ნავთობპროდუქტები

Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 40 დოლარზე რჩება

“ოპეკი +”-ის ქვეყნები შეთანხმდნენ ნავთობის მოპოვების მოცულებებზე თებერვლისა და მარტისთვის

“ოპეკი +”-ის ქვეყნები და მაში არ შემავალი ქვეყნები შეთანხმდნენ თებერვალსა და მარტში ნავთობის მოპოვების პარამეტრებზე. რუსეთი თებერვლის თვეში გაზრდის ნავთობის მოპოვებას 65 ათასი ბარელით დღე/ღამეში, ყაზახეთი – 10 ათასი ბარელით დღე/ღამეში, “ოპეკი +”-ის ქვეყნების მიერ საერთო ჯამური შეზღუდვა 2021 წლის იანვრის თვეში შეადგენს 7,2 მილიონ ბარელს დღე/ღამეში, თებერვალსა და მარტში 7,125 მილიონ ბარელს დღე/ღამეში. “შეხვედრის შედეგებიდან გამომდინარე ქვეყნებმა გადაწყვიტეს, რომ ...

Read More »

„გაზპრომი“ ბიტკოინის საწარმოს ხსნის, რომელიც გაზის ენერგიაზე იმუშავებს

რუსული „გაზპრომი“ ახალ ბიზნესში იწყებს საქმიანობას – ბიტკოინის მოპოვება. კომპანიამ გადაწყვიტა გამოიყენოს ნავთობისა და გაზის მარაგები ბიტკოინის საწარმოებლად. კომპანია არის რუსეთის გაზის მონოპოლისტი და მსოფლიოში სიდიდით მე -10 ნავთობმწარმოებელი. „გაზპრომი“ ხელმძღვანელობს ისეთ ტრანსსასაზღვრო გაზსადენებთან დაკავშირებულ პროექტებს, როგორიცაა Nord Stream და South Stream, რომელიც რუსულ გაზს ევროპას აწვდის. “გაზპრომი” ახლა უკვე შეეცდება კრიპტოვალუტის ბაზარზე შესვლასაც. კომპანიის ახალი ობიექტი მდებარეობს ციმბირის ჩრდილო–დასავლეთ ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

2021 წლის  5 იანვრის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  53,60  (+  2,51) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  49,93  (+  2,31)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
ოპეკი ნავთობის ფასის ზრდას გეგმავს

2021 წლის I ნახევარში OPEC-ი ნავთობის ბაზარზე რისკებს პროგნოზირებს

OPEC-ის გენერალური მდივანი მუჰამედ ბარკინდო, 2021 წლის პირველ ნახევარში, ნავთობის ბაზარზე რისკების არსებობას პროგნოზირებს. მისი განცხადებით, ეს ძირითადად კორონავირუსის ახალი შტამით იქნება გამოწვეული. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „მიუხედავად იმისა, რომ სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა, მსოფლიოს მასშტაბით, ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებლად ითვლება, ვშიშობთ, რომ კორონავირუსის ახალი შტამი 2021 წლის პირველ ნახევარში ნავთობის ბაზარზე რისკებს გაზრდის“, – განაცხადა ბარკინდომ. მისი თქმით, გლობალური ეკონომიკური ...

Read More »

მოსალოდნელია თუ არა საწვავზე ფასის მატება იანვარში?

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის, ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, ნავთობზე ფასების მატება მოსალოდნელია. მისი თქმით, ეს განპირობებულია იმით, რომ პანდემიის დაძლევის მოლოდინები ოპტიმისტურია. „ნავთობის ფასი გასულ წელს ისტორიულად ერთ-ერთ დაბალ ნიშნულზე იყო. განსაკუთრებით მარტ-აპრილში, ზოგადად მთელი წელი სანავთობე ინდუსტრიისთვის იყო უაღრესად ნეგატიური, ვინაიდან ფასები იყო ძალიან დაბალი, რაც განპირობებული იყო პანდემიით. ნოემბრიდან როდესაც დააანონსეს, რომ ვაქცინა უკვე გამოჩნდებოდა, და გაჩნდა პოზიტიური მოლოდინები, ...

