პოლიტიკა

საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი გერმანიასთან ენერგეტიკაში ითანამშრომლებენ

საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი გერმანიასთან ენერგეტიკის სექტორში ითანამშრომლებენ

აზერბაიჯანი, თუქრეთი და საქართველო გერმანიასთან ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის საკითხს განიხილავენ. აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, წლის ბოლოს ოთხ ქვეყანას შორის ენერგო კონფერენცია გაიმართება. კონფერენციის ორგანიზატორი გერმანია და საქართველო იქნებიან. “აღნიშნული კონფერენცია ენერგეტიკის სფეროში უსაფრთხოების საკითხებს მოიცავს. ასევე ქვეყნებს შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას”, – აღნიშნულია განცხადებაში. კონფერენციას ოთხივე ქვეყნიდან მაღალი რანგის პირები დაესწრებიან.

Read More »
კახა კალაძე-ჩვენ გვაქვს ელექტროენერგიის ყოველწლიურად მზარდი დეფიციტი

კახა კალაძე – ჩვენ გვაქვს ელექტროენერგიის ყოველწლიურად მზარდი დეფიციტი

ჩვენ გვაქვს ელექტროენერგიის ძალიან დიდი დეფიციტი, რომელიც ყოველწლიურად იზრდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განუცხადა. მისივე განმარტებით, სწორედ დეფიციტის აღმოსაფხვრელად და იმისთვის, რომ საქართველო ენერგეტიკულად მეზობელ ქვეყნებზე აღარ იყოს დამოკიდებული, საჭიროა ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებული პროექტების განხორციელება. “ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ყველა იმ პრობლემის მოგვარებას, რომელიც დღეს სახელმწიფოს წინაშეა. ჩვენ გვაქვს ელექტროენერგიის ძალიან დიდი დეფიციტი, რომელიც ყოველწლიურად იზრდება. ...

Read More »
აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკი საქართველოში შემოდის

აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკი საქართველოში შემოდის

საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკი პროექტების განხორციელებას დაიწყებს,- ეს განცხადება ბანკის პრეზიდენტმა ლიცუნ ძიმ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, ორჯერ იმყოფებოდა საქართველოში, რომელმაც ბოლო პერიოდში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკი სატრანსპორტო, საგზაო და ენერგეტიკული სექტორით ინტერესდება. ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში, დღეს საქართველოს მთავრობის მეთაური აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა. მხარეებმა ...

Read More »
ბოლო 10 კვარტლის განმავლობაში, ენერგეტიკაში ინვესტიციები ყველაზე მეტად შემცირდა

ბოლო 10 კვარტლის განმავლობაში, ენერგეტიკაში ინვესტიციები ყველაზე მეტად შემცირებულია

ბოლო სამი წლის განმავლობაში ენერგეტიკაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები კლების ტენდენციით ხასიათდება. 2015 წლის მეორე კვარტალში ენერგეტიკაში განხორციელებულმა ინვესტიციებმა 9 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც ბოლო 10 კვარტლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. შედარებისთვის, 2015 წლის პირველი კვარტლის განმავლობაში, ენერგეტიკაში 11 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო, 2014 წლის მეოთხე კვარტალში, – 37 მილიონის, მესამეში, – 51 მილიონის, მეორეში 79 მილიონის, პირველში კი 23 მილიონის. ...

Read More »
საქართველოს როლი ახალი აბრეშუმის გზის პროექტში

საქართველოს როლი ახალი აბრეშუმის გზის პროექტში

საქართველოს მთავრობის მეთაურმა დღეს მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში, სადაც ახალი აბრეშუმის გზის კონცეფცია განიხილებოდა. საქართველომ დაამტკიცა, რომ ვართ სანდო სატრანზიტო ქვეყანა, საქართველოს ეკონომიკა ვითარდება, ჩვენ ვაშენებთ და ვაძლიერებთ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, უზრუნველყოფილია ბიზნესისა და მედიის თავისუფლება,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დალიანის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ სესიაზე – „თანამედროვე აბრეშუმის გზა” განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, საქართველო მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს ახალი აბრეშუმის გზის იდეას. ...

