ევროკავშირმა შეაქო საქართველო რეგიონალური და ევროპის მასშტაბით ენერგეტიკული უსაფრთხოების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
აღნიშნულის შესახებ ნათქვამია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს ერთობლივ პრესრელიზში, იუწყება აზერბაიჯანული პრესა.
ევროკავშირმა ხაზი გაუსვა საქართველოს სატრანზიტო როლს სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით, კასპიის ზღვიდან ევროპის ბაზრებზე ნავთობისა და ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებაში.
დოკუმენტში ასევე ხაზი გაესვა იმას, რომ ევროკავშირი მიიჩნევს საქართველოს მთავარ პარტნიორად რეგიონში და დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თანამშრომლობას საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ბრიუსელში გაიმართა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-6 შეხვედრა.
ნინო სამადაშვილი