ვაშინგტონის მიერ ვენესუელის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნას აშშ-ის ადმინისტრაცია “არ ჩქარობს”, მაგრამ შესაძლოა განიხილოს მათი შემსუბუქება, თუ რესპუბლიკის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო გადადგამს ნაბიჯებს, რომლებიც გამოხატავენ მათ მზადყოფნას ვენესუელას ოპოზიციასთან სერიოზული დიალოგისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს სააგენტო Reuters თეთრი სახლის წყაროებზე დაყრდნობით.
”სანქციების გაუქმებას არ ვჩქარობთ… თუ რეჟიმი ზომებს მიიღებას ნდობის გასამყარებლად, რომლებიც აჩვენებენ, რომ ისინი მზად არიან და სურვილი აქვთ მონაწილეობა მიიღონ ოპოზიციასთან რეალურ დისკუსიებში… თუ ისინი მზად არიან სერიოზული ნაბიჯების გადასადგამად, მაშინ ჩვენ განვიხილავთ სანქციების შემსუბუქების შესაძლებლობას, ”- იუწყება Reuters.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მას არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რა ნაბიჯებს ელის ვაშინგტონი ვენესუელასგან.