პოლიტიკა

ლევან დავითაშვილი: საქართველო განიხილავს ენერგეტიკისა და კლიმატის გეგმის პროექტს, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში ენერგოსექტორის განვითარების ფუნდამენტური დოკუმენტი უნდა იყოს

დავისახეთ ამოცანები, რომლებზეც საქართველო ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებასთან ერთად იმუშავებს – ეს უკავშირდება, დიდწილად, ჩვენი რეფორმის პროცესში კლიმატნეიტრალურობის თემის ასახვას და საქართველო უკვე განიხილავს ენერგეტიკისა და კლიმატის სტრატეგიის პროექტს, რომელიც, ზოგადად, გრძელვადიან პერსპექტივაში, ენერგოსექტორის განვითარების ფუნდამენტური დოკუმენტი უნდა იყოს. ვფიქრობ, მიმდინარე წლის განმავლობაში ეს დოკუმენტი უნდა დამტკიცდეს და საქართველოს გეგმა იქნება სრულად ჰარმონიაში ევროპულ პრინციპებთან და მიდგომებთან, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ...

Read More »

საქართველოს, აზერბაიჯანს, თურქეთსა და ყაზახეთს შორის „ტრანსკასპიური აღმოსავლეთ-დასავლეთ შუა დერეფნის“ შესახებ ოთხმხრივი დეკლარაცია გაფორმდა

საქართველოს, აზერბაიჯანს, თურქეთსა და ყაზახეთს შორის ხელი მოეწერა „ტრანსკასპიური აღმოსავლეთ-დასავლეთ შუა დერეფნის“ შესახებ ოთხმხრივ დეკლარაციას, რომელშიც ხაზი გაესვა ტრანსკასპიური აღმოსავლეთ-დასავლეთ შუა დერეფნის მნიშვნელობასა და დეკლარაციის მხარე სახელმწიფოების სატრანზიტო პოტენციალის გაძლიერებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, დეკლარაციაში ხაზგასმულია სატრანსპორტო დერეფნების განვითარებისა და სატრანზიტო პოტენციალის გაზრდის, საერთაშორისო სატრანსპორტო სისტემაში „ტრანსკასპიური აღმოსავლეთ-დასავლეთ შუა დერეფნის“ ინტეგრაციისა და ...

Read More »

საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟასა და ნორდ პულს შორის შეთანხმებებს ხელი მოეწერა

2022 წლის 31 მარტს საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟასა და ნორდ პულს შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობისა და ოპერირების შესახებ შეთანხმებებს. საქართველოს დღით ადრე და დღიური ბაზრები ნორდ პულის მომსახურე ბაზრები გახდნენ. მხარეები თანხმდებიან  დღით ადრე და დღიური ბაზრების შექმნისა და ფუნქციონირების საკითხებში თანამშრომლობაზე. შეთანხმებებით განსაზღვრულია, რომ ქართული ბაზრის ოპერირება განხორციელდება ნორდ პულის მიერ ოპერირებული სკანდინავიური / ბალტიისპირეთის ბაზრების ძირითადი პრინციპების შესაბამისად, ევროკავშირის ...

Read More »

რუსეთი ინდოეთს ნავთობზე დიდ ფასდაკლებას სთავაზობს

Bloomberg-ის ინფორმაციით, დაწესებული სანქციების ფონზე, რუსეთი ინდოეთს ნავთობის პირდაპირ შესყიდვაზე დიდ ფასდაკლებას სთავაზობს. სანქცირებული ქვეყანა ინდოეთს ურალის ნავთობს ომამდელი ფასით, ბარელს $35-ად სთავაზობს. შეთავაზება ხდება იმ ფონზე, როცა Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი დაახლოებით $10-ით გაიზარდა. რუსეთს დასაწყისისთვის სურს, ინდოეთმა 15 მილიონი ბარელი ნავთობი იყიდოს. მოლაპარაკებები სამთავრობო დონეზე მიმდინარეობს. აზიაში რიგით მეორე ყველაზე დიდი ნავთობის იმპორტიორი იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორისაა, რომლებიც ...

Read More »

პოლონეთის ხელისუფლებას სურს, წლის ბოლომდე რუსული ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის იმპორტზე უარი თქვას

პოლონეთის ხელისუფლებას სურს, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე რუსული ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის იმპორტზე უარი თქვას. ამის შესახებ სააგენტო „ბლუმბერგი“ წერს. როგორც პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, პოლონეთი გეგმავს, ყველაფერი გააკეთოს, რომ 2022 წლის ბოლომდე რუსეთიდან ნავთობის იმპორტი შეწყვიტოს. „ჩვენ წარმოვადგენთ ევროპაში ყველაზე რადიკალურ გეგმას რუსულ ნავთობზე, რუსულ გაზზე, რუსულ ქვანახშირზე უარის თქმის შესახებ. ეს გეგმა აუცილებელია ევროპისთვის, რომ ის საბოლოოდ მოვიდეს ...

