2020 წელს ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციები 98%-ით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა. როგორც საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) მოცულობამ 2020 წელს 616.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 52.9%-ით ნაკლებია 2019 წლის დაზუსტებულ მონაცემებზე. ეს კი იმას შიშნავს, რომ FDI 15-წლიან მინიმუმამდე შემცირდა. 

აღსანიშნავია, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვანი კლებაა ენერგეტიკის სექტორში, კერძოდ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 2020 წელს ენერგეტიკის სექტორში შემოსულმა ინვესტიციების მოცულობამ 5.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 98%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2019 წელს ენერგეტიკის სექტორში 261 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.

როგორც საქსტატში განაცხადეს, შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზად სახელდება რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში, რამაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი 294.6 მლნ. აშშ დოლარით შეამცირა.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply