პოლიტიკა

ევროკავშირმა ხაზი გაუსვა საქართველოს როლს ენერგოუსაფრთხოებაში

ევროკავშირმა შეაქო საქართველო რეგიონალური და ევროპის მასშტაბით ენერგეტიკული უსაფრთხოების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს ერთობლივ პრესრელიზში, იუწყება აზერბაიჯანული პრესა. ევროკავშირმა ხაზი გაუსვა საქართველოს სატრანზიტო როლს სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით, კასპიის ზღვიდან ევროპის ბაზრებზე ნავთობისა და ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებაში. დოკუმენტში ასევე ხაზი გაესვა იმას, რომ ევროკავშირი მიიჩნევს საქართველოს მთავარ პარტნიორად რეგიონში და დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თანამშრომლობას საგარეო ...

Read More »

ბაიდენი Nord Stream 2-ის წინააღმდეგ ახალ სანქციებს განიხილავს

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია დამატებით სანქციებს განიხილავს Nord Stream 2-ის მშენებლობის დაბლოკვის მიზნით. პოტენციურად, სანქციები შეიძლება შეეხოს Nord Stream 2 AG-ს, რომელიც პროექტის დამფუძნებელი კომპანიაა. გარდა ამისა, სანქციები, სავარაუდოდ, შეეხება სადაზღვევო და იმ კომპანიებს, რომლებიც მშენებლობას დამხმარე მასალებით ამარაგებენ. მას შემდეგ, რაც თებერვალში აშშ-მა სანქციები მხოლოდ Fortuna 1-ს დააკისრა, ბაიდენის ადმინისტრაციაზე ორპარტიული ზეწოლა გაიზარდა და კანონმდებლები სანქციების გაფართოებას ითხოვდნენ. Nord Stream ...

Read More »

IAEA-ის ხელმძღვანელის თქმით, აშშ შეიძლება დაუბრუნდეს ირანის ბირთვულ პროგრამაზე გარიგებას

გაეროს ატომური ენერგეტიკის სააგენტოს ხელმძღვანელმა, რაფაელ გროსიმ განაცხადა, რომ აშშ შეიძლება დაუბრუნდეს ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე 2015 წელს მიღწეულ გარიგებას, მაგრამ აღნიშნა, რომ ორივე მხარემ უნდა გამოთქვას მოლაპარაკებებში მონაწილეობის სურვილი. გროსიმ ეს განცხადება 16 მარტს გააკეთა ევროპარლამენტის სამი კომიტეტის წინაშე ონლაინ რეჟიმში გამოსვლისას. აშშ-მა შეთანხმება 2018 წელს მიატოვა დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას, მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მიანიშნა, რომ ვაშინგტონს სურს, ...

Read More »
ირანი მზად არის საქართველოს მიაწოდოს გაზის საკმარისი მოცულობები, როგორც შიდა მოხმარებისთვის, ასევე ტრანზიტისთვის

ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ცნობით, ირანმა ურანის გამდიდრება ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით დაიწყო

ირანმა ნათანზის მიწისქვეშა ბირთვულ რეაქტორში ურანის გამდიდრება დაიწყო მაღალტექნოლოგიური ცენტრიფუგების კასკადის გამოყენებით. ეს თეირანის მიერ 2015 წლის შეთანხმების დარღვევის უკანასკნელი შემთხვევაა. ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) 17 მარტს განაცხადა, რომ ორი დღის წინ სააგენტოს დირექტორმა რაფაელ გროსიმ წევრ ქვეყნებს შეატყობინა, რომ ირანი ამჟამად უფრო სწრაფ IR-4 ცენტრიფუგებს იყენებს ურანის გასამდიდრებლად 5%-იანი სისუფთავის მისაღწევად. მაღალტექნოლოგიური ცენტრიფუგების გამოყენება არღვევს თეირანსა და მსოფლიოს ...

Read More »

ნათია თურნავა: მთავრობის წევრის დანიშვნა, ან გადაყენება პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა

„ძალიან სამწუხაროა, რომ ეს საპროტესტო მოძრაობა ნელ-ნელა სულ უფრო რადიკალური ხდება, რადიკალიზაციისკენ მიდის და ამის დასტურია ის, რომ აქციაზე ისმოდა წმინდა პოლიტიკური მოთხოვნები, რომელსაც არ აქვს არანაირი კავშირი ეკოლოგიასთან“, – ასე გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტს. „მიუღებელია ჩვენთვის ულტიმატუმის ენა. რაც შეეხება გადადგომას ან დანიშვნას, ყველას შევახსენებ, რომ საქართველოს მთავრობის წევრის დანიშვნა, ან გადაყენება, ეს არის პრემიერ- მინისტრის ...

