პოლიტიკა

ევროკავშირის მოწოდება მოქალაქეებს: რუსულ გაზსა და ნავთობზე დამოკიდებულების შესამცირებლად, შეზღუდეთ ავტომობილებით გადაადგილება და სახლიდან იმუშავეთ

ევ­რო­კავ­ში­რი მო­ქა­ლა­ქე­ებს მო­უ­წო­დებს, ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბით მოძ­რა­ო­ბა შე­ზღუ­დონ, უარი თქვან კონ­დი­ცი­ო­ნერ­ზე და კვი­რა­ში სამი დღე იმუ­შა­ონ სახ­ლი­დან, რათა შე­ამ­ცი­რონ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა რუ­სულ ნავ­თობ­სა და გაზ­ზე. ევ­რო­კო­მი­სი­ის გან­ცხა­დე­ბით, ზო­მე­ბი, რომ­ლე­ბიც მათ ენერ­გე­ტი­კის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ა­გენ­ტოს­თან ერ­თად შე­ი­მუ­შა­ვეს, ოჯა­ხებს წე­ლი­წად­ში, სა­შუ­ა­ლოდ, 500 ევ­როს და­ზოგ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს. მა­თი­ვე გან­მარ­ტე­ბით, თუ ევ­რო­კავ­ში­რის ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქე და­ი­ცავს ცხრა­პუნ­ქტი­ან გეგ­მას, სა­ხელ­წო­დე­ბით „ჩემი როლი“, ეს 120 სუ­პერ­ტან­კე­რის შე­სავ­სე­ბად საკ­მა­რის ნავ­თობ­სა და 20 ...

Read More »

თურქეთი ემზადება რუსეთის გაზზე დამოკიდებულების შემცირებისთვის

თურქეთმა ბუნებრივი აირის ახალი წყაროების ძიება დაიწყო და აშშ-იდან თხევადი გაზის შეტანის ხელშეკრულება გააფორმა, – იტყობინება Bloomberg-ი. თურქეთის სახელმწიფო კომპანია Botas-ი, რომელიც რუსეთის „გაზპრომის“ ძველი პარტნიორია, ასრულებს მოლაპარაკებას გერმანიის Deutsche Bank-თან ერთი მილიარდი დოლარის ოდენობის კრედიტის მიღების შესახებ, რითიც აპირებს ამერიკიდან თხევადი აირის შესყიდვას. გამოცემის თანახმად, აშშ-ის გარდა, თურქეთი აირს შეისყიდის ევროპელი გადამყიდველებისგანაც. ბანკთან შეთანხმების გაფორმებით კომპანიას გზა გაეხსნება, მიაღწიოს ...

Read More »

გერმანია რუსულ ნავთობსა და გაზზე წლის ბოლომდე უარს იტყვის

„გერმანია აპირებს ზაფხულის დასაწყისისთვის რუსული ნავთობის იმპორტის განახევრებას და წლის ბოლომდე ნულამდე დაყვანას, გადაწყვეტილება ეხება რუსულ ბუნებრივ აირსაც“, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბაერბოკი აცხადებს. „გარკვევით და ცალსახად ვამბობ: დიახ, გერმანიაც მთლიანად შეაჩერებს რუსული ენერგიის იმპორტს. ზაფხულისთვის ნავთობს გავანახევრებთ და წლის ბოლომდე ნულზე დავიყვანთ“, – აცხადებს მინისტრი. შეგახსენებთ, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფარგლებში, ევროკავშირი რუსული ნავთობის ემბარგოს საკითხს ...

Read More »

ავსტრიამ რუსეთიდან ნავთობის მიღება შეწყვიტა

ავსტრიამ რუსეთიდან ნავთობის მიღება შეწყვიტა. ამის შესახებ Kronen Zeitung წერს. ავსტრიის ნავთობგაზის კომპანიის OMV -ის წარმომადგენლის განცხადებით, ქვეყანა ყოველთვის მცირე მოცულობის რუსულ ნავთობს ყიდულობდა. „რუსეთში შეძენილი ნავთობის მოცულობა ყოველთვის მცირე იყო, ომის დაწყების შემდეგ ჩვენ ის სხვა ნავთობით ჩავანაცვლეთ“,- განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა. ავსტრიის სტატისტიკის სამსახურისა და ნავთობის მრეწველობის ასოციაციების მონაცემებით, რუსეთიდან ნავთობის იმპორტი 7,8 %-ს შეადგენდა. ავსტრიისთვის ყველაზე დიდი ნავთობ იმპორტიორი ...

Read More »

ზელენსკი – მოვუწოდებთ ევროკავშირს სრული ენერგეტიკული ემბარგოს გამოცხადებისკენ, მათ შორის ნავთობსა და გაზზე

ორი საათის განმავლობაში ვისაუბრეთ და განვიხილეთ ბევრი საკითხი, მათ შორის სანქციები, იარაღის მიწოდება, ევროკავშირში გაწევრიანება და ფინანსური დახმარება, ასევე საკითხები, რომლებიც ჩვენ აუცილებლად დაგვჭირდება გამარჯვების შემდეგ ჩვენი ქვეყნის აღსადგენად, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, შარლ მიშელთან პირისპირ შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომ უკრაინა და ევროკავშირი მჭიდროდ ითანამშრომლებენ სამხედრო დანაშაულებებისა და კაცობრიობის ...