Read More »

დააჩქარებს თუ არა უკრაინის ომი განახლებად ენერგიებზე გადასვლის პროცესს?

„ისევე, როგორც 1970-იანი წლების OPEC-ის კრიზისმა ხელი შეუწყო განახლებად ენერგიის წყაროებში ინვესტიციებსა და ახალი კანონმდებლობის ჩამოყალიბებას, რომელიც ავალდებულებდა ქვეყნებს საწვავის ეფექტურობის ეროვნულ სტანდარტების შემუშავებას, მიმდინარე კრიზისმა შესაძლოა აიძულოს ევროპა უფრო სწრაფი ტემპით განახორციელოს ინვესტიციები ალტერნატიულ ენერგეტიკაში“, – განაცხადა პიტერ სობოტკამ, ევროპაში ენერგოგადამცემი ქსელების კომპანიის Corinex-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა.   თავისუფლებისა და დემოკრატიის ფასი უკრაინაში მიმდინარე ომი მესამე ასიმეტრიული შოკია, როგორც ...

Read More »

ვოლოდიმირ ზელენსკი – რასაც რუსი სამხედროები აკეთებენ და გააკეთეს, არ იმსახურებს ნავთობის ემბარგოს?

ყველაფერი, რასაც რუსი სამხედროები აკეთებენ და უკვე გააკეთეს, არ იმსახურებს ნავთობის ემბარგოს? – რუსეთის მიმართ, სანქციების გამკაცრების შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა მის ვიდეო მიმართვაში განაცხადა. ზელენსკის თქმით, უკრაინაში, რუსეთის შეჭრის თავიდან ასაცილებლად, პრევენციული სანქციები იყო საჭირო, თუმცა ასეთი პაკეტი არ შედგა. ,,უკრაინა ვერ და არც დაეთანხმება რუსეთის მიმართ, ზოგიერთი სუბიექტის, სანქციების პასიურ პოზიციას. არ უნდა იყოს ,,შეჩერებული” სანქციების პაკეტები, რომ თუ რუსეთის ...

Read More »

პუტინმა მთავრობას დაავალა, 31 მარტისთვის მოამზადოს ანგარიში ე.წ. არამეგობრული ქვეყნების მიერ გაზის საფასურის რუბლებით გადახდაზე გადასვლის შესახებ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მთავრობას, ცენტრალურ ბანკსა და „გაზპრომს“ დაავალა, 31 მარტისთვის მოამზადონ ანგარიში ე.წ. არამეგობრული ქვეყნების მიერ გაზის საფასურის რუბლებით გადახდაზე გადასვლის შესახებ. ამის შესახებ კრემლის საიტი იტყობინება. დავალებაში ნათქვამია, რომ მთავრობამ, ცენტრალურმა ბანკმა და „გაზპრომმა“ უნდა მოახდინონ „ზომების კომპლექსის რეალიზაცია“ გაზის საფასურის გადახდის ვალუტის შესაცვლელად და პუტინს ყოველთვიურად მოახსენონ ამის შესახებ. 31 მარტამდე მთავრობამ უნდა დაამტკიცოს დირექტივა „გაზპრომსა“ ...

Read More »

უკრაინა პარტნიორებთან ერთად ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოდან რუსეთის გარიცხვაზე მუშაობს

უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით, რუსეთი უნდა გაირიცხოს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოდან (IAEA), – განაცხადა 27 მარტს უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის მრჩეველმა ოლენა ზერკალმა. “ახლა ჩვენ პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ, რომ რუსეთი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოდან გავრიცხოთ, ან მინიმუმ შევამციროთ მისი როლი და ყველა რუსი ჩამოვაშოროთ იმ საკვანძო პოზიციებს, რომლებსაც ისინი იკავებენ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სამდივნოში”, – თქვა ზერკალმა. უკრაინაში მიაჩნიათ, რომ “ამის ...

Read More »

ჟოზეფ ბორელი: ევროპას რუსულ გაზზე უარის თქმა 2 წელიწადში შეეძლება

ევროპის ქვეყნებს რუსულ გაზზე უარის თქმა მომდევნო 2 წელიწადში შეეძლებათ. ამის შესახებ განცხადება ევროპის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საკითხებში ჟოზეფ ბორელმა Sky News Arabia-სთან გააკეთა. ამასთან, ბორელის თქმით, ევროპულ ქვეყნებს სურთ ენერგომატარებლების დივერსიფიცირება და რუსული ენერგო ნედლეულისგან დამოკიდებულების შემცირება, თუმცა არა მისი აკრძალვა. მანვე აღნიშნა, რომ ევროკავშირი აპირებს შექმნას სპეციალური არმია საერთო გამოწვევების გასამკლავებლად. ბორელის თქმით, ევროპა ამ დროისთვის წააწყდა ლტოლვილების ...

Read More »