პოლიტიკა

ბრიუსელი ბუნებრივი აირის ფასების დასტაბილურების მიზნით რეზერვების შექმნას აანონსებს

ევროკომისია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ბუნებრივი აირის ნებაყოფლობითი სტრატეგიული რეზერვების შექმნას სთავაზობს, რაც მთელი ბლოკისათვის მიწოდების სტაბილურობას განაპირობებს. სამიტის წინ, ევროკავშირის ქვეყნებთან გაზიარებული დოკუმენტის საფუძველზე, Reuters-ი იტყობინება, რომ შემოთავაზებული სისტემა ევროკავშირის გაზის ბაზრის წესების განახლების ნაწილია. ევროკავშირი, აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, ბლოკის წევრ ქვეყნებს რეკომენდაციას აძლევს, ერთობლივად და ნებაყოფლობით შეიძინონ ბუნებრივი აირი სტრატეგიული რეზერვების შესაქმნელად. ოქტომბერში ბრიუსელმა დაადასტურა, რომ ისინი ერთობლივი სტრატეგიული ...

Read More »

ევროკომისია აირებისა და ბირთვულ საინვესტიციო წესებს წარადგენს

ევროკომისია, მომავალი წლის დასაწყისისთვის, გეგმის წარდგენას აანონსებს, რომელიც აირსა და ბირთვულ ენერგიას, ევროკავშირის მწვანე ფინანსური პოლიტიკის ფარგლებში, კლიმატისთვის მეგობრულ ინვესტირებად განიხილავს. განხილვისას გადაწყდება, შეიტანენ თუ არა ბირთვულ და ბუნებრივ აირს ორგანიზაციის „მდგრად ფინანსურ ტაქსონომიაში“ – ერთგვარ ინსტრუქციაში, რომელიც შეზღუდავს კლიმატისთვის ხელსაყრელი ინვესტიციებისთვის სტატუსის მიმნიჭებელ აქტივობებს. წესდების შესახებ წინადადების წარდგენამდე, ევროკომისიამ ის ჯერ წევრ სახელმწიფოებს და ექსპერტ მრჩეველთა ჯგუფს უნდა წარუდგინოს, ...

Read More »

როგორ და რატომ ზეიმობენ „ენჯეოშნიკები” ქვეყნიდან ინვესტორის გაგდებას?

გინახავთ, მტრის დამარცხება და გამარჯვებას როგორ ხვდებიან? აქამდე მეც არ მქონდა ნანახი, მაგრამ ვნახე…. ანტიჰესელებმა “ენკაზე” გამარჯვების აღსანიშნავად „საზეიმო მიღება” მოაწყვეს. ობიექტურობისთის უნდა ითქვას, რომ ამ შეხვედრას ოფიციალურად „საზეიმო მიღება” კი არა, ნამახვანჰესის ექვსთვიანი მედიაციის შეჯაება ერქვა. შესაბამისად, დამსწრეთა უმეტესობა ანტიჰესელი იყო, აქედან ზოგი „მწვანე” გახლდათ და ზოგიც – მწვანე ექსპერტი, ან იურისტი. შეხვედრის პათოსი თავიდანვე იგრძნობოდა – დამსწრე საზოგადოების ...

Read More »

ვენაში 27 დეკემბერს განახლდება მოლაპარაკება ირანის ბირთვული შეთანხმების აღდგენაზე

ვენაში 27 დეკემბერს განახლდება ირანთან მიმდინარე მოლაპარაკება, რომელიც მიზნად ისახავს 2015 წლის ბირთვული ხელშეკრულების აღდგენას – განაცხადა ევროკავშირის კოორდინატორმა, ენრიკე მორამ. “ვენის მოლაპარაკება განახლდება ორშაბათს, 27 დეკემბერს. … ერთობლივი კომისია შეხვედრას გამართავს და სამომავლო კურსს დაადგენს”, – წერს მორა 23 დეკემბერს ტვიტერზე. აშშ მიმდინარე მოლაპარაკებებში ირიბი ფორმით მონაწილეობს. ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 2018 წელს თავისი ქვეყანა ხელშეკრულებიდან გაიყვანა და ირანს ...

Read More »

საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ფრანსუა ფიონი რუსული ნავთობკომპანია „სიბურის“ დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა

საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ფრანსუა ფიონი რუსული კომპანია „სიბურის“ დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. როგორც კომპანია აღნიშნავს, ფრანსუა ფიონი დამოუკიდებელი დირექტორი გახდა. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ფრანსუა ფიონი 2021 წლის ივლისიდან არის ასევე კომპანია „ზარუბეჟნეფტის“ დირექტორთა საბჭოს წევრი. „სიბური“ რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობქიმიური კომპანიაა. ფრანსუა ფიონი საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2007-2012 წლებში ნიკოლა სარკოზის პრეზიდენტობის ...

