სამხრეთ კორეა თავისი სტრატეგიული რეზერვებიდან 4,42 მილიონ ბარელ ნავთობს გამოყოფს. აღნიშნული გადაწყვეტილება სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიიღო. განცხადებას ამის შესახებ სამხრეთ კორეის ვაჭრობის, წარმოებისა და ენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროში მიიჩნევენ, რომ ენერგეტიკული რესურსები არ უნდა იყოს გამოყენებული გეოპოლიტიკურ ინსტრუმენტად. „აღნიშნული გადაწყვეტილება მიმართულია შიდა და საერთაშორისო ენერგეტიკული ბაზრის სტაბილიზაციისა და ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა სახელმწიფოებისთვის სოლიდარობის დემონსტრირებისკენ. ...
Read More »