Read More »

აშშ ირანისთვის დაწესებულ სანქციებს კიდევ ერთი წლით ახანგრძლივებს

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, ირანისთვის სანქციების კიდევ ერთი წლით გახანგრძლივებას მოაწერა ხელი. ინფორმაციას თეთრი სახლის ადმინისტრაცია ავრცელებს. ირანის მიმართ პირველი სანქციები ჯერ კიდევ 1995 წლის 15 მარტს, ბილ კლინტონის განკარგულებით დაწესდა. გადაწყვეტილება სანავთობო ტრანზაქციების შეზღუდვას და ირანის რეჟიმის შესუსტებას ისახავდა მიზნად. 1995 წლის დოკუმენტის მიხედვით, სანქციები ეროვნული უსაფრთხოების, ეკონომიკისა და საგარეო პოლიტიკის წინაშე, ირანიდან მომდინარე საფრთხეების შემცირებას ემსახურება.  “ირანის ხელისუფლების ქმედებები – რაკეტებისა და სხვა ასიმეტრიული ...

Read More »

აშშ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ისთვის დამატებითი სანქციების დაწესებას განიხილავს

აშშ-მა შესაძლოა, ცალმხრივად დაუწესოს სანქციები პროექტ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მონაწილეებს. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა. „პერსპექტივაში სანქციების გამოყენების სხვადასხვა შესაძლებლობას განვიხილავთ“, – განაცხადა მან წარმომადგენელთა პალატის საგარეო საკითხთა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე. სანქციები, კერძოდ, შეეხება პროექტის ოპერატორ კომპანია Nord Stream 2 AG-ს, რომლის ერთადერთი აქციონერი რუსული კომპანია Газпром-ია. ამ თემაზე ბლინკენს შეკითხვა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა დაუსვა. ის ასევე, დაინტერესდა, ...

Read More »

ევროპელი ახალგაზრდა მწვანეები ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტს მხარდაჭერას უცხადებენ

ევროპელი ახალგაზრდა მწვანეების ფედერაციამ სოლიდარობა გამოუცხადა, გუშინ ქუთაისში ნამახვანჰესის წინააღმდეგ დაგეგმილ აქციას. „პროტესტი ეკოლოგიური განადგურების წინააღმდეგ საქართველოში”, – წერენ ისინი. შეგახსენებთ, რომ გუშინ ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ნამახვანჰესის წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნებია: „გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ენკა რინიუებლზისათვის” აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ...

Read More »

2020 წელს ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციები 98%-ით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა. როგორც საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) მოცულობამ 2020 წელს 616.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 52.9%-ით ნაკლებია 2019 წლის დაზუსტებულ მონაცემებზე. ეს კი იმას შიშნავს, რომ FDI 15-წლიან მინიმუმამდე შემცირდა.  აღსანიშნავია, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვანი კლებაა ენერგეტიკის სექტორში, კერძოდ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 2020 წელს ენერგეტიკის ...

Read More »

აშშ-მა ვენესუელის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების პირობები დაასახელა

ვაშინგტონის მიერ ვენესუელის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნას აშშ-ის ადმინისტრაცია “არ ჩქარობს”, მაგრამ შესაძლოა განიხილოს მათი შემსუბუქება, თუ რესპუბლიკის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო გადადგამს ნაბიჯებს, რომლებიც გამოხატავენ მათ მზადყოფნას ვენესუელას ოპოზიციასთან სერიოზული დიალოგისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს სააგენტო Reuters თეთრი სახლის წყაროებზე დაყრდნობით. ”სანქციების გაუქმებას არ ვჩქარობთ… თუ რეჟიმი ზომებს მიიღებას ნდობის გასამყარებლად, რომლებიც აჩვენებენ, რომ ისინი მზად არიან და სურვილი აქვთ მონაწილეობა მიიღონ ოპოზიციასთან ...

Read More »