Read More »

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი: ირანთან ბირთვული დიპლომატია შესაძლოა “რამდენიმე კვირაში” ამოიწუროს

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის მთავრობის მრჩეველი, ჯეიკ სალივანი გამოდის გაფრთხილებით, რომ მიმდინარე დიპლომატიური ძალისხმევა, რომელიც მიზნად ისახავს ირანთან 2015 წელს გაფორმებული ბირთვული ხელშეკრულების აღდგენას, შესაძლოა “რამდენიმე კვირაში” ამოიწუროს. 22 დეკემბერს, ისრაელში ვიზიტისას სალივანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ვაშინგტონი და მისი პარტნიორები განიხილავენ დროის ჩარჩოების დაწესებას ირანთან დიპლომატიისთვის. “საჯაროდ კალენდარში რაიმე თარიღს არ შემოვხაზავთ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ დახურულ კარს მიღმა ვმსჯელობთ ...

Read More »

“გაზპრომი” ევროპას აშანტაჟებს – სერგეი მაკოგონი

უკრაინამ, საწვავის ტრანზიტის გაზრდაზე უარის თქმის გამო, “გაზპრომი” ევროპის შანტაჟში დაადანაშაულა. ამის შესახებ გამოცემა Deutsche Welle წერს. უკრაინის გაზოპერატორის GTS-ის ხელმძღვანელმა, სერგეი მაკოგონმა, 20 დეკემბერს, Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში გამოთქვა მოსაზრება, რომ ამ გზით რუსეთი გერმანულ-რუსული საკამათო გაზსადენის “ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის” სერტიფიცირების დაჩქარებას ცდილობს. „ევროკავშირში გაზის ზედმეტად მაღალი ფასების (1800 დოლარი ათას კუბურ მეტრზე), ხელმისაწვდომი უფასო სატრანზიტო სიმძლავრეებისა და რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელის განცხადებების ...

Read More »

ბაქოში აზერბაიჯან-თურქეთის პირველი ენერგეტიკული ფორუმი გაიმართება

21-22 დეკემბერს ბაქო აზერბაიჯან-თურქეთის პირველ ენერგეტიკულ ფორუმს უმასპინძლებს, რომელსაც აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი ფარვიზ შაჰბაზოვი და თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ფატიჰ დონმეზი გაუძღვებიან. აღნიშნულის შესახებ, აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, აზერბაიჯანული report იუწყება, 21 დეკემბერს, ფორუმის ფარგლებში, დაგეგმილია სამუშაო ჯგუფების შეხვედრები, რომელსაც  ნახშირწყალბადებისა და ნავთობქიმიის, ელექტროენერგიის, განახლებადი ენერგიის წყაროების და რეგულირების დარგში ორი ქვეყნის სპეციალისტები დაესწრებიან. ასევე, ...

Read More »

აშშ მოუწოდებს ევროკავშირს, რუსეთის წინააღმდეგ ენერგეტიკული და საბანკო სანქციები მოამზადოს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯონ ბაიდენის ადმინისტრაცია მოუწოდებს ევროკავშირის მოკავშირეებს, რუსული ბანკებისა და ენერგეტიკული კომპანიების წინააღმდეგ სანქციების ფართო პაკეტზე მუშაობა დაასრულონ. ამის შესახებ Bloomberg წერს. მისი ცნობით, სავარაუდოდ, სანქციები ერთობლივად ამოქმედდება, თუ კრემლი უკრაინაში შეიჭრება. მედიის ცნობით, დაჩქარების მიზეზი ისიცაა, რომ ვლადიმერ პუტინმა უკრაინის საზღვრებიდან ჯარების გაყვანის ნიშნები არ აჩვენა. აშშ-ში მიიჩნევენ, რომ სანქციების კონკრეტულ ვარიანტებზე შეთანხმება რუსეთის პრეზიდენტს ძლიერ სიგნალს გაუგზავნის. ...

Read More »

ევროპელები ირანს აფრთხილებენ, რომ შეთანხმების მისაღწევად “დრო იწურება”

ევროპელი დიპლომატები ბირთვული მოლაპარაკების ფარგლებში ირანის პოზიციების გამო შეშფოთებულები არიან და აცხადებენ, რომ ირანელი დიპლომატები ახალ მოთხოვნებს აყენებენ, რაც „ძვირფასი დროის“ დაკარგვას იწვევს. მათივე განცხადებით, საბოლოო შეთანხმების მიღწევისთვის „დრო იწურება“. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ დიპლომატია ჯერ ისევ საუკეთესო არჩევანია, რომელიც ყველა სხვა ალტერნატივას სჯობს. ვენაში ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული ხელშეკრულების მოლაპარაკება გასულ კვირას განახლდა. დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის ...

Read More »