“გაზპრომი” ევროპას აშანტაჟებს – სერგეი მაკოგონი

უკრაინამ, საწვავის ტრანზიტის გაზრდაზე უარის თქმის გამო, “გაზპრომი” ევროპის შანტაჟში დაადანაშაულა. ამის შესახებ გამოცემა Deutsche Welle წერს.

უკრაინის გაზოპერატორის GTS-ის ხელმძღვანელმა, სერგეი მაკოგონმა, 20 დეკემბერს, Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში გამოთქვა მოსაზრება, რომ ამ გზით რუსეთი გერმანულ-რუსული საკამათო გაზსადენის “ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის” სერტიფიცირების დაჩქარებას ცდილობს.

„ევროკავშირში გაზის ზედმეტად მაღალი ფასების (1800 დოლარი ათას კუბურ მეტრზე), ხელმისაწვდომი უფასო სატრანზიტო სიმძლავრეებისა და რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელის განცხადებების მიუხედავად, რომელიც ევროკავშირში მიწოდების გაზრდას ითვალისწინებდა, “გაზპრომს” იანვრისთვის დამატებითი სიმძლავრე არ დაუჯავშნია. „გაზპრომი“ არ გეგმავს ტრანზიტის გაზრდას დღეში 109 მილიონ კუბურ მეტრზე მეტით, რაც გათვალისწინებულია არსებული ხელშეკრულებით. დასკვნები აშკარაა – ევროპის შანტაჟი “ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის” უსწრაფესი სერტიფიცირების მიზნით გრძელდება“, – წერს მაკოგონი.

„გაზპრომს“ ბრალდებებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. 20 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ რუსულმა კონცერნმა იანვარში უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტის დამატებითი სიმძლავრეების დაჯავშნაზე უარი განაცხადა.

წყარო: report.ge

Leave a Reply