ბოლო კვარტალში, მიიჩნევს, არაბეთის გაერთიანებული საემიროების მრეწველობის მინისტრისა და ამავე დროს აბუ დაბის სახელმწიფო ნავთობკომპანია ADNOC-ის ხელმძღვანელ სულთან ალ-ჯაბერის განაცხადებაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.
„სავარაუდოდ, ნავთობზე მოთხოვნილება კორონავირუსამდელ დონეს დაუბრუნდება მიმდინარე წლის ბოლო კვარტალში. უახლოეს პერიოდში მიწოდება მოთხოვნილებასთან შედარებით კლებას დაიწყებს“, – განაცხადა მან არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში გლობალურ ენერგეტიკულ ფორუმზე გამოსვლისას.
მისი თქმით, დღეისათვის მოთხოვნილება გაიზარდა დაახლოებით სამი მილიონი ბარელით/დღეში გასულ წელთან შედარებით.