პოლიტიკა

საქართველომ გაზპრომთან შეთანხმებას მიაღწია

ავსტრალიამ “გაზპრომს” და სხვა კომპანიებს სანქციები დაუწესა

ავსტრალია, უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით, მოსკოვის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებს, რომლებიც 14 კომპანიას შეეხო. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. სანქციათა ახალ სიაში მოხვდნენ: “კამაზი”, “გაზპრომი”, “გაზპრომ ნეფტი”, “ტრანსნეფტი”, “როსტელეკომი”, “რუსგიდრო”, “სევმაში” და “გაერთიანებული გემთმშენებელი კორპორაცია”. ასევე, ჰოლდინგი “როსელექტრონიკა”, “რუსეთის რკინიგზა”, “ნოვოროსიისკის საზღვაო სავაჭრო პორტი”, ALROSA, “სოგაზი” და “სოვკომფლოტი”. მანამდე, ავსტრალიას ჰქონდა დაწესებული სანქციები რიგი რუსი ბინესმენისა და ხელისუფლების წარმომადგენლისთვის, მათ ...

Read More »

იტალია რუსულ ენერგიაზე ემბარგოს ვეტოს არ დაადებს, თუ EU ფასებზე ზედა ზღვარს დააწესებს

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუიჯი დი მაიომ CNN-თან საუბრის დროს აღნიშნა, რომ იტალია ნავთობისა და გაზის ფასების გაზრდის მიუხედავად, რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე, რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობს. “ამ ეტაპზე ენერგიის ღირებულება ჩვენი პირველი საზრუნავია. იტალია რუსულ ენერგიაზე ემბარგოს ვეტოს არ დაადებს. […] არსებობენ კომპანიები, რომლებიც ელექტროენერგიაში 400%-ით მეტს იხდიან. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ის სპეკულაცია, რასაც ენერგიის ფასზე ზედა ზღვრის დაწესება იწვევს. ჩვენ ამის მიღწევას ევროპული ენერგო ...

Read More »

ავსტრიის კანცლერი: ვენა, ბერლინი და ბუდაპეშტი რუსული გაზის ემბარგოს ეწინააღმდეგებიან

ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა განაცხადა, რომ ვენა, ბერლინი და ბუდაპეშტი ეწინააღმდეგებიან რუსულ გაზზე ემბარგოს დაწესებას. “რუსულ გაზზე ემბარგოს წინააღმდეგი მხოლოდ ავსტრია არ არის. მეორე მხრივ, ავსტრია მხარს უჭერს ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნებთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, მაგრამ სანქციებმა უფრო მეტად რუსეთს უნდა დაარტყას, ვიდრე ევროკავშირს”, – თქვა ნეჰამერმა.

Read More »

შვეიცარიამ რუსეთიდან ნახშირის იმპორტი აკრძალა

შვეიცარიამ რუსეთიდან ნახშირის, ხე-ტყისა და არყის იმპორტი აკრძალა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს და წერს, რომ ეს ოკუპანტი ქვეყნისადმი დაწესებული სანქციების მე-5 პაკეტია. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

Read More »

ვლადიმერ პუტინი – რუსეთს შეუძლია, გაზარდოს ენერგორესურსების მიწოდება მსოფლიოს სხვა რეგიონებში

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ დასავლეთის მიერ რუსულ ენერგორესურსებზე უარის თქმის საპასუხოდ, „რუსეთს შეუძლია, გაზარდოს ენერგორესურსების მიწოდება მსოფლიოს სხვა რეგიონებში“. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა არქტიკის განვითარების საკითხთან დაკავშირებით გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ვლადიმერ პუტინის თქმით, დასავლური ქმედებების გამო, არქტიკის რეგიონში დარღვეულია სატრანსპორტო-ლოგისტიკური ჯაჭვი, რის გამოც რუსეთს შეექმნა გარკვეული სირთულეები. „თქვენ იცით, რომ ახლა არამეგობრული ქვეყნების ქმედებების გამო, სატრანსპორტო ლოგისტიკური ჯაჭვების რიგი ...