Read More »

საუდის არაბეთში გაზისა და ნავთობის 4 ახალი საბადო აღმოაჩინეს

საუდის არაბეთმა სამეფოს სხვადასხვა ტერიტორიაზე გაზისა და ნავთობის 4 ახალი საბადო აღმოაჩინა. როგორც ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა აბდელ აზიზ ბენ სალმან ალ საუდმა განაცხადა, ამჯერად Saudi Aramco მუშაობს ახალ საბადოებზე მარაგების მოცულობისა და ფართობის დასადგენად. „არატრადიციული ნავთობი აღმოჩნდა ერ-რიშის საბადოზე დაჰრანის ჩრდილო-დასავლეთით. იქ ნომერ მეორე ჭაბურღილიდან ყოველდღიურად გადმოდის 4452 ბარელი მსუბუქი არაბული ნავთობი და 3,2 მილიონი ფუტი (90614 კუბური მეტრი) ბუნებრივი ...

Read More »

OPEC + ქვეყნებმა ნავთობის მოპოვების აღდგენა დაიწყეს

OPEC + ალიანსი ცხრა თვიანი მოპოვების შემცირების შემდეგ კვლავ იწყებს მის გაზრდას, იუწყება TASS. აღდგენის ტემპები დაბალი იქნება – ზრდა არ უნდა აღემატებოდეს 0,5 მილიონ ბარელს დღეში. ამგვარი მექანიზმის საშუალებით, ექსპორტიორი ქვეყნების ჯგუფი, რომლებიც მსოფლიო ბაზრის 40% -ს შეადგენს, გეგმავს მიწოდების კონტროლს. და თუ სიტუაცია გაუარესდება, აღნიშნული შეაჩერებს ახალი ჭაბურღილების ექსპლუატაციის პროცესს. OPEC + ქვეყნები 2021 წლის იანვარში გაზრდიან ნავთობის ...

Read More »

ნავთობის ბაზარზე 10 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი წელი დაფიქსირდა

ბოლო 10 წლის განმავლობაში ნავთობკომპანიებისა და ბაზრისთვის ეს წელი ყველაზე ცუდი იყო, წერს The Wall Street Journal. მხოლოდ პირველ ცხრა თვეში ნავთობის მწარმოებლებმა ჩამოწერეს 145 მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივები. მაგალითად, 2015 წელს ეს თანხა ორჯერ ნაკლები იყო (72,1 მილიარდი დოლარი). მიუხედავად იმისა, რომ წლევანდელ სტატისტიკურ მონაცემებში არ შედის ExxonMobil– ის ჩამოწერილი 20 მილიარდ დოლარი (აღნიშნული მოხდება მეოთხე კვარტალში), ისევე არაა ...

Read More »

ნავთობპროდუქტების სექტორის 2020 წლის მიმოხილვა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2020 წელი ნავთობპროდუქტების ბიზნეს-სექტორისათვის, ისევე როგორც ყველა ბიზნეს-ინდუსტრიისათვის მნიშვნელოვანი გამოწვევებით ხასიათდებოდა. როგორც იმპორტიორთა კავშირში ამბობენ, უმთავრესი გამოწვევა რა თქმა უნდა, არის პანდემია COVID-19. „წლის განმავლობაში, საქართველოს მთავრობის მიერ, ქვვეყანაში დაწესებულმა სხვადასხვა სახის შეზღუდვებმა ბუნებრივად გამოიწვია სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის შეზღუდვა, რამაც მოახდინა საწვავის მოხმარების შემცირება და შესაბამისად, საწვავის გაყიდვების მაჩვენებლის კლება. მეორე მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო საქართველოს ეროვნული ...

Read More »

ჩინეთი სულ უფრო მეტ ნავთობსა და გაზს მოიპოვებს

ზედიზედ მეოთხე წელია, ჩინეთში გაზის მოპოვება იზრდება 10 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტით წელიწადში. 2021 წელს ბუნებრივი გაზის მოპოვება სავარაუდოდ 186 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბებს, თქვა ჩინეთის სახელმწიფო ენერგეტიკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ჩანგ ძიანჰუამ. ჩინეთის ენერგო სემინარზე სიტყვით გამოსვლისას, ჩანგ ძიანჰუამ ასევე ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ჩინეთში ნედლი ნავთობის წარმოება ზედიზედ ორი წლის განმავლობაში სტაბილურად იზრდება და წელს 194 მილიონ ტონას მიაღწია. ...

Read More »