Read More »

როგორია ევროკავშირის ქვეყნების პოზიცია რუსული ენერგოიმპორტისთვის ემბარგოს დაწესების თაობაზე?

ევროკავშირის მინისტრები რუსეთისთვის, უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, სანქციების პოტენციურ მეექვსე რაუნდს განიხილავენ, თუმცა რუსულ გაზსა და ნავთობზე ემბარგოს საკითხი ბლოკის წევრებს შორის კვლავ აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეპ ბორელის გაცხადებით, ევროკავშირმა უკრაინაში ომის დაწყებიდან რუსულ ენერგეტიკაში €35 მილიარდი გადაიხადა. 2021 წელს ევროკავშირში მოხმარებული გაზის 40%-ის, ხოლო ნავთობის 25%-ის იმპორტი რუსეთიდან ხდებოდა. უკრაინის პრეზიდენტმა მრავალგზის მოუწოდა ევროკავშირს რუსულ ნავთობზე სანქციების ...

Read More »

გერმანიის დამქირავებლები და პროფკავშირები ეწინააღმდეგებიან რუსეთის გაზის დაუყოვნებელ აკრძალვას

ჯგუფები, რომლებიც წარმოადგენენ გერმანიის დამქირავებლებს და პროფკავშირებს, ერთიანი ძალებით დაუპირისპირდნენ რუსეთის გაზის იმპორტის დაუყოვნებელ აკრძალვას და აცხადებენ, რომ ამგვარი ნაბიჯი მოიტანს ქარხნების დახურვას და სამუშაო ადგილების დაკარგვას. რაინერ დულგერმა, გერმანიის დამქირავებელთა კონფედერაციის (BDA) ხელმძღვანელმა და რაინერ ჰოფმანმა, გერმანიის პროფესიული კავშირების კონფედერაციის (DGB) ხელმძღვანელმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს 18 აპრილს, იმ ფონზე, როცა ევროკავშირის ლიდერები განიხილავენ რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესების შესაძლებლობას ენერგეტიკის ...

Read More »

ევროკომისია ნავთობის სფეროში რუსეთის წინააღმდეგ შესაძლო შემდგომ სანქციებზე მუშაობს

ევროკომისია აცხადებს, რომ ნამდვილად მუშაობს რუსეთის წინააღმდეგ შესაძლო შემდგომ სანქციებზე ნავთობის სფეროში. ევროკომისიის მთავარი სპიკერი, ერიკ მამერი აცხადებს, რომ ამ დროისთვის მას არ შეუძლია დამატებითი დეტალების დასახელება. ევროკავშირმა ამ დრომდე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ხუთი პაკეტი დაამტკიცა, თუმცა გაურკვეველია, იქნება თუ არა სანქციების მეექვსე პაკეტი და თუ იქნება, როდის. მანამდე საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა, ბრუნო ლე მერმა განაცხადა, რომ ევროკავშირის დონეზე რუსულ ნავთობზე ემბარგოს ...

Read More »

საბერძნეთმა რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობის ტანკერი დააკავა

საბერძნეთმა რუსული დროშის ქვეშ მცურვი ნავთობის ტანკერი Pegas დააკავა. ამის შესახებ DW წერს. გემი საბერძნეთის ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის მოთხოვნით 15 აპრილს დააკავეს. ტანკერის დაზიანების გამო, ის ბუქსირით გადაიყვანეს პელოპონესის ნახევარკუნძულის პორტში. იქ ნავთობი სხვა ტანკერში უნდა გადაეტვირთათ, რადგან შემაკავებელი ზომები ვრცელდება მხოლოდ თავად გემზე, მაგრამ არა მის ტვირთზე. ამინდის არასასურველი პირობების გამო, ტანკერი კუნძულ ევბეასთან ახლოს, კარისტოს ყურის ...

Read More »

უნგრეთი: რუსულ ნავთობსა და გაზზე სანქციებს მხარს არ დავუჭერთ

ბუდაპეშტი რუსულ ნავთობსა და გაზზე ევროკავშირის სანქციების დაწესებას მხარს არ დაუჭერს, აცხადებს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიიარტო. „უნგრეთში რუსული გაზის იმპორტი შეფერხების გარეშე ხორციელდება“, – განაცხადა სიიარტომ ანკარაში ვიზიტისას გამართულ პრეს-კონფერენციაზე. უნგრეთი ევროკავშირის წევრებს შორის ყველაზე პრორუსული განწყობებით გამოირჩევა. კვირას ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროკავშირი რუსულ ნავთობზე ემბარგოს გამოცხადებას განიხილავს. ევროკავშირის მასშტაბით სანქციების შემოღებისთვის ყველა წევრი ქვეყნის თანხმობაა საჭირო. რუსული ენერგო-მატარებლების ...

Read More »