Read More »

ჯო ბაიდენი: 30-მა ქვეყანამ საკუთარი რეზერვებიდან 60 მილიონი ბარელი ნავთობი გამოყო, რათა წინააღმდეგობა გავუწიოთ ნავთობზე რუსეთის მიერ გამოწვეულ ფასის ზრდას

30-მა ქვეყანამ საკუთარი რეზერვებიდან 60 მილიონი ბარელი ნავთობი გამოყო, რათა წინააღმდეგობა გავუწიოთ ნავთობზე რუსეთის მიერ გამოწვეულ ფასის ზრდას, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა twitter-ზე დაწერა. „პუტინის უკრაინაში შეჭრამ მთელს მსოფლიოში გაზარდა გაზისა და სურსათის ფასები. მარტის თვეში ფასის 70-პროცენტიანი ზრდა პუტინის მიერ ფასების გაძვირებამ გამოიწვია. ვაკეთებ ყველაფერს რაც შემიძლია, რომ ფასი შემცირდეს“, – წერს ჯო ბაიდენი.

Read More »

ვლადიმერ პუტინი – რუსეთი შეიმუშავებს ახალი თაობის ტექნოლოგიებს კოსმოსში ბირთვული ენერგიისთვის

რუსეთი შეიმუშავებს ახალი თაობის სატრანსპორტო კოსმოსურ ხომალდს და ტექნოლოგიებს კოსმოსში ბირთვული ენერგიისთვის, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დღეს რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, ვოსტოჩნის კოსმოდრომზე განაცხადა. ბელარუსის ლიდერთან ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრაზე პუტინმა გაიხსენა საბჭოთა კავშირის კოსმოსში მიღწეული წარმატებები და თქვა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ვერანაირი სანქცია ვერ შეაჩერებს მის პროგრესს. კრემლის ლიდერმა აღნიშნა, რომ რუსეთი ამ წლის ბოლოს მთვარის ზონდს „Luna-25”-ს ...

Read More »

მარინ ლე პენი აცხადებს, რომ რუსულ გაზსა და ნავთობზე სანქციებს არ ემხრობა, მაგრამ ყველა სხვა სანქციას მხარს უჭერს

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი მარინ ლე პენი რუსულ გაზსა და ნავთობზე სანქციებს არ ემხრობა, მაგრამ ყველა სხვა სანქციას მხარს უჭერს. ფრანგულ მედიასთან საუბარში მარინ ლე პენმა თქვა, რომ არ სურს, სანქციებმა საფრანგეთის მოსახლეობა დააზარალოს. ულტრამემარჯვენე ლე პენი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს დაუპირისპირდება. გამოკითხვის თანახმად, მაკრონსა და ლე პენს შორის საბოლოო ბრძოლა შეიძლება, უკიდურესად დაძაბული იყოს. საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 24 აპრილს არის ...

Read More »
მსოფლიოში უდიდესი ქვანახშირის მომპოვებელი კომპანია გაკოტრებულია

ჩინეთი 2022 წელს რუსული ნახშირის იმპორტს 30%-ით გაზრდის – Bloomberg

ჩინეთში რუსული ნახშირის მიწოდების მოცულობა 2022 წელს 30%-ით, 71 მილიონ ტონამდე გაიზრდება. ამის შესახებ დღეს, 12 აპრილს Bloomberg, Morgan Stanley-ის ანალიტიკოსებზე დაყრდნობით წერს. ექსპერტების აზრით, ჩინეთმა შესაძლოა მიიღოს საწვავი, რომელიც ადრე იაპონიისთვის იყო განკუთვნილი. ამავდროულად, ბანკის ცნობით, რუსეთი, დიდი ალბათობით, ევროპის ქვეყნებისთვის განკუთვნილ ნახშირს აზიაში არ გადამისამართებს. ვარაუდობენ, რომ ნახშირი ჩინეთს საზღვაო გზით მიეწოდება, კერძოდ ტანგშანის პორტს. ანალიტიკოსები თვლიან, რომ ...

Read More »

ევროკავშირმა რუსეთიდან 8 მლრდ ევროს ნახშირის იმპორტი და ტრანზიტი აკრძალა

რამდენიმედღიანი კონსულტაციების შემდეგ ევროკავშირმა გასული კვირის ბოლოს ანტირუსული სანქციების მეხუთე პაკეტი წარადგინა. იგი მოიცავს 8 მილიარდი ევროს ემბარგოს ნახშირის იმპორტზე,  ასევე კრძალვას პროდუქციის ფართო სპექტრის რუსეთში ექსპორტს, მათ შორის ფოტოფირების, საბეჭდი მელანის, ქაღალდის, გარკვეული ტურბინებისა, ძრავების და სხვა. ასევე ნავთობქიმიური აღჭურვილობის იმპორტს СПГ პროექტისთვის. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში. „წინა ოთხ პაკეტთან ერთად, ეს სანქციები გაზრდის ეკონომიკურ ზეწოლას კრემლზე, ...

Read More »