Read More »

პუტინის ევრაზიული “ოცნება” VS გაზი, როგორც პოლიტიკური და ეკონომიკური იარაღი

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემდგომ, მოსკოვმა ფორსირებულ რეჟიმში დაიწყო მუშაობა ევრაზიული კავშირის გასაძლიერებლად. პუტინი სულ უფრო აქტიურად მართავს შეხვედრებს პოსტ საბჭოთა ქვეყნების ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მათ ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებისკენ მოუწოდებს. ოფიციალური მოსკოვი კავშირში გასაწევრიანებელ პოტენციურ წევრ ქვეყნებს სხვადასხვა სახის პრეფერენციებს სთავაზობს. ენერგომატარებლები კი რუსეთის მთავარი კოზირია, რომელსაც პუტინის ხელისუფლება სხვადასხვა ქვეყნებთან “სავაჭროდ” იყენებს. რუსეთისთვის სწორედ ბუნებრივი რესურსები ხდება ხშირ შემთხვევაში პოლიტიკური მიზნების განხორციელების გარანტი. ამ ...

Read More »
კახა კალაძე: დღესაც გვიწევს მძიმე წარსულისგან ენერგეტიკის მკურნალობა

კახა კალაძე: დღესაც გვიწევს მძიმე წარსულისგან ენერგეტიკის მკურნალობა

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე საქართველოს გადამცემი ქსელის ათწლიანი გეგმის პრეზენტაციას ესწრება. როგორც სიტყვით გამოსვლისას კალაძემ აღნიშნა, საქართველოში აღარასდროს დაბრუნდება 90-იანი წლები და საქართველო აღარასდროს დაბრუნდება სიბნელეში. “ყველას კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რომ ერთჯერადი ხანმოკლე და იმპულსური ინოვაციებით და აქტივობებით ვერ ავალთ იმ სიმაღლეზე, რაც გვსურს ჩვენ და რაც სჭირდება თანამედროე სახელმწიფოს. დღესაც არის გარკვეული პრობლემები, ავარიები სისტემაში, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოძველების და ...

Read More »
მთავარია, „ თელასი “ იყოს კარგად…

მთავარია, „ თელასი “ იყოს კარგად…

მარეგულირებელი კომისია ტარიფის ზრდას ეროვნული ვალუტის დევალვაციის პროცესით ხსნის და თელასს გაზრდილ ტარიფს სასწრაფო წესით დაუმტკიცებს. იმაში, რომ დენის ელექტროენერგიის ტარიფი დედაქალაქში ამ მოტივით უნდა გაიზარდოს, არის ლოგიკა, რამდენადაც თელასი დენს ვალუტაზე ყიდულობს, ვალუტა კი გაძვირდა.  თუმცა თელასისთვის  ახალი ტარიფის სასწრაფო წესით გაზრდის პროცესში ორი ძალიან საინტერესო გარემოება გამოიკვეთა, რაც სამართლიანად აჩენს კითხვებს. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი არის თელასის საინვესტიციო ...

Read More »
ირანი ევროპის გაზმომარაგებას აზერბაიჯანის გავლით შეეცდება

ირანი ევროპის გაზმომარაგებას აზერბაიჯანის გავლით შეეცდება

ირანი, მიუხედავად მის მიმართ გატარებული სანქციებისა, არასდროს მალავდა, რომ ევროპის ბაზრისთვის გაზის მიწოდებით იყო დაინტერესებული,-აღნიშნულის შესახებ Trend.az წერს. ირანის სანქციებისგან გათავისუფლება და ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობის განახლება, დასავლეთ ქვეყნების ბაზარზე, ირანის გაზის გატანის შანსებს ზრდის. ქვეყნის გეოგრაფიული ადგილმდებარეობა, ევროპისთვის გაზის მიწოდებას მხოლოდ თურქეთისა და აზერბაიჯანის მარშრუტით იძლევა. ორივე მარშრუტს კი თავისი უპირატესობა აქვს. თურქეთის გავლით, ევროპისათვის გაზის მიწოდების მანძილი ბევრად მოკლეა, ვიდრე აზერბაიჯანის, ...

Read More »
ფიქალის გაზი მსოფლიო პოლიტიკას შეცვლის

ფიქალის გაზი მსოფლიო პოლიტიკას შეცვლის

ამერიკაში სულ უფრო აქტიურად მიდის საუბრები ფიქალის გაზის წარმოების შესახებ. ამერიკის ენერგეტიკის დეპარტამენტის, მონაცემებით, მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკაში 1 ტრილიონი კუბური მეტრი ფიქალის გაზის მოპოვებაა შესაძლებელი. ამერიკის შეერთებული შტატების ამჟამინდელი მოხმარების შენარჩუნების პირობებში კი ეს მარაგი ამ ქვეყანას 45 წელიწადი ეყოფა. ფიქალის გაზის წარმოებაში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი მისი თვითღირებულებაა. თუ ტრადიციულად მოპოვებული ბუნებრივი აირის წარმოების თვითღირებულება 1000 კუბურ მეტრზე 20 დოლარს შეადგენს, ...